ახალი ამბები
2010-08-25

მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმში

ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი გეი აღლუმის გასაპროტესტებლად დღის 12 საათზე შეიკრიბა და  ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყო.

”ჩვენ გულხელდაკრეფილები არა ვართ. საპატრიარქოში ამაზე ბევრს ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანების განეიტრალება და საპატრიარქომ, კერძოდ, მისმა უწმინდესობამ, გააკეთა განცხადება ბოლო ფაქტებთან დაკავშირებით” - ასე მიმართა თავდაპირველად შეკრებილ მრევლს მღვდელმა თეიმურაზმა, რის შემდეგაც საპატრიარქოს განცხადება წაიკითხა.

მოგვიანებით კი მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაეწყოთ მსვლელობა  ქალაქში, სადაც  დროდადრო გაჩერდებოდნენ და ნაკურთხ წყალს მოაპკურებდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ჩვენგან (მართლმადიდებლებისგან) ძალადობა არ უნდა შეიმჩნეოდეს".

ნეტგაზეთს  შესაძლებლობა არ მიეცა,  დამატებით კითხვებზე პასუხი მღვდელ თეიმურაზისგან მიეღო, რომელმაც გადაღება აგვიკრძალა.

მსვლელეობის დაწყების შემდეგ ნეტგაზეთმა ინტერვიუ ჩაწერა დეკანოზ ბასილ ბერიძესთან, რომელიც ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღოლი გახლავთ. მანაც განაცხადა, რომ ისინი  მხარს არ უჭერენ ძალადობას და რომ დღევანდელი აქცია ქადაგებაა, რისი უფლებაც აქვთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს ნეტგაზეთს უცნობმა პირმა კიდევ ერთხელ ”შეახსენა”, რომ გადაღების უფლება არ ჰქონდა.

 

აქცია ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა.

კომენტარი

სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
ra atkdit tkvenc, geebs mivmartav raga maincdamainct tbilisi da batumi amoichemat? pirvel etapze xashurshic rom gaiar gamoiarot titvlebma rauchirs vitom? momavali mainvc tkvens xelshi arari?
სათაური:
ninia
ვისგან:
შიგთავსი:
noes mtredma zetisxilis fotoli rom miutana mas Semdeg didi dro gavida.... cifrebshi dakargul jurnalistebs kankitxvis unari gaumdzafrda... vis ra shercha vis ra sheudzlia !!! mokled ra machvenet is pirovneba ,jurnalisti romelic sulier faseulobe…bs da mkafio da kuradgebamisaqcevi sitkvebis dawerit migebul fars siamovnebas ertmanetisgan mijnavs,da meores pirvels ar anacvalebs!!!
სათაური:
აგენტი:)
ვისგან:
შიგთავსი:
....საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყაანაოო და გუშინ მოსმენილი ამბავი გამახსენდა _ ,,ღვთისმშობელს საქართველოდან წილები გაუტანია თურმე.''
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი