2015.07.07

ISIS საქართველოს საზღვრებთან

მარცხნივ: გიორგი გვიმრაძე (photo: ) "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინცია შექმნა, რომელსაც "კავკასიის ვილაიეთი" უწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მებრძოლების და მათი ლიდერების ნაწილმა “კავკასიის იმირატიდან” (რომლის პირველი ემირი დოკუ უმაროვი იყო) ISIS-ს ერთგულება გამოუცხადა. რას ნიშნავს ეს პროცესი და რას უნდა ელოდოს საქართველო? - გაზეთ “ბათუმელების” შეკითხვებს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი გვიმრაძე პასუხობს.

სრულად კომენტარი
2015.07.05

TOA - დღე 2 - დემონები და ღმერთები

Soap&Skin / Tbilisi Open Air 2015 / ავტორი დათო სიმონია (photo: ) ნახევარ საათზე მეტია ლეპტოპს ვუზივარ და ვცდილობ Tbilisi Open Air-ის მეორე დღის რევიუს წერა დავიწყო. ამ წინადადების დაწერიდან კიდევ საათზე მეტი გავიდა, რომ ეს მეორე წინადადება მიმება ტექსტისთვის, რომელშიც მოგითხრობთ, ჩემი აზრით, Tbilisi Open Air-ის არსებობის მანძილზე უბრალოდ საუკეთესო ლაივის შესახებ.

სრულად კომენტარი
2015.07.04

TOA - დღე 1 - იქნებ ბილეთი ვერ იყიდა?

 (photo: ) ამ დღეს ქალაქში ადამიანები ფერად პარიკებს იმარაგებენ, სახეებს იღებავენ, ფერადად იცვამენ, სტილისტთან მიდიან და ექსტრავაგანტურ ვარცხნილობებს იყენებენ. ამ დღეს ქალაქში საზოგადოების მუსიკალურად და კულტურულად აქტიური ნაწილი Tbilisi Open Air-ისთვის ემზადება - ამიერიკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალისთვის. 

სრულად კომენტარი
2015.07.02

დისკუსია: მაჟორიტარული სისტემა [Video]

სტუდია რე (photo: ) გთავაზობთ სტუდია რე-ს მიერ მომზადებულ ტელედისკუსიას, თემაზე - "მაჟორიტარული სისტემა". დიკუსიას უძღვება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მონაწილეობენ: გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ლადო ბოჟაძე, ელენე ნიჟარაძე, ირმა პავლიაშვილი.

სრულად კომენტარი
2015.06.30

ტრეფიკინგი, კორუფცია და ნარკოპოლიტიკა - რის შეცვლას ითხოვს ევროკავშირი

ევროინტეგრაცია © EPA/ZURAB KURTSIKIDZE (photo: ZURAB KURTSIKIDZE) აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაცია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი არ გამოირჩევა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებით, თუმცა  ევროკავშირთან მოკლევადიანი ვიზების გაუქმების საკითხზე მასში ჩადებულია ერთი მნიშვნელოვანი დათქმა.

სრულად კომენტარი
2015.06.30

ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კიდევ 2 წლით გადავადება უპასუხისმგებლობაა

ბაია პატარაია (photo: ) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი პარლამენტმა მიიღო 2006 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით კანონი რამდენჯერმე შესწორდა და დაიხვეწა, მისი პირველივე ვერსია ითვალისწინებდა ორ მნიშვნელოვან ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან: 

სრულად კომენტარი
2015.06.29

ანდრეი პატრაკოვი: „დირსის” პროექტი ოჯახური ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ითვალისწინებს

დირსიმ ერთ-ერთი კორპუსის ოროთახიანი გარემონტებული ბინა საჩუქრად გადასცა საქართველოს საპატრიარქოს (photo: ) „დირსი“ ადამიანს, ოჯახსა და საზოგადოებას განვითარების კარგ საშუალებას აძლევს, რადგან პროექტი ოჯახური ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ითვალისწინებს”, - ამბობს  „AS Georgia“-ს დირექტორი ანდრეი პატრაკოვი, რომელმაც ეს განცხადება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში შეხვედრისას გააკეთა.

სრულად კომენტარი
2015.06.29

ურბანისტი: ღვარცოფსაშიშ მდინარეში და მის კალაპოტში სახლების აშენება ნონსენსია

ზურაბ ბაქრაძე (photo: ) როგორ უნდა განვითარდეს სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობა? რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ ადგილზე ე.წ. მანჰეტენის პროექტის განხორციელება? - ამ საკითხებზე ურბანისტ ზურაბ ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

სრულად კომენტარი
2015.06.29

ელენე ხოშტარია: MAP-ზე ხიდაშელის პოზიცია საკმაოდ თამამია, თუმცა თამასა ჩვენ უნდა ავწიოთ

ელენე ხოშტარია (photo: ) მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღო, 7 წელზე მეტი გავიდა, თუმცა თბილისმა ამ დრომდე ვერ მოახერხა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მოპოვება, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ნატოს მომდევნო, ვარშავის სამიტამდე ზუსტად ერთი წელია დარჩენილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი ამბობს , რომ საქართველო მზადებას იწყებს და თან ძალიან მკაფიო გზავნილით - ქვეყანა პოლონეთის დედაქალაქში ნატოსთან ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასვლას და MAP-ს ითხოვს. რა შანსი აქვს საქართველოს და რას მოიტანს თინა ხიდაშელის აქტივობა? - ნეტგაზეთის შეკითხვებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია პასუხობს.

სრულად კომენტარი
2015.06.29

გულგრილობა - ჩვენი დროის „მხედრიონი“

 (photo: ) თუკი ოდესმე გადაწყვეტდით, გამოგეცნოთ ვინ იყო „მხედრიონელების“ საყვარელი მუსიკოსი, დარწმუნებული იყავით, რომ მხოლოდ განსაკუთრებით მოზღვავებული სარკაზმი თუ დაგეხმარებოდათ ამ გამოცანაში. სარკაზმი და არტისტიზმი, ფანტაზიის უნარი - დაუშვა ზუსტად ის, რაც ყველაზე ნაკლებად წარმოგიდგენია.

სრულად კომენტარი