ახალი ამბები
2010-08-26

ბათუმი ლოცვით, წვიმით და გეი აღლუმის გარეშე

ბათუმში დღეს გეი აღლუმი არ ჩატარებულა, აღლუმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელმა მრევლმა  კი ისევ  მოაწყო მსვლელეობა და ისევ ილოცა.

ისევე, როგორც გუშინ საღამოს, აქციის მონაწილეები დღესაც ბათუმის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და წმ. ბარბარეს ეკლესიისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქცია 12 საათზე დაიწყო. 

მრევლის ზოგიერთი წევრი ამბობდა, რომ  მათი დაშლის შემთხვევაში, ჰომოსექსუალები  დაუყონებლივ ჩაატარებდნენ აღლუმს.  სწორედ ამიტომ, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებდნენ, მაგრამ გაწვიმდა და  აქციის მონაწილეების რიცხვმა  მკვეთრად იკლო, თუმცა სასულიერო პირები მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ.

”ვითხოვთ იმას, რომ უზნეოებას არ ჰქონდეს ადგილი საქართველოში.  იმის გაფიქრებაც კი მათი მხრიდან მკრეხელობა იყო, რომ იფიქრეს,  თუ თბილისში არ გამოგვივიდა, ბათუმში გამოგვივაო. ბათუმელებმა ეს შეურაცხყოფად აღვიქვით... ჩვენ არ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩვენ მათ სიტყვით და ერთად დგომით დავუპირისპირდებით” - განაცხადა ჩოხოსანთა ერთ-ერთმა წევრმა ავთანილ ბერიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირაა ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ბათუმში 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარების შესახებ, თუმცა ინფორმაციის წყარო არც ერთ მედიასაშუალებას არ დაუსახელებია. ინფორმაციის წყარო არ მოუყვანია  არც საპატრიარქოს,   რომელმაც ამის თაობაზე საპროტესტო განცხადება გაავრცელა.  

კომენტარი

სათაური:
ninia
ვისგან:
შიგთავსი:
boloperiodshi netgazetshi gantavsebuli news mimoxilvebidan ertaderti statiaa sadac jurnalistebis neitraluri damokideba da araprovokaciuli buneba mkvetrad da sasiamovnot chans!!! iako da xatia win jurnalistikashi...miecit nichsa gza farto....... magram aq eg ar gachris provinciuli buneba arc xelfass aumaglebs arc motivaciac es imitom rom tavianti upiratesoba ar agrdznobinoon!! es aris axali ambebis swori martebuli da miukerdzoebeli gadmocema ,,,,,,,, genacvaleet...
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-05

თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი" უზრუნველყოფს

”ყაზტრანსგაზ-თბილისმა"ვალდებულება აიღო თბილისის საჯარო სკოლები ბუნებრივი აირით უწყვეტად უზრუნველყოს.

2012-02-05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

წინა | შემდეგი