კულტურა

ლევან ბერძენიშვილის "წმინდა წყვდიადი"

"წმინდა წყვდიადი" - ასე ჰქვია ლევან ბერძენიშვილს წიგნს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს  " წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება, რომელზეც ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.

გამომცემლობის ცნობით, ესაა ბერძენიშვილის მემუარები. მოვლენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში  ლევან ბერძნიშვილის ასეთ ციტატას შეხვდებით:

"ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი."

პრეზენტაცია 6 საათზე გაიმართება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2011-12-13 | წიგნები 

"აფხაზეთი: მე–19 საუკუნე"

დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოალბომის “აფხაზეთი მე–19 საუკუნე” პრეზენტაცია მოეწყო.

2011-11-03 | კინო  მედია 

"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და კინოცენტრის ერთობლივი პროექტი

“მემორანდუმის მიხედვით, გათვალისწინებულია ტრენინგები დოკუმენტური კინოს რეჟისორებისთვის, ასევე, ვმუშაობთ გადაცემის პროექტზე, რომელიც 2012 წლიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გავა", – აცხადებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი.

წინა | შემდეგი
2012-02-03

სულაკაურის გამომცემლობამ ახალი საბავშვო წიგნები გამოსცა

“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.

2012-02-02

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

2012-01-26

"სწრაფად წინ" - წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

წინა | შემდეგი