ახალი ამბები
2010-09-07

ინსტიტუტი კომენტარს არ აკეთებს

სახელმწიფო ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობას ყიდის

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვს. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი არ არის ვალდებული, ინსტიტუტს პროფილი შეუნარჩუნოს.

ჟორდანიას კლინიკის განყოფილების გამგე, ლიკა ნადარეიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას 15 სექტემბრამდე არ აპირებს. აუქციონი, სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით, სწორედ 15 სექტემბერს არის დანიშნული.

თუმცა მას შემდეგ, რაც სამინისტროსგან მოსმენილი კომენტარი ნეტგაზეთმა ნადარეიშვილს გააცნო, ინსტიტუტის პროფილის საკითხთან დაკავშირებით, მან გვითხრა, რომ პირობების შეცვლის იმედი აქვს.

პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ზურაბ მექვაბიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ იყიდება სახელმწიფო ქონება და მას არ შეიძლება ჰქონდეს პროფილი.

”ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დარჩება სახელმწიფო ინსტიტუტად, უბრალოდ, შეიცვლის ადგილმდებარეობას”,-ამბობს მექვაბიშვილი.

აუქციონის პირობებში მყიდველის ორი ვალდებულებაა აღნიშნული. პირველი, თანხა, რომელიც საჯარო აუქციონის შედეგადად იქნება განსაზღვრული, მყიდველმა  30 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს, ხოლო მეორე - ” საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, პროფილით ფუნქციონირების მიზნით, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის 1 აპრილამდე.”

ეს ნიშნავს, რომ ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი 2011 წლის 1 აპრილს მისამართს შეიცვლის და აღნიშნულ ობიექტზე მყიდველი გადაწყვეტს, თუ რა ფუნქცია ექნება 2 მილიონ 400 ათას დოლარად შეფასებულ სახელმწიფო ქონებას.

ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი თბილისში, კოსტავას 43 ნომერში, მდებარეობს. ფართი, რომელიც ამ დრომდე უკავია ინსტიტუტს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 3170,26 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობა  და 2332 კვ.მ მიწის ნაკვეთია.

რუკა

რუკა

ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1958 წელს  პროფესორ იოსებ ჟორდანიამ დააარსა. ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია, რომ იგი მსოფლიოში პირველი დაწესებულება იყო, რომელიც რეპროდუქტოლოგიის სფეროში მოღვაწეობდა.

დღეს ის რეპროდუქციის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარებს  კვლავ განაგრძობს და ასევე პრაქტიკაში ეხმარება წყვილებს შვილების ყოლაში.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-05

თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი" უზრუნველყოფს

”ყაზტრანსგაზ-თბილისმა"ვალდებულება აიღო თბილისის საჯარო სკოლები ბუნებრივი აირით უწყვეტად უზრუნველყოს.

2012-02-05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

წინა | შემდეგი