კულტურა
2010-08-23 | კინო 

ბათუმი კინოთეატრის გარეშე

კინო


ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და  მყიდველს ელოდება.

  ბათუმში სამი - ანიმაციური ფილმების, საავტორო კინოსა და მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ყოველ მათგანს სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელი ჰყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.

წელს, ფესტივალების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ორგანიზატორებს ახალი საზრუნავი აქვთ - სად ჩაატარონ კინოფესტივალი.

„კინოთბილისი“, სადაც ფესტივალები იმართებოდა, თავდაპირველ ფუნქციას კარგავს, შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება. გაუმართავია კინოთეატრი „ინტერნაციონალიც“, აქ დიდ ეკრანზე ფილმი ბოლოს ერთი წლის წინ, საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის, „თოფუზის“ მიმდინარეობისას აჩვენეს.

„ინტერნაციონალი“ გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა, კინოთეატრს „აპოლო“ ეწოდებოდა. დღეს ძველი „აპოლოს“ შენობიდან მხოლოდ კედლის ერთი ფრაგმენტია დარჩენილი. გასულ წელს აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მათე ტაკიძემ ბათუმში მოქმედი კინოფესტივალების ორგანიზატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ „ინტერნაციონალს“ ძველი სახელი და ფასადი დაუბრუნდებოდა. კინოთეატრის მენეჯმენტში ანიმაციური ფილმების ფესტივალის, „თოფუზის“ ორგანიზატორები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, თუმცა იდეა მხოლოდ იდეად დარჩა. „თოფუზის“ დირექტორი, ზურა დიასამიძე ამბობს, რომ შენობის მოწესრიგება დაიწყეს, მაგრამ მალე არაოფიციალურად დაიწყეს ლაპარაკი შენობის გაყიდვაზე და იძულებულნი გახდნენ, „ინტერნაციონალი“ დაეტოვებინათ. ზურა დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ „ინტერნაციონალის“ კინოდარბაზი ისევ დაბინძურებული და დანგრეული დახვდა.

მათე ტაკიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს სამინისტრო „აპოლოს“ რეაბილიტაციაზე მუშაობდა, არქიტექტორების ჯგუფთანაც ჰქონდათ შეხვედრები და “თემა პრაქტიკულად მოგვარდა“. თუმცა, ამის შესახებ არაფერი იციან არც სამინისტროში, არც  კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ღონისძიებათა და სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტებში.  

ახლა „ინტერნაციონალი“ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების სიაშია შეტანილი. სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შენობა პირობიანი აუქციონით იყიდება, თუმცა სამინისტროში დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა პირობებზეა საუბარი. „შენობა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დგას, ამიტომაც პირობებში იგულისხმება ფასადის იერსახის შენარჩუნება“, - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში და არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა პირობებში კინოდარბაზის შენარჩუნებაც იყოს გათვალისწინებული.

ბათუმში ერთადერთი მოქმედი კინოთეატრი „თბილისი“ მაყურებლის სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ფილმის ჩვენებას, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ბათუმში კინოს დიდ ეკრანზე მაყურებელი არ ჰყავდა, თუმცა სიტუაცია მთლიანად იცვლებოდა შემოდგომაზე, როცა ტურისტული სეზონის მიწურულს ბათუმში კინოფესტივალები იწყებოდა. კინოფესტივალებზე მაყურებელი ინტენსიურად დადიოდა და ორგანიზატორები უკვე საუბრობდნენ, რომ ბათუმში კინო დაბრუნდა.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ იმართება, კინოჩვენების მოწყობას ბათუმის დრამატულ თეატრში გეგმავს. საავტორო კინოს ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რომელიც ასევე კავკასიის ტურიზმის სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ კინოთეატრის არარსებობა სერიოზულ პრობლემას ქმნის: „თუ ქალაქს აქვს პრეტენზია ევროპული ქალაქის სტატუსზე - კინოთეატრი თანამედროვე კულტურის მნიშვნელოვანი ადგილია და მისი არსებობა აუცილებელია. თუ გვინდა, რომ ბათუმი ფესტივალების ქალაქად იქცეს (რაც საკმაოდ კარგი და სწორი მიმართულებაა), შესაბამისი ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა არსებობდეს“.

მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, მათე ტაკიძეა. მართლმადიდებლური კინოფესტივალი დრამატულ თეატრში გაიმართება. კითხვას, რამდენად მისაღებია თეატრში კინოს ჩვენება, ფესტივალის დირექტორი უპასუხოდ ტოვებს.

ანიმაციური ფილმების ფესტივალის -„თოფუზის“ მენეჯმენტს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გაიმართება კინოფესტივალი. ცნობილია მხოლოდ თარიღი, 7-10 ოქტომბერი. ანიმაციის ფონდის განვითარების დირექტორი, ფესტივალ „თოფუზის“ ორგანიზატორი ზურა დიასამიძე ამბობს, რომ თეატრში ფესტივალის ჩატარება ცუდი გამოსავალია, რადგან კინოს ჩვენებას თავისი ესთეტიკა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ტექნიკურ პრობლემებზე: „ფილმი ქუჩაშიც შეიძლება აჩვენო, მაგრამ რატომ, როცა ამხელა ქალაქს, სასტუმროებს ვაშენებთ?! ჩვენი კინოფესტივალის მთავარი მაყურებელი ბავშვები არიან. გასულ წელს კინოფესტივალზე ათიათასამდე ბავშვი იყო მოსული. ბავშვებს უყვართ და უნდათ კინო, მაგრამ უფროსების მძევლები არიან, რომელთაც ვერ გადაუჭრიათ ეს საკითხი“.

ზურა დისამიძე მიიჩნევს, რომ თუკი კინო ბათუმში ვერ იქცა მიმზიდველ ბიზნესად, სასურველია, პასუხისმგებლობა თავის თავზე ქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს.

ევროპაში მუნიციპალური კინოთეატრების მუშაობის შესახებ „ბათუმელებს“კინოკრიტიკოსი, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო ძანძავა ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ასეთი კინოთეატრები ევროპის ბევრ ქალაქშია: „თუკი ქალაქის მუნიციპალიტეტს სურს, ჰქონდეს კინოთეატრი, რასაკვირველია, შეუძლია შეისყიდოს და მართოს იგი. მუნიციპალური კინოს პროგრამები განსხვავებულია. ისინი კომერციულ კინოს ნაკლებად სთავაზობენ მაყურებელს და უფრო მეტად რეტროსპექტივებს, საავტორო, საფესტივალო ფილმებს აჩვენებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ძველ ფილმებს აჩვენებენ და მუნიციპალური კინოთეატრი არაპოპულარულია. პირიქით, ასეთ კინოთეატრებს ბევრი მაყურებელი ჰყავს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში... ეს დამოკიდებულია მენეჯმენტზე. ბათუმისა და თბილისის მაგალითზე, სადაც მაყურებელი დადის ფესტივალებსა და რეტროსპექტივებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ასეთი კინოთეატრები შეიძლება იყოს პოპულარული“. 

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, რა გეგმები აქვს ბათუმის მერიას კინოთეატრთან დაკავშირებით, თუმცა განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტში ამ საკითხზე საუბარი არავინ ისურვა.

 

კომენტარი

სათაური:
rati
ვისგან:
შიგთავსი:
მაყურებელი იქნება თუ ნორმალურ ფილმებს გაუშვებენ... შუა ფილმში რომ რომელიმე საიტის რეკლამა გამოვა და 1 კაცი რომ გაახმოვანებს მთლიან ფილმს ეგეთი ფილმის საყურებლად ვინ მოვა? ? ? ?
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
ფესტივალის მაყურებლების დახარისხება ქალაქების მიხედვით რაღა უბედურებაა :დდ მოკლედ ფესტივალი ხვალ იწყება, შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად შეამოწმოთ მაყურებელთა რაოდენობა.
სათაური:
Lalita
ვისგან:
შიგთავსი:
ნინია, აბსოლუტურად მართალია!!! ბათუმს არ ყავს საფესტივალო ფილმების მაყურებელი!!! თუ ისევ თბილისელები არ წამოგვეშველებიან და შეგვივსებენ დარბაზს!!!!
სათაური:
sesiii
ვისგან:
შიგთავსი:
რა სისულელეა, ყველამ კარგად იციტ რომ არცერთი კინოთეატრი აღარ ფუნქციონირებს, ეს ტყუილები როოგრ აღარ მოგბეზდბათ, და რომესად იყო მხოლოდ და მხოლოს 3 ადამიანი დაიოდა კარგ შემთხვევაში,ხშირად სეანსიც კი ჩაშლილა იმის გამო რომ უბრალოდ მაყურბელი არ ყავდათ. ვიკვებოთ ტყუილებით......
სათაური:
kate
ვისგან:
შიგთავსი:
კინოს ნახვას საგანგებო მზადყოფნა არ სჭირდება..დიდ ეკრანზე ერთხელ ნანახიც თავად შეგამზადებს პ.ს_”სიდიდეებისთვის”..
სათაური:
ninia
ვისგან:
შიგთავსი:
aqve didi pativiscemit minda ramdenime chemeuli damokideba gadmovitano klaviaturaze... anomaliuri sazogadoebis iarliyis mikrobis obieqtad rom ar viqce azris dafiqsirebistvis,(tu linchis wesi ar aamoqmedes xom sul madlobebs gadavuxdi...)me minda chems qalaqshi tardebodes saertashoriso festivalebi!! qondes kargad dagegmili pr kampania da profesionalebi da ganatlebuli sazogadoeba xelmdzgvanelobdes amas!!! tqven kargi festivalebi dagegmet da cheris gareshe darchenilebs nu shegeshindebat kreatiuli adamianebi xom arseboben... ragacas moifiqreben!!
სათაური:
ninia
ვისგან:
შიგთავსი:
nu mokled... provinciul bazaze saertashoriso iarlikis awebeba batumuri tendenciaa...festivalebis done da misi mnishvneloba sadao sakitxia!! realurad ki garkveuli anomaliuri bunebis ,egretwodebuli profesionalebis, samshobloze vitom da tavgadadebulebis davdouzogavi ambiciis shedegia tundac is rom martlmadidebluri saertashoriso festivalze "poxondria"gaimarta... aucilebelia profesionalebis da udaot ganatlebuli,vimeoreb ganatlebuli pirovnebebis chartuloba am saqmeshi...rac sheexeba BSSSSSS -s ganacxads;chemo dzvirfaso tanaqalaqelo festivalistvis sponsorebs quchaqucha edzeben lamis daeg ambavi raga sakvirvelia(:......
სათაური:
innoi
ვისგან:
შიგთავსი:
bsssss@ mania vilichia gacuxebs ashkarad. es sheuracyofa araa es diagnozia.
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
bsssss@ აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია გაქვთ. ბათუმში სამივე კინოფესტივალი წარმატებულია და მაყურებლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, სხვა საკითხია, რომ არის ხარვეზები, მაგრამ არის გამო კინოფესტივალზე უარის თქმა არ შეიძლება. თოფუზი ანიმაციური ფილმების ფესტივალია და მისი მაყურებლები ძირითადად ბავშვები არიან, საავტორო კინოს ფესტივალი ძალიან წარმატებულია, კარგი პროგრამა, რეტროსპექტივები და ბევრი მაყურებელი ჰყავს. რაც შეეხება მაყურებლის „ძებნას", არ ვიცი თქვენ ვინ გაგაჩერათ ქუჩაში გინდა თუ არა ფესტივალზე წამოდითო, მაგრამ ის რომ ფესტივალი ყიველწლიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეს, ძალიან კარგია და ასეც უნდა იყოს.
სათაური:
bsssss
ვისგან:
შიგთავსი:
ra kinofestivali ki egaa, me piradad vfiqrob ro egeti donis kinofestivalis chatarebas jobs saertod ar chatardes, mayurebels quchashi edzeben, ar aris mzad batumshi sazogadoeba aseti festivalebisatvis
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-01-25 | კინო 

თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა

თეო ანგელოპოლუსი, ცნობილი ბერძენი კინორეჟისორი, ავტოსაგზაო შემთხვევისას 76 წლის ასაკში დაიღუპა.

2011-12-15 | კინო 

მსახიობთა გილდიის ნომინანტები

2012 წლის მსახიობთა გილდიის დაჯილდოვება 12 იანვარს გაიმართება, ერთი თვით ადრე გილდია ნომინანტების სიას აქვეყნებს.

წინა | შემდეგი
2012-02-03

სულაკაურის გამომცემლობამ ახალი საბავშვო წიგნები გამოსცა

“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.

2012-02-02

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

2012-01-26

"სწრაფად წინ" - წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

წინა | შემდეგი