ახალი ამბები
2010-09-02

მთავრობის განცხადება საკადრო ცვლილებებზე

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ მოსალოდნენლ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა.

პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, რომელმაც  განცხადება პრემიერ მინისტრის დავალებით გააკეთა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში არანაირი გადაადგილება მოსალოდნელი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

”თქვენ იცით, რომ გუშინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობდა და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესთავაზა, დაიკავოს ამ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა,"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, დაუზუსტებელ ინფორმაციებს სხვადასხვა მედიასაშუალება ასევე ავრცელებდა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შესაძლო გადადგომის შესახებ.

მჭედლიშვილმა აღნიშნული განცხადება 1 სექტემბერს გააკეთა.

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი