2014.10.24

მარტოხელა დედები სტატუსისა და დაფინანსების გარეშე

შორენა პურიჭამიაშვილი  (photo: )  მარტოხელა, ორი შვილის დედა სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. სამსულიანი ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ცუდი პირობების გარდა, ოჯახს საკვების დეფიციტიც აქვს, არც საოჯახო ნივთები და ჩასაცმელი გააჩნიათ. მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმების შემდეგ მარტოხელა დედების სოციალური ყოფა კიდევ უფრო გაუარესდა. 

სრულად კომენტარი
2014.10.21

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა UNFPA–ს ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება

ზაჰიდ ჰაქი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი UNFPA-ს და საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე თბილისში.  20.10.2014 (photo: ქეთი მაჭავარიანი) “ქალები ამ ბოლო დროს უფრო ღიად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს იმიტომ, რომ გარემო შეიცვალა და უკვე მათ შეუძლიათ ღიად დააფიქსირონ, თუ რას ფიქრობენ,”- ამობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი ზაჰიდ ჰაქი საქართველოში ქალთა გახშირებულ მკვლელობებზე საუბრისას.

სრულად კომენტარი
2014.10.20

ევროპული ტანსაცმელი, ქართული ხელფასი [ინფოგრაფიკა/video]

ქართული ტექსტილი (photo: ) ქუთაისში ორი სამკერვალო ფაბრიკა მუშაობს, სადაც კვირაში ექვსი სამუშაო დღე 9 ან 10 საათი გრძელდება, ანაზღაურება კი თვეში საშუალოდ 250-300 ლარია.

სრულად კომენტარი
2014.10.19

Mango დიზაინში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენების გამო სკანდალში გაეხვა

SS-ის სიმბოლო და მანგოს პერანგი (photo: ) ნაცისტური სიმბოლიკის ტანსაცმლის დიზაინში გამოყენებასთან დაკავშირებულ სკანდალში ზარას შემდეგ მეორე ესპანური კომპანია მანგოც აღმოჩნდა - იუწყება ბრიტანული ტელეგრაფი .

სრულად კომენტარი
2014.10.21

ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ პოლიციის დახმარება ვერ მიიღო

ოჯახური ძალადობა (photo: ) ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალი თამარ ო. ამბობს, რომ სამი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღეში ერთხელ პოლიციაში მიდის და დახმარებას უშედეგოდ სთხოვს. 

სრულად კომენტარი
2014.10.18

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა მოსახლეობის ნაწილისთვის

 (photo: ) გრიპის მოსალოდნელი ვირუსის წინააღმდეგ მომავალი კვირიდან მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის უფასოდ გრიპის ვაქცინებით უზრუნველყოფა დაიწყება. 

სრულად კომენტარი
2014.10.16

როგორ ვიცნოთ შხამიანი სოკო

სოკო (photo: ) რცხილისძირა, მუხისძირა, ღვინიო, მტრედიო, ირმის რქა, შავჩოხა, ჯგუფურა, ირმისტუჩა, დედაბერა, ხარისფაშვა, მანჭკვალა, მიქლიო - ეს საქართველოში გავრცელებული სოკოების სახელწოდებებია. ამ სოკოებს მრავლად შეხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სოკოებს ძირითადად საკვებად იყენებენ. მიკოლოგია სოკოების შემსწავლელი მეცნიერებაა. ქართული მიკოლოგია დღეისათვის მილევად რეჟიმშია. ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც სოკოებს სწავლობს და ამ მიმართულებთ კვლევას ატარებს. „ბათუმელების" კითხვებს ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სოკოებისა და სპოროვან მცენარეთა განყოფილების გამგე ანგელინა (ია) ჯორჯაძე პასუხობს:

სრულად კომენტარი
2014.10.16

საქართველოს წილი მეცნიერებაში

 (photo: ) რა ვითარებაა საქართველოში სამეცნიერო კვლევების კუთხით? როგორია ამ მხრივ საქართველოს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით? როგორ უნდა მოხდეს მეცნიერების ხელშეწყობა საქართველოში? - ამ და სხვა საკითხებზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის წარმომადგენელი თამარ ბრეგვაძე ნეტგაზეთთან საუბრობს:

სრულად კომენტარი
2014.10.11

შრომის უფლება, რომელსაც შშმ პირები ვერ იყენებენ

შშმ პირთა შრომითი უფლებები (photo: ) “თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ თუნდაც საკუთარი შემოსავალი გაგვიჩნდეს, ძალიან კარგი იქნება”, - ამბობს დალი მოსულიშვილი, რომელმაც შშმ პირების დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიუხედავად სამუშაო ვერ იშოვნა.

სრულად კომენტარი
2014.10.10

„ბავშვს ვერ მივიღებ“- სტერეოტიპები აუტიზმზე

 (photo: )  „ვაიმე, აუტიზმი?“ -  იყვირა მასწავლებელმა და სკამიდან წამოხტა. „რა ცოდვა ხარ, რა საწყალი შვილი გყავს“, „მე გეტყვი ვის საფლავზე უნდა მიიყვანო, რომ განიკურნოს“, „მეორე შვილი ნორმალური გყავს? ჯანმრთელია?“ - ძნელია მშობლისთვის ასეთი ფრაზების მოსმენა. როცა ვეუბნები, რომ ჩემი შვილი აუტიზმის მქონეა, საშინლად რეაგირებენ, შემდეგ კი იწყება პრობლემები “.

სრულად