ეკონომიკა

18 პროექტი ორ წელიწადში

126 მილიონ +~ესპანურ კომპანიას საქართველოს მთავრობისგან

126 მილიონ 270 ათასი ლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ესპანურ კომპანიას ”სიემდი ინჟინერო” უახლოესი 2 წლის მანძილზე გადაუხადა სხვადასხვა პროექტების შექმნასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის.

მშვიდობის ხიდი და გმირთა მემორიალი თბილისში, ბათუმის ახალი ბულვარი და ოპერის სახლი- ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც ესპანურმა კომპანიამ ”სიემდი  ინჟინერო” საქართველოში განახორციელა და დღემდე ახორციელებს.

 ესპანური სამშენებლო კომპანიის ინტერნეტ გვერდზე პროექტების უმეტესობას არ აქვს მითითებული ბიუჯეტი. თუმცა 14  პროექტიდან, რომელიც 2009-2010 წლებში კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, ექვსის ბიუჯეტის ჯამი 54 მილიონ 900 ათასი ევროა, რაც დღევანდელი კურსით 126 მილიონ 270 ათასი ლარია.

გარდა პროექტებისა, რომელსაც ესპანური კომპანია საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს, კეთდება 4 პროექტი, რომლს შემკვეთადაც სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების სახელებია მითითებული.

 ერთ-ერთი მათგანი შპს საქაერონავიგაციაა, რომელიც 30 მილიონ ევროს, ანუ 69 მილიონ ლარს იხდის კოშკში, ე.წ. თაუერში, რომლის სახელწოდებაც არის ”touch of freedom”.

touch of freedom

touch of freedom

დღეისთვის კომპანია საქართველოში ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე ახალი მცხეთასა და ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებია.

კონკრეტულად, მცხეთაში 1300 კვ.მ მოედანი კეთდება და ასევე მიმდებარე 5500 მ. ფართობის  ქუჩები. ოფიციალურად, საიტის ინფორმაციით, შემკვეთი საქართველოს მთავრობაა. ბიუჯეტი, რომელიც მცხეთის რეკონსტრუქციას სჭირდება, არ არის მითითებული. ასევე არ არის მითითებული თანხა,რომელსაც ქუთაისის განახლებისთვის იხდის, ოფიციალური შემკვეთი ქუთაისის მერიაა.  თუმცა ცნობილია, რომ ტერიტორია, რომელსაც ”სიემდი ინჟინერო” განაახლებს, 115 ჰექტარს მოიცავს.

ქუთაისის ათასწლეულის პარკი

ქუთაისის ათასწლეულის პარკი

კიდევ ერთი ახალი პროექტი ანაკლიის სანაპირო ზოლია. 37 მილიონ 950 ათასი ლარი ანაკლიის პარკის ოფიციალური ბიუჯეტია, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა პარკის დაპროექტება-შექმნისთვის უხდის ესპანურ კომპანიას.

თანხა, რომელიც ლანდშაფტის დიზაინის, საზოგადოებრივი პარკის, საფეხმავლო ხიდის და ახალი 4–კილომეტრიანი სანაპირო ზოლის შექმნას მოხმარდება, კომპანიის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. აქვეა ინფორმაცია შემკვეთის შესახებ, სადაც მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა.

ანაკლიის სანაპირო ზოლი

ანაკლიის სანაპირო ზოლი

 

N

პროექტის სახელწოდება

ლოკაცია

შემკვეთი

ბიუჯეტი

1.

ათასწლეულის პარკი

ქუთაისი

ქუთაისის მერია

უცნობია

2.

მცხეთის რეკონსტრუქცია

მცხეთა

საქართველოს მთავრობა

უცნობია

3.

შუშის სკულპტურა

თბილისი

შ.პს. ჯენერალ სერვისი

უცნობია

4.

შავი ზღვის კარიბჭე

ბათუმი

შპს გზა

უცნობია

5.

სინათლის კუბი

ბათუმი

უცნობია

უცნობია

6.

ანაკლის სანაპირო ზოლი,პარკი

ანაკლია

სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა

16,500 000 ევრო

7.

ბათუმის ბულვარი,ლანდშაფტი

ბათუმი

ბათუმის მერია,აჭარის მთავრობა

5 მილიონი ევრო

8.

ბათუმის ბულვარში, ფორმულა სამის ინტეგრაციის გეგმა

ბათუმი

აჭარის მთავრობა

უცნობია

9.

ყინულის სკულპტურა

ბათუმი

შპს მონოლითი 2005

უცნობია

10.

გმირთა მემორიალი

თბილისი

ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდი

უცნობია

11.

ფანტანის ბულვარი

ბათუმი

აჭარის მთავრობა

8 მილიონი ევრო

12.

საფეხმავლო ხიდი

ბათუმი

აჭარის მთავრობა

უცნობია

13.

საფეხმავლო ხიდი

ბათუმი

აჭარის მთავრობა

უცნობია

14.

საფეხმავლო ხიდი

ანაკლია

ანაკლიის მთავრობა

უცნობია

15.

მშვიდობის ხიდი

თბილისი

საქართველოს მთავრობა

უცნობია

16.

თაუერი

ბათუმი

შპს საქაერონავიგაცია

30 მილიონი ევრო

17.

ბათუმის ოპერის სახლი

ბათუმი

ბათუმის მერია,აჭარის მთავრობა

25 მილიონი ევრო

18.

აის კაფე

ბათუმი

ბათუმის მერია

400 ათასი ევრო

კომენტარი

სათაური:
თამარ ჩხეიძე
ვისგან:
შიგთავსი:
დემე,მადლობა კომენტარისთვის.კანონის მიხედვით,როდესაც 50 ათას ლარზე მეტია დანახარჯი კონკრეტულ მშენებლობაზე,სახელმწიფო ვალდებულია გამოაცხადოს ტენდერი.თუმცა არსებობს გამონაკლისი,გადაუდებელი შემთხვევებისთვის,სადაც სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ერთპირთან ხელშეკრულება გააფორმოს. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისებს, შესწავლას დიდი დრო სჭირდება,ასე რომ როდის გვექნება პასუხი თქვენ კითხვაზე სრულად,ვერ გეტყვით
სათაური:
deme
ვისგან:
შიგთავსი:
- ეს პირდაპირი დაკვეთები არ ეწინააღმდეგება კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2011-12-09 | ბიუჯეტი 

პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი 86 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციიდან ბიუჯეტის წინააღმდეგ მხოლოდ სამმა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტი, რომელიც მომხმარებლის უფლებებს უარყოფს

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრის ინიციატივით ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელმაც სურსათის უსაფრთხოება და თავისუფალი მიმოქცევა უნდა დაარეგულიროს.

წინა | შემდეგი
2012-02-03

ევროზონაში 16,5 მილიონი უმუშევარია

ევროზონაში უმუშევრბის რაოდენობამ ახალი ისტორიული რეკორდი მოხსნა. 2011 წლის დეკემბერში უმუშევრობის დონე 10,4 პროცენტს გაუტოლდა.

2012-02-02

facebook–ი ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს

მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი facebook–ი, რომლის მომსახურებითაც 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს, საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების ინიციატივით გამოდის.

2012-02-01

ბანკები სესხებზე პროცენტს არ ამცირებენ

კვლევამ აჩვენა, რომ  ბრენდირებულ ბანკებთან შედარებით ბაზარზე ახლახან შემოსულ კომერციულ ბანკებს  ანაბრებსა და სესხებზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთები აქვთ.

წინა | შემდეგი