ეკონომიკა

ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი

დასაქმება ბიზნესში

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი  ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

სტატისტიკის სამსახურმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები  8 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან, ამავე წყაროს მიხედვით,   უმეტესობა,  58,7% მამაკაცია, ხოლო, 41,3% - ქალი.

საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის. შემდეგ მოდის მცირე საწარმოები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21,6% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე საშუალო საწარმოებში მომუშავე ადამიანებია.

საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში  მამაკაცებისთვის 600 ლარია, ხოლო ქალებისთვის 437 ლარი.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მსხვილ საწარმოებში საშუალო ხელფასი 700 ლარზე მეტია, საშუალოში –400-ზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოებში კი– 300-ზე მეტი.

დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დომინანტი ვაჭრობის სფეროა. ასევე ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა. მესამე ადგილზეა ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სფერო, მომდევნო ორ ადგილს კი ტრანსპორტი და მშენებლობა იკავებს.

ჯანმრთელობის დაცვის  და სოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა ქალია, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავეები კი მამრობითი სქესისანი არიან.

საქართველოში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, 58,9%, თბილისზე მოდის. მეორე ადგილზე იმერეთია,  დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 9.4%-ით, აჭარა 0,1%-ით ჩამორჩება ქვემო ქართლს და რეგიონში საქართველოში მომუშავეთა 7.6% ითავსებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელმაც ბიზნეს სექტორის 2010 წლის მეორე კვარტლის კვლევა გამოაქვეყნა, არსებული დოკუმენტის შენიშვნაში უთითებს, რომ კვლევაში არ იყო ჩართული საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე.

კვლევა არ მოიცავს არაფინანსურ სექტორს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ კვლევაში არ არის აღრიცხული საბანკო, სადაზღვევო სექტორი , სახელმწიფო მმართველობის და შიდამეურნეობის სექტორები.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2011-12-09 | ბიუჯეტი 

პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი 86 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციიდან ბიუჯეტის წინააღმდეგ მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს უარყოფს

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრის ინიციატივით ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელმაც სურსათის უსაფრთხოება და თავისუფალი მიმოქცევა უნდა დაარეგულიროს.

წინა | შემდეგი
2012-02-03

ევროზონაში 16,5 მილიონი უმუშევარია

ევროზონაში უმუშევრბის რაოდენობამ ახალი ისტორიული რეკორდი მოხსნა. 2011 წლის დეკემბერში უმუშევრობის დონე 10,4 პროცენტს გაუტოლდა.

2012-02-02

facebook–ი ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი facebook–ი, რომლის მომსახურებითაც 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს, საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების ინიციატივით გამოდის.

2012-02-01

ბანკები სესხებზე პროცენტს არ ამცირებენ

კვლევამ აჩვენა, რომ  ბრენდირებულ ბანკებთან შედარებით ბაზარზე ახლახან შემოსულ კომერციულ ბანკებს  ანაბრებსა და სესხებზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთები აქვთ.

წინა | შემდეგი