საზოგადოება

დაპირისპირება დევნილებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ეს დაპირისპირება დევნილებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა,  7 სექტემბერს მოხდა. მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული  30-მდე დევნილი სამინისტროს შენობასთან  გუშინ, დღის 11 საათისთვის, მივიდა.  დევნილები ოფიციალური პირებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფაზე პასუხს ელოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მაჩაბლის ქუჩაზე 2008 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ, 15 აგვისტოს გამოასახლეს. დევნილები ამბობენ, რომ გამოსახლების შემდეგ არც ერთი ოჯახი არ დათანხმდა მთავრობის შეთავაზებას და ამჟამად ღამეს ნათესავ-ახლობლებთან ათევენ.

მთავრობა მათ  იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას სთავაზობს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონის შვიდ რაიონშია  რეაბილიტირებული.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეს შეთავაზება  გუშინ სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს კიდევ ერთხელ შეახსენა.

 ”ჩხოროწყუ,  ხობი,  ზუგდიდი,  წალენჯიხა , აბაშა,  ფოთი,  სენაკი- ამჟამად თუ ვინმეს არა აქვს  საცხოვრებელი, შეუძლიათ იგი ამ რაიონებში  აირჩიონ  - განაცხადა ეკა გულუამ

ხმაური შეხვედრაზე სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა, რადგან დევნილები საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

ისინი ამბობენ, რომ წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობენ და არ იციან, შემოთავაზებულ რაიონებში როგორ იპოვნიან საარსებო წყაროს.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სამინისტროს თანამშრომელმა გივი გოგიტიძემ ერთ-ერთ დევნილს, ნარგიზა მაქაცარიას უთხრა, უბინაო იმიტომ ხარ, რომ  ბინა გაყიდეო.

მაქაცარიამ  ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ბინა, რომლის შესახებაც  გოგიტიძე საუბრობს, თავად შეიძინა:  ”ჩემი საკუთრება იყო. როდესაც ჩამოვედი თბილისში, მაშინ შევიძინე.  მერე გამიჭირდა და გავყიდე.  ეს ბინა არ მოუცია ჩემთვის სახელმწიფოს”.

თუმცა მაქაცარიას და სხვა დევნილებს საკუთარი ფულით შეძენილი უძრავი ქონება რომც გააჩნდეთ, სახელმწიფომ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მათ ერთჯერადი ფულადი  დახმარება  მაინც უნდა გაუწიოს.  

  " მესამე ეტაპზე  დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ისურვებენ საცხოვრებელი ფართის მიღებას, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი, თავად შეიძინონ  ბინა, მისი შეთავაზების ნაცვლად,  დახმარება გაეწევათ. ფულადი თანხა  მშენებლობისათვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება”, წერია სამოქმედო გეგმაში.

 

„თუ დევნილს აქვს საკუთრება, რომელიც თავად შეიძინა,  სახელმწიფო მას მაინც დაეხმარება.  მესამე ეტაპი ამას გულისხმობს.  შეიძლება დევნილს ჰქონდეს საკუთრება, მაგრამ, რასაკვირველია, დახმარებას მაინც მიიღებს” -  ამბობს სამინისტროს პრესცენტრში ეკა გულუა.

ამის მიუხედავად, ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, მაშინ  რატომ აპელირებდა დევნილებთან საუბრისას მათ მიერ  გაყიდული საკუთრებით  სამინისტროს თანამშრომელი გივი გოგიტიძე.

მაჩაბლის #8 -დან  გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ამბობს, რომ 2008 წლამდე ბინას ქირაობდა, რისი შესაძლებლობაც მოგვიანებით აღარ ჰქონდა და საცხოვრებლის დაკმაყოფილების თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.

”ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, მოგვენახა ისეთი ფართი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მაგრამ არ ფუნქციონირებდა  და მისამართი დაგვეზუსტებინა.  მოვნახეთ  ფართი, რომელიც სამი წელი არ ფუნქციონირებდა და  სახელმწიფოსიც იყო.  2008 წლის 5 მაისს გავაკეთე რეესტრიდან ამონაწერი, რის მიხედვითაც, ეს ფართი  არ იყო კერძო საკუთრება და ჩვენც  ამ შენობაში შევედით”.

 მოგვიანებით შენობა თბილისის მერიის ბალანსზე გადავიდა.  2010 წლის აგვისტოში კი  იქიდან დევნილები გამოასახლეს.

სამინისტროს შენობასთან გუშინ  ოჩამჩირედან დევნილი ემა ჯღამაძე ორ მცირეწლოვან  ბავშვთან ერთად მოვიდა და ნეტგაზეთს უთხრა, რომ  ღამის გათევას სამინისტროს წინ, კარავში,  აპირებდა:  ”გოგო ასთმიანი მყავს, ქირის ფული არა მაქვს, აქ პურს ვაჭმევ, ლავაში მოგვაქვს და ვსიო… ახლა ორივე სკოლაში, პირველ კლასში, მიდის , ჭერი არა მაქვს და როგორ უნდა ვატარო?  ახლობელთან ყოველ ღამე ხომ ვერ დავრჩები ღამე, მრცხვენია ასე, ორი ბავშვით.”

 სამინისტროს თანამშრომელთაგან  7 აგვისტოს მას არავინ  შეხვედრია.  სამინისტროს  სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ  შალვა ქელბახიანმა  მხოლოდ რამოდენიმე დევნილი გაიყვანა სასაუბროდ.  ერთ–ერთი მათგანი ზაირა ჩარკვიანი იყო, რომლის თქმითაც, სამინისტრო დევნილებს რუსთავში საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ოქტომბრის დასაწყისისთვის შეპირპირდა.

 

 

 

კომენტარი

სათაური:
gujonski
ვისგან:
შიგთავსი:
..
სათაური:
irakli
ვისგან:
შიგთავსი:
ისედაც მრავალ ჭირნახულ ხალხს რას ანერვიულებთ, დაიღალა ეს ხალხიც ამდენი გადასახლება გადმოსახლებით, როდესმე წყნარად ხო უნდა მოისვენოს ამ ხალხმაც?
სათაური:
მედეა
ვისგან:
შიგთავსი:
თუ მე მიგულისმეთ სოსო,სულ არ მეცინება.და არავითარ ირონიას არ შეიცავს ჩემი კომენტარი!
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
xval vis ra gvelis aravinuckis, vigaceebs ecinebat ra gamcarebulebiariano, sxvis gachirvebas tu ar gavitavisebt uaresdgeshi agmovchndebit icodet.sharshan erti nabijigvkonda darchenili da mteli sakartvelo sheizleba ltolvilebat vekciet, tavianti uazro da araprismomcemi ambiciebis gulistvis. tviton milionebs chaickoben jibeebshi da rukaze sadac xels daadeben ik gadavlen sacxovreblad.
სათაური:
მედეა
ვისგან:
შიგთავსი:
რა გამწარებულები არიან...
სათაური:
Gizmo
ვისგან:
შიგთავსი:
"შეხლა - შემოხლა" რატომ გადაეკიდეთ ამ სიტყვას? :) შეხლა დავინახე და შემოხლა სადღა იყო? იმის არ იყოს, გულიაშვილის ბანდამ ილიაუნისთან აქცია რომ "დაარბია" და შეხლა შემოხლა რომ დაარქვეს :)
სათაური:
...
ვისგან:
შიგთავსი:
sashinelebaa...es aravin ar achvena da marto tqven gadaiget tu ra moxda?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2011 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი