სამართალი
2012-02-02

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა  თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

2012-02-02

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს ბრალს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებულის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და მან პოლიციელის დაშინება სცადა.


ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან.

2012-02-01

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

2012-01-30

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

2012-02-01

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.


რა შეიძლება გახდეს პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძველი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება.

2012-01-25

მოსახლეობის ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სასამართლოსადმი

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC)” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემისადმი. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვალსაჩინოა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით, არსებობს მოსაზრებებიც, რომ სასამართლოზე გავლენას ახდენს მთავრობა და სასამართლო ზედმეტად მკაცრია.

2012-01-26

შსს-ს განცხადება ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი მამაკაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება.

2012-01-26

გიორგი ტუღუშმა ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.


მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.


საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

2012-01-21

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს არასამთავარობო ორგანიზციათა ნაწილის ბრალდებას პატიმართა არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ხათუნა კალმახელიძის უწყება დღეს, 21 იანვარს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

2012-01-19

თბილისი ცენტრალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"თბილისი–ცენტრალის" შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ცარიელია შენობის სამივე სართული. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია, რის შემდეგაც განხორციელდა ევაკუაცია.

2012-01-19

არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 19 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.


საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

„რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ინგა ზაბახიძე საჩხერელი ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას აპირებს.


განაჩენის გარეშე გასაჩივრებული “ჯაშუშობის საქმე” სააპელაციო სასამართლოში

"ენვერის" საიდუმლო მასალებს ადვოკატები გაეცნობიან

17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპარეცია “ენვერის” შედეგად დაკავებული 9 პირის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. საჩივარს მოსამართლე მარინე იმერლიშვილი, მისივე გადაწყვეტილებით, პატიმრების დაუსწრებლად განიხილავს.


რატომ დაუბრუნა პროკურატურამ მილიონები ”ქართუ ბანკს”

“ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი მიესალმება საქრთველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბანკისთვის 2011 წლის ოქტომბერში ჩამორთმეული მილიონების დაბრუნებას, თუმცა, მისთვის მიუღებელია პროკურატურის განცხადება და მას ”სისულელეს” უწოდებს.


მონიტორინგი ციხეებში საჯაროობის აკრძალვით

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრომ ციხეების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქცევის კოდექსის პროექტი შეიმუშავა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებს ციხეებში აღმოჩენილი დარღვევების საჯაროდ გაცხადებას უკრძალავს.


ომბუდსმენი პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა  საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გ. ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში
2012-01-31

უფასო იურიდიული კონსულტაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”  თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას შესთავაზებს.

სასამართლო დევნილების გამოსახლებაზე სარჩელს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

2012-01-16

თურქეთიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს

თურქეთის რესპუბლიკიდან შესაძლოა ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყოს თურქეთის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ძალაში 1 თებერვალს შედის.

2012-01-19

შსს-მ ქრთამის შეთავაზებისთვის ორი პირი დააკავა

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და  პოლიციის შესაბამისი დანაყოფის მიერ პოლიციისათვის  ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი ადამიანი - ვიტალი ომაძე და იოსებ ხუბულაშვილი.

ივანიშვილს მოქალაქეობა აპრილში უნდა აღუდგინონ

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს  ზუსტად ორი თვე და 25  დღე აქვს  იმის გადასაწყვეტად, მისცეს თუ არა მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს – ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.  ხვალ, 10 იანვარს კი, მოსამართლე შოთა გეწაძემ ივანიშვილის ადვოკატებს უნდა გადასცეს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ მიიჩნია კანონიერად ივანიშვილისთის მოქალაქეობის შეწყვეტა.

2012-01-09

მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე

მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია (ამიერიდან მოხსენიებული როგორც ქალი X).

2012-01-09

სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ, როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელები“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.

გასაჩივრებული ჯაშუშობა

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე არ აღიარებს დანაშაულს და აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მანამდე კი ციხიდან აგზავნის წერილს, რომელშიც საკუთარ თავს “სააკაშვილის ხადარკოვსკის” უწოდებს. წერილში პრეზიდენტის გარდა, ახსენებს მის ბიზნესპარტნიორსა და თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს, რომელიც, კიღურაძის თქმით, მას ზურაბ ადეიშვილთან უწევდა ლობირებას. ლეკიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კიღურაძის პროექტი ზურაბ ადეიშვილს მაშინ მიუტანა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

2011-12-20

ჟურნალისტ ჯორბენაძის საქმის გამომძიებელი დაკავებულია

მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა "ბათუმელებს" დაუდასტურა ინფორმაცია აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან "ბათუმელების" ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა.

წინა | შემდეგი