ახალი ამბები

ოპოზიციის ორი მხარე გამარჯვების ფორმულის ძიებაში

დღეს ეროვნულმა საბჭომ პრაიმერი დაიწყო, სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე კი ბურჯანაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

დღეს დილიდან „ეროვნული საბჭო“–ში შემავალი პარტიების წარმომადგენლები სოციალური გამოკითხვის მეთოდით მოსახლეობას კითხავენ. „პრაიმერის“ ჩასატარებლად სამი სახის ბიულეტინია დაბეჭდილი. მერობის, საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული წესით დეპუტატობის კანდიდატებისათვის.

 ბიულეტენზე მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად – სამი პოლიტიკოსი: ზვიად ძიძიგური,  კობა დავითაშვილი და გიორგი მაისაშვილია მითითებული. დასახელებული სამი კიანდიდატიდან ამომრჩეველმა  არჩევანი მხოლოდ ორს – ძიძიგურსა და დავითაშვილს შორის უნდა გააკეთოს, რადგან მაისაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. გია მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რის გამოც სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოსვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები ვერ შეძლო.

 ბიულეტინები პარტიების აქტივისტებისაგან დაკომპლექტებულ სამკაციან ჯგუფს ამომრჩეველთან სახლში მიაქვთ. ამომრჩევლები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიწოდებული სიების საფუძველზე, შემთხვევით შერჩევის პრინციპით შეირჩა.

ნეტგაზეთის გადამღები ჯგუფი დღეს წინასწარი არჩევნების კომიის ერთერთ ჯგუფს გაყვა და ადგილზე დაესწროა „პრაიმერი“–ს მიმდინარეობის პროცესს.

აღნიშნულ პროცესში ძირითადი პრობლემები სიებთან დაკავშირებით იქმნებოდა. სიაში მითითებულ მისამართებზე კონკრეტული ადამანები საერთოდ არ ცხოვრობდნენ.

 

 „პრაიმერი“–ს ფარგლებში 6 დან 8 აპრილამდე დედაქალაქის 700 უბნის 15 000 ამომრჩეველი უნდა გამოიკითხოს. პრაიმერის შედეგებს კი 9 აპრილს გამოაცხადებენ.

 დღის მეორე ნახევარში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა:  „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ მოუწოდონ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას“.

 შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურული იყო. დაახლოებით საათნახევრიანი საუბრის შემდეგ სუბარმა და გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეხვედრაზე საუბარი „გამარჯვების ფორმულა“–სთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და ბურჯანაძე მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ფორმულას. მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიცია მოახერხებს  ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას.

ნინო ბურჯანაძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს:

„ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, ჩვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას სააკაშვილის ხელისუფლების რეალური ცვლილებისაკენ მიმართული ნაბიჯები. დღევანდელი კონსულტაციები მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბუნებრივია, რომ დღევანდელი შედეგით ეს კონსულტაცია ვერ დასრულდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავერევით კანდიდატური განხილვის თემაში“,- განაცხადა მან.

ირაკლი ალასანიას, როგორც მერობის ერთიან კანდიდატზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  ჟურნალისტს განუცხადა: “თქვენ ძალიან გინდათ, რომ ერთმანეთს გადაკიდოთ ოპოზიცია და იმედი მოკლათ ხალხში, მაგრამ ამას მე ვეწინააღმდეგები და  მაინც მაქვს  იმედი, რომ შეთანხმება შედგება“  

ალასანიას კანდიდატობასთან დაკავშირებით  ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ  მისი პარტია  ერთიანი კანდიდატის დასახელების პროცესში არ ჩარევა.

„გამარჯვების ფორმულის“ მიზნად ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.  .

 

კომენტარი

სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
სოზარ სუბარი... es ha, kide aitans adamiani... Ess kii-> და ლევან გაჩეჩილაძე კი ბურჯანაძესთან ... - kargit ra ukve guli mere va... /:
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

სასტიკი დარბევა თბილისში [Video]

ეს არის კადრები, რომლებიც "ნეტგაზეთის" თანამშრომლებს დარჩათ.

გენინსპექცია სკოლის დირექტორებთან

#149 სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელმაც დანარჩენი 7 კოლეგის მსგავსად, გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. #148 და #149 საჯარო სკოლებში დღეს დილით განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად. #148 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგაძის მეუღლეა.

წინა | შემდეგი
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი