29.09.2010

შსს ინფორმაციას ცვლის

დღეს,  დაახლოებით  საღამოს 18.00  საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა.

დღეს,  დაახლოებით  საღამოს 18.00  საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიები დაიკავეს. მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა.

თავდაპირველად გავრცელებული  ინფორმაციით, ”რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ”საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები” ჩაატარეს  სოფლებში: ზემო და ქვემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.

ამ ინფორმაციის მიხედვით,  ნიქოზში მათ 25 ჰა მიწა მიიტაცეს, დიცში სამი ოჯახის კუთვნილი სახლები და ხეხილის ბაღის ნახევარი საკუთარ ტერიტორიად მონიშნეს, ხოლო არბოში მოსახლეობის კუთვნილი 5 ჰა მიწა დაიკავეს. ასევე საძოვრები, სარწყავი არხი,  ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი და ნახევარი ჰა მიწა სოფელ ქორდიში.

მოგვიანებით, დაახლოებით 19.30 საათისთვის,  შსს-ს ინტერნეტ გვერდიდან აღნიშნული ინფორმაცია გაქრა.  ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც საზოგადოებრივი მაუწყებელს, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებას საღამოს 8 საათზე იწყებს, არც ტელეკომპანიებს ”იმედსა” და რუსთავი 2”-ს.

 დაახლოებით 9 საათისთვის კი შსს ოფიციალურ  გვერდზე ინფორმაცია ისევ გამოჩნდა, თუმცა შეცვლილი შინაარსით. ახლა ინტერნეტ გვერდი police.ge წერს, რომ რუსეთის ჯარებმა შიდა  ქართლში უკანონო სადემარკაციო სამუშაოები განახორციელეს.

ამ ინფორმაციას მოყვება შეფასებითი ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარი პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

არაფერია ნათქვამი კონკრეტულ სოფლებზე და მდგომარეობაზე შიდა ქართლის 5 სოფელში.