საზოგადოება

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, თუ ბავშვი სკოლაში რამდენჯერმე დააგვიანებს, დირექტორისაგან ან მასწავლებლისაგან რამდენიმე გაფრთხილებას მიიღებს, თუ სკოლაში  წესრიგს დაარღვევს, სცემს ან აგინებს სხვებს, სამი–ხუთი ასეთი შემთხვევის შედეგად შესაძლებელია ამ ბავშვის მშობელი სკოლის მანდატურმა დააჯარიმოს.

,,მანდატურების მეშვეობით ჩვენ ავამოქმედეთ ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მტკივნეულ ფულად ჯარიმას იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად თავს არიდებენ ბავშვის გაზრდას... ის, რომ მეორე ბავშვს ან მასწავლებელს შეურაცყოფა არ უნდა მიაყენოს და ის, რომ სკოლაში მოდის სასწავლებლად და არა მუსიკის მოსასმენად, ამას მარტო მასწავლებელი ვერ ასწავლის,  ამას ასწავლის მშობელი და ეს მშობლის ვალდებულებაა. რომ გააჩინა ეს ბავშვი, ვალდებულია მშობელი, რომ გაზარდოს კიდეც’’, – განაცხადა შაშკინმა.

მშობლის პასუხისმგებლობას შვილის გაზრდაში, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს. ასევე მისი თქმით,  დიდი ხნის განმავლობაში კოდექსის ეს მუხლი მკვდარი იყო, 15 სექტემბრიდან კი ის ამუშავდება.  უპასუხისმგებლო მშობლებისათვის, შაშკინის განცხადებით, ჯარიმა 100 ლარიდან ზემოთ იქნება.

ბავშვის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შესრულებას მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს საქართველოს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172–ე მუხლი ავალდებულებს. მუხლის მიხედვით:

,,მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე, მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება), –გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე’’.

ასეთი ნორმის არსებობა, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჩხეიძეს გამართლებულად მიაჩნია. მისი აზრით, მშობლის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ბავშვის ჯანსაღ გარემოში განვითარება, ყველა ქვეყანაში არსებობს და ეს უპირველესად ბავშვის უფლებიდან გამომდინარეობს. ჩხეიძის განმარტებით, მთავარი აქ კანონის ინტერპრეტაციაა:

,,დებულებაში წერია ბოროტად შეუსრულებლობა, რა ჩაითვლება ბოროტად შეუსრულებლობად, ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი.  რასაც მინისტრი ამბობს, ობიექტურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევად, როცა მშობელი  ბოროტად არიდებს თავს ბავშვის აღზრდას, ამიტომ, შესაბამისი სანქცია შეიძლება სახელმწიფომ დააკისროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია იქნება სწორი’’.

ჩხეიძე ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში იმ შემთხვევას განამრტავს, როცა შეიძლება კანონით მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი  დადგეს. მისი მოსაზრებით, რადგან საქართველოში საშუალო განათლების მიღება სავალდებულოა,  მშობლები იძულებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების საშუალო განათლება.

,,როცა ბავშვი აცდენს გაკვეთილს, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არ არის. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვი აცდენს პერმანენტულად და იგი არანაირ რეაგირებას არ ახდენს, რამოდენიმე ასეთი შემთხვევის ერთობლიობამ შეიძლება მართლა გამოიწვიოს იმ დასკვნის გამოტანა, რომ მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს’’, – ამბობს ჩხეიძე.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპასუხისმგებლო მშობლებს 15 სექტემბრიდან ჯარიმას სკოლის მანდატური გამოუწერს.


კომენტარი

სათაური:
ქეთევანი
ვისგან:
შიგთავსი:
მე პირადად აბსოლუტურად ვეტანხმები ამ გამოსვლაში დიმიტრი შაშკინს. ბევრი ფეხებზე მკიდია მშობელი უნდა დაჯარიმდეს, ეს კიდევ ლმობიერი სასჯელია ასეთი მშობლისათვის...
სათაური:
ანი
ვისგან:
შიგთავსი:
ან სტატიაა უაზროდ დაწერილი, ან თვითონ არ იციან, რას და რა მექანიზმით აკეთებენ. კარგია, რომ უსაქმურების ხარჯზე ბიუჯეტი შეივსება, მაგრამ რეალური შედეგის მისაღწევად უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა, გამოიკვეთოს ბავშვების და მშობლების კატეგორიები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ ამ ”რისკ ჯგუფში” და შესაბამისად განისაზღვროს სანქციები. აგრესიული ბავშვების 99%-ს ოჯახში აქვს პრობლემები. იმ მშობლის დაჯარიმება, რომელიც ბავშვს სათანადო ყურადღებას არ/ვერ აქცევს, სცემს, ან რაიმე სხვა უარყოფით გავლენას ახდენს, რასაც საბოლოოდ აგრესიამდე მივყავართ, არ მოიტანს შედეგად მშობლის გამოსწორებას. დიდი ალბათობით აგრესია ისევ ბავშვისკენ წავა და ისედაც მანკიერი წრე კიდევ უფრო ჩაიკეტება.
სათაური:
mshveno
ვისგან:
შიგთავსი:
რომ გააჩინა ეს ბავშვი, ვალდებულია მშობელი, რომ გაზარდოს კიდეც’’ es keyword_ia faqtobrivad
სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
rogorc sheertebul shtatebshio,icit rogoraa shtatebshi? celk bavshvebs, diax celkebs, pirvelad gaaprtxileben mshobels meored daajarimeben da amism shemdeg izulebit asmeven antidepresantebs,romelzec mtelisicocxle zian bavshvebi da ris shededegadac koveli mesame bavshvi cicocxles tvitmkvlelobit amtavrebs. ai sait mivkavart baton shashkins da.....
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
EVY soc mushakebis mier chamortmeuli bavshvebis bedi rogor carmogidgenia? rac bavshvtasaxlebshi puli unda daxarjos mtavrobam,xomarajobebda mag pulit socialurad zgvars kvemotmkop ojaxebze gaanacilon da bavshvebma taviant mshoblebtan icxovron. magram es bavshvebi chirdebat specnazebis da mebrzoli armiebis shesavsebad,metad gaborotebuli da gaubedurebul sulier mdgomareobashi mkopi bavshvebi, akac taviant sakmes iketeben.
სათაური:
Evy
ვისგან:
შიგთავსი:
ra sisulelea!!! Tu borotad aridebs tavs bavshvis agzrdas, mashin miushvi soc. mushaki da chamoartvi mshoblis ufleba. Tu ashkaraa rom ugulebelkofa xdeba bavshvisa, eget ojaxshi ra unda bavshvs, mtavroba valdebulia daicvas bavshvis interesi. meorea tu biujetis shevsebis ckaroa eg fuli :))) Sad midis eg jarima - xazinashi, tu skolas rcheba?
სათაური:
ako
ვისგან:
შიგთავსი:
op op, SaSkinis diqtatura frTebs Slis:)
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის წიგნში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება და მას მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.

ბრძოლა განათლების უფლებისთვის

53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მშობელი სასამართლოში ჩივის და ბავშვის სკოლაში აღდგენას, ასევე, მისი შვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვს.


პროტესტი ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი