ახალი ამბები
2010-08-27

პრეზიდენტის პრესსამსახურმა ”ეხო მოსკვის” შეცდომაზე მიუთითა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს რადიო "ეხო მოსკვი“ -ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა.

 პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ ”ეხო მოსკვიმ” 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ”საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა.  კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები  შემდეგნაირადაა მოხსენებული:

"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც  თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის  კარგი დამპყრობელი იყო, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"

საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა კი ასეთია:

"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან,  მხედველობაში მყავს არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც  თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი".

ამჟამად ”ეხო მოსკვის” ვებ გვერდზე სწორედ მეორე ციტატაა განთავსებული.

 

კომენტარი

სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
სექტემბრიდან პოლონეთის ავიახაზები შეასრულებენ პირდაპირი რეისებს რეისები ვარშავიდან თბილისის მიმართულებით. ფრენები განხორიციელდება თანამედროვე ემბრაერ 175ით . პოლონეთის ავიახაზები ასევე სთავაზობენ ქართველ მომხმარებელებს ტრანზიტული ფრენების ფართო არჩევანს. დამატებითი ინფორმაცია ფრენების შესახებ. ფრენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.lot.com
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი