საზოგადოება
2010-09-07

ბიუჯეტში აბიტურიენტებისგან 55900 ლარი გადაირიცხება

აბიტურიენტების ნაწილს თანხა უკან დაუბრუნდებათ

ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ეროვენული გამოცდების შედეგები გაასაჩივრა და აპელაცია დაუკმაყოფილდა, გასაჩივრებისას ბანკში შეტანილი თანხა, 30 ლარის ოდენობით თითოეულ საგანზე, უკან დაუბრუნდება.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ეს ერთ-ერთი პუნქტია ეროვნული ცენტრის დებულებაში. ნეტგაზეთის ჟურნალისტს ეროვნული გამოცდების ცენტრში  იმ პროცედურაზე ესაუბრნენ, რომლებიც თანხის უკან დაბრუნებისათვის არის საჭირო.

აბიტურიენტმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი ბლანკი უნდა შეავსოს და 26 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე „ლიბერთი  ბანკის“  ნებისმიერ ფილიალს მიაკითხოს. პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ კი  მათ თანხა უკან დაუბრუნდებათ.

2010 წელს სულ 2574-მა აბიტურინტმა  გაასაჩივრა ეროვნული გამოცდების შედეგები. თითოეული საგნის გასაჩივრებაში  აბიტურიენტებმა 30 ლარის ოდენობის თანხა გადაიხადეს, რამაც საერთო ჯამში 77 220 ლარი შეადგინა.

ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია გაბუნიას თქმით, იმ აბიტურიენტების თანხა, რომელთაც საჩივარი არ დაუკმაყოფილდათ, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

აპელაციაზე დადებითი შედეგი 712 განაცხადზე იქნა მიღებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში 55 900 ლარი გადაირიცხება.

ეროვნული გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო აბტურიენტს  9 დან 14 აგვისტომდე   შეეძლო გაესაჩივრებინა  თავისი შედეგი.


კომენტარი

სათაური:
ninita
ვისგან:
შიგთავსი:
better :)
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი