საზოგადოება

დემოკრატია იწყება შენით!

სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით, საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო.  ნოემბრიდან საქართველოს 20 სკოლაში სიმულაციური თამაშები მოეწყობა. მოსწავლეები დებატებს გამართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე და  სამოქმედო გეგმას შეადგენენ, რომელსაც შემდეგ ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“ წარადგენენ. სამოქმედო გეგმას პარლამენტი დაამუშავებს, რის შემდეგაც ახალგაზრდები ერთობლივ დეკლარაციას შექმნიან და ბრიუსელში ევროკავშირის თანამდებობის პირებს გააცნობენ.

პროექტი –,,დემოკრატია იწყება შენით!’’– სამხრეთ კავკასიის რეგიონებსა და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების გაღრმავებზე, პარტნიორებთან ერთად, გერმანიის კონრარდ ადენაუერის ფონდი და თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრი იზრუნებენ.

,,ჩვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეები და მათი მასწავლებლები გავარკვიოთ იმაში, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდამ ისწავლოს სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა, თანამედროვე სამყაროს თანამედროვე პროცესების ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით“, –  არმაზ ახვლედიანი, თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრის დირექტორი.

პროექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონებში, – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში,–  მიმდინარეობს. თითოეული ქვეყნიდან განათლების სამინისტრომ  20 სკოლა წარადგინა, ხოლო თითოეულმა სკოლამ 3 მასწავლებელი. მასწავლებლებს, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, სპეციალური ტრეინინგები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც სკოლებში სიმულაციურ თამაშებს უხელმძღვანელებენ.

სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მიიღებენ.  სიმულაციის პირველი ეტაპი სკოლებში გაიმართება.

,,ოთხდღიან სიმულაციურ თამაშებზე მოეწყობა დისკუსიები, განხილული იქნება ლოკალური პრობლემები, ვთქვათ, რა პრობლემა აქვს სოფელს თუ რაიონს. მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის აზრის მოსმენასა და პატივისცემას’’, – ამბობს პროექტის მენეჯერი გოგა მახვილაძე.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები არსებულ პრობლემებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და არჩევნებს ჩაატარებენ. ხმათა უმრავლესობით არჩეული სკოლის ერთ–ერთი წარმომადგენელი  სამოქმედო გეგმას ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“  წარადგენს.  პარლამენტში ახალგაზრდები თითოეულ სამოქმედო გეგმას მოისმენენ, გაიმართება დებატები და შემუშავდება სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის ერთობლივი დეკლარაცია. ამის შემდეგ პარლამენტი აირჩევს 15 წარმომადგენელს, ხუთ–ხუთს თითოეული ქვეყნიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომლებიც გაემგზავრებიან ბრიუსელში. სიმულაციური თამაშების ბოლო ეტაპზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიღებულ დეკლარაციას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გააცნობენ.

,,რა არის პროექტის მთავარი პრინციპი? ის, რომ დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე, მას მხოლოდ წიგნებით ვერ ისწავლი. ჩვენი პროექტიც სწორად ამას ემსახურება. ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, პრაკტიკულად დაინახონ, რა არის დემოკრატია’’, – ამბობს ბრონე პოტი, პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული, სომხური და რუსული სკოლები. სამი წლის განმავლობაში პროექტში დაახლოებით 5400 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

პროექტისათვის– ,,დემოკრატია იწყება შენით“– ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო.

 

 

 

კომენტარი

სათაური:
Mari
ვისგან:
შიგთავსი:
batono/Qalbatono "Aravin". Dzalian dzalian gtxovt, ikneb dagvisaxelot romel skolaze miutitebt
სათაური:
Mari
ვისგან:
შიგთავსი:
@ Aravin: "chvens skolashi es proekti gaiyida benzingasamarti sadguris shvilze nagdi angarish sworebit e vicodit ori tvit adre proekti ar shedga sircxvili am proektis xelmdzgvanelobas proekti GAIYIDA!!!!!" xom ver metkvit romel skolazea laparaki???
სათაური:
aravin
ვისგან:
შიგთავსი:
chvens skolashi es proekti gaiyida benzingasamarti sadguris shvilze nagdi angarish sworebit e vicodit ori tvit adre proekti ar shedga sircxvili am proektis xelmdzgvanelobas proekti GAIYIDA!!!!!
სათაური:
T I K O
ვისგან:
შიგთავსი:
dzaan magari proeqti iyoooooooo....bevr rames viswavlit,rac momavalshi aucileblad gamogvadgebaaaaaa........
სათაური:
mari
ვისგან:
შიგთავსი:
wow dzaan magarii proeeqti chans , imediaa gaamartlebs :)
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
magat srul tavisuplebas shepirdat is vinc moikvana egeni,imis sapasurad rom,xalxs tavianti shetxzuli demokratia sheucuron da visac ver daikolieben,an daicheren da an shimshilit gackveten.
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
ჯერ თავად ისწავლონ დემოკრატია, მერე მასწავლებლებს და ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს. ასწავლიან იმას რაც არ იციან, რის ათვისებასაც არ აპირებენ და არც უნდათ. ვის დასანახად აკეთებენ ამას საინტერესოა.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
am proektshi chveni mtavrobis bichunebs rom miegot monacileoba ajobebda albat. demogratiis scori agtkma magat schirdebat pirvelrigshi
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

რუსულენოვანი მოსწავლეები ქართულ სკოლებში ისწავლიან

საქართველოში რუსული სკოლები მცირდება

ახალი სასწავლო წლიდან რუსული სკოლების უმრავლესობა ქართულად სკოლად გადაკეთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ ეს სამინისტროს დირექტივაა.

წინა | შემდეგი
2012-01-21

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქვეყნის აღმშენებლობაზე" ფოტოკონკურსს აცხადებს

ფოტოებს, რომლებზეც ასახული იქნება საქართველოში ახლადაშენებული და მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტუქტურული პროექტები - ქალაქები, შენობები, ქუჩები, ხიდები და ა.შ. –პრეზიდენტის ადმინისტრაცია 31 მარტამდე მიიღებს.

წინა | შემდეგი