სამართალი

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი გამოხატვის თავისუფლებისთვის

სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი,  სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სექტემბერს შევიდა.  კონსტიტუციური სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“  საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლების  კონსტიტუციურობას შეეხება. 

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს. სადავოდაა მიჩნეული ის ნორმებიც, რომლებიც:

•             გამორიცხავს ერთი პირის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებას;

•             კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას;

•             ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას და გზის გადაკეტვის შესაძლებლობას უკავშირებს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობას;

•             აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულებას და ამ გზით გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას.

კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც წარწერებისა და ნახატების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე,  ხოლო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

 სახალხო  დამცველის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას და კონსტიტუციის  24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განმტკიცებულ ანალოგიური შინაარსის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს.

ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას, სახალხო  დამცველი მიუთითებს, რომ შეზღუდვა ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ უფლების შეზღუდვის ისეთ წინაპირობებს, როგორებიცაა:

•             კანონით განსაზღვრული;

•             აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში;

•             მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა.

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში: საით მივდივართ?

კანონპროექტი, თუ ის ამ სახით იქნა მიღებული, იქნება მნიშვნელოვანი უკანდახევა დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისგან.

შაშკინის ლოგიკა

თუკი განათლების სამინისტროს მოთხოვეთ საჯარო ინფორმაცია, ვერ მიიღეთ,  მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ეს იმას ნიშნავს, რომ  მიიღეთ ინფორმაცია - ასეთია დიმიტრი შაშკინის ლოგიკა ინფორმაციის  ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

საიას კვლევა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

ისინი, ვინც ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავენ

რამდენად საჯაროა საჯარო ინფორმაცია და ვინ და რა არგუმენტით ასაიდუმლოებს ამ ტიპის ინფორმაციას ის კითხვებია, რომელზეც პასუხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასცა კვლევით, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა სასტუმრო რედისონში.

წინა | შემდეგი
2012-02-01

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

2012-01-30

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

2012-02-01

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.

წინა | შემდეგი