აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, დღეს, 20 იანვარს, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის - Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების - PIPA-სა და SOPA-ს - წინააღმდეგ.
”ვიკიპედიას” მიერ ონლაინ ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი კონტენტის პროტესტის ნიშნად 24 საათით გათიშვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო - რვა ამერიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადა, მხარი დაუჭიროს ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა(PIPA)” და “ონლაინ მეკობრეობის შეწყვეტის აქტს SOPA.”
დოკუმენტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, 3 ადამიანის– დამფუძნებლისა და თანადამფუძნებლების– სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალდ ვეინის მიერაა ხელმოწერილი 1976 წლის 1 აპრილს.
სოციალური ქსელის Вконтакте-ს შემქმნელი პაველ დუროვი პროკურატურაში დაიბარეს, მას შემდეგ, რაც დუროვმა ეფესბეს (ФСБ) მოთხოვნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ქსელზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა, არ შეასრულა.
ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს. რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გაიხსნა ფორუმი, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დასვან შეკითხვები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2011 წლის 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვიდეოკონფერენციას გამართავს, რა დროსაც საქართველოს მთავრობის სამოქმედო "ათპუნქტიანი გეგმის" პრეზენტაციას წარმოადგენს. გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.
კომპანია Apple-ის ფანებისთის 14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა - დღეს, დილის 8 საათიდან, Apple-ის ახალი მოწყობილობა iPhone 4s –ის გაყიდვა იწყება. ყველაზე მეტად იაპონელებს გაუმართლათ - იქ უკვე გაიხსნა კომპანიის მაღაზიები და მომხმარებლები უკვე ზეიმობენ ახალი iPhone 4s –ის გამოსვლას.
ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურობენ ქართველი პოლიტიკოსების facebook-გვერდებზე, უკომენტაროდ არ ტოვებენ არც ერთ ბმულს, ცხარე კამათში შედიან სხვა მომხმარებლებთან?
ბარაკ ობამას გააქტიურება სოციალურ ქსელებში 2012 წლის აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ობამას სურს, რომ ახალგაზრდებმა, რომელთა დიდი უმრავლესობა აქტიურად იყენებს ონლაინ სივრცეს, ხმა სწორედ მის სასარგებლოდ მისცენ.
დღეიდან საქართველოში მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია შეიცვალა, 27 ივნისიდან კი ასევე შეიცვლება ”მაგთიფიქსისა” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ტელეფონების ნუმერაცია.
ბოლო დროს ქართველ ბლოგერებს ხშირად იწვევენ კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ გასვლით ტურებზე. არის თუ არა მიზანი პოზიტიური პოსტები და რამდენად გამართლებულია ეს?
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის, “ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა.
ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან გაცილებით ხშირად გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ვიდრე მდიდარი ქვეყნის მაცხოვრებლები. ესპანეთსა და გერმანიაში მამაკაცების ორჯერ მეტ რაოდენობას აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტ წვდომა, ვიდრე ქალებს. გასულ წელს სოციალური ქსელების გამოყენება შესამჩნევად გაიზარდა ეგვიპტესა და რუსეთში. ეს ზრდა გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც 2011 წელს მოცემულ ქვეყნებში მიმდინარეობდა.