საზოგადოება
2010-08-31

პატრიარქის ჯილდოები აჭარაში



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარაში იმყოფება.  ილია მეორემ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები მოხუცები მოინახულა, ასევე ეწვია  წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლს და  იქ მცხოვრებნი დალოცა.

გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა პატრიარქმა დეკანოზი გიორგი ბეჭვაია. დეკანოზის  ხარისხი  მიენიჭათ აჭარაში მოღვაწე  მღვდლებს - ლუკა მიქაბერიძეს, აბრაამ გორდელაძესა  და გიორგი მამალაძეს.

დეკანოზი გახდა მღვდელი ვახტანგ გოგოლაძეც, რომელიც  პატრიარქმა  ასევე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ოქროს ჯვრის ტარების უფლება და  იღუმენიას ხარისხი  აქვს უკვე  წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს, მონაზონ სიდონიას.

ბათუმისა და სხალთის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინფორმაციით,  პატრიარქი აჭარაში ათ დღეს დარჩება. იგი საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის რეზიდენციაში ცხოვრობს.


კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი