ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.
"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.
ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.
ყოველი წლის 4 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიბოს ტვირთის შემსუბუქების გზების პოპულარიზაციაში მხარს უჭერს კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო გაერთიანებას.
"მე შემიძლია გითხრათ ჩემი ხელფასი: 2011 წლის მონაცემებით, ჩემი დარიცხული ხელფასი არის 42 480 ლარი, დარიცხული პრემია - 36 340 ლარი, ჯამში, ეს არის დარიცხული 80 820 ლარი, საშემოსავლო დაქვითვის შემდეგ კი, ჯამში, ხელზე აღებული მაქვს ხელფასიც და პრემიაც - 64 656 ლარი და არა 144 ათასი ლარი," - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძე.
გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.
“ვენეციის კომისიის” მდივნის, თომას მარკერტის 26 იანვრის განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ მედიაში. ერთი ნაწილის მტკიცებით, ვენეციის კომისიის მდივნის ფრაზა დაამახინჯეს და მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.
მიმდინარე წლის იანვრის თვის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ.
დღეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საგამოფენო დარბაზში სამშენებლო კომპანია “ცენტრ–პოინტის” მშენებლობების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შეიკრიბა, მათ ფოტოები გამოფინეს, რომელზეც, როგორც თავად ამბობენ, “ცენტრ–პოინტის” უკანონო ქმედებებია გამოსახული.
თიბისი ბანკი მეანაბრეებისთვის ახალ, მთელწლიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მათ, ვინც თიბისიში გახსნის ანაბარს, ყოველთვე მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ სახალისო თამაშში და მიიღონ სხვადასხვა საჩუქრები.
საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს. მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აშენდა აზი ახმედ ფაშას მიერ.
”კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” აცხადებს, რომ ის არ არის უფლებამოსილი, ცვლილებები შეიტანოს მთავრობის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში, რომელიც ეხება ”112”–ის მომსახურების ტარიფის დაწესებას.
ყველაზე მკაცრი შეფასება 26 მაისისა და ვეტერანების აქციის დარბევამ მიიღო. აქციებზე პოლიციის ქმედება გაუმართლებლად შეფასდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს, 3 თებერვალს, მობილური კომპანიების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია მარეგულირებლისგან მობილური კომპანიების დასჯას და აბონენტებისთვის ”112”–ის მომსახურების გამო ჩამოჭრილი 20 თეთრის დაბრუნებას ითხოვს.
ამერიკელი ფიზიოლოგები მიიჩნევენ, რომ შაქრის მოხმარებისთვის ქვეყნებმა ახალი საგადასახადო რეგულაციები უნდა დააწესონ, ვინაიდან ის იმავე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, რასაც თამბაქო და ალკოჰოლი.
დღეს, 3 თებერვალს, 7 წელიწადი შესრულდა საქართველოს პრემიერ– მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან. საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზდრული ჯგუფის წევრები მის გარდაცვალებასთან დაკავშრებით პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.
სახელმწიფომ კერძო სკოლების ნაწილს საჯარო სკოლების ყოფილი შენობები 1 მილიონ ლარად აყიდინა. დახმარებისთვის კერძო სკოლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობას უხდის. უკმაყოფილებას კერძო სკოლების დირექტორების ნაწილი მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავს.
”ბევრად ნაკლები შემოსავალი მაქვს, ვიდრე გოგა ხაჩიძეს. მის ხელფასს პრემიის გარეშეც კი ვერ ვეწევი, არა მგონია, ჩემი 900 ევრო სალაპარაკო იყოს, როცა მინისტრის წლიური შემოსავალი 144 000 ლარია,” - ამბობს მანანა ქოჩლაძე.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნების წინ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და გამოცდების ჩატარების წესზე ისაუბრა
მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი facebook–ი, რომლის მომსახურებითაც 800 მილიონი ადამიანი სარგებლობს, საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების ინიციატივით გამოდის.
ბოლო დროს ქართველ ბლოგერებს ხშირად იწვევენ კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ გასვლით ტურებზე. არის თუ არა მიზანი პოზიტიური პოსტები და რამდენად გამართლებულია ეს?
პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.
ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.
“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.
შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.
წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.
"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.
„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.