მამა მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი: "განცხადება გეიაღლუმის თაობაზე მე გავაკეთე. დაზუსტებული ინფორმაცია არც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვყავს ახლობლები, ვისი საშუალებითაც ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრევენციის მიზნით გაკეთდა - მართლა არ გაბრიყვდნენ და ასეთი აღლუმის ჩატარების მცდელობა რომ არ ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება მკაცრი რეაგირება. ამიტომ ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, ისინიც გაგვეფრთხილებინა, ვინც ამის ორგანიზატორია და საზოგადოებისთვისაც გვეთქვა სიმართლე: ეკლესიის მისია ეს არის, ხალხს სიმართლე უნდა უთხრას, როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია გეიაღლუმის ჩატარების შემთხვევაში? - შევეცდებით, ქვეყანაში დაშვებული მშვიდობიანი პროტესტის ფორმა გამოვიყენოთ და ხელი შევუშალოთ აღლუმის ჩატარებას. სხვა რა ფორმას გამოვიყენებთ, ზარბაზნებს ვერ დავაყენებთ".
![]() |
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე |
კომენტარი