ახალი ამბები

ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ

ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს– ლევან ჩიტაძესა და ალეკო შალამბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ორგანიზციების, - ,,არა”, ,,რატომ”, ,,7 ნოემბერი”, –  წევრები  ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციამ უკანაონოდ დაარბია.

”ხელისუფლება ყველა ზღვარს გასცდა. მან  თავისი მოქალაქეების დარბევა დაიწყო, დევნილებისა და გარე მოვაჭრეების, ადამიანების, რომლებიც  ქვეყანას და მის ეკონომიკას ამოძრავებენ’’, - აცხადებს დავით ფაცაცია, მოძრაობის ,,რატომ” წევრი. ქართველ საზოგადოებას იგი მოუწოდებს, რომ უფრო აქტიურად გამოხატოს პროტესტი ხელისუფლებისადმი. 

ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ და ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

19 აგვისტოს პარლამენტის შენობის წინ დევნილებისა და გარემოვაჭრების საპროტესტო აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციამ დააკავა აქციის ორგანიზატორები– ლევან ჩიტაძე, ორგანიზაცია “არას” ხელმძღვანელი და ალეკო შალამბერიძე, “ხალხის პარტიის” წარმომადგენელი.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 400 –ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.  “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატრულო პოლიცის  ქმედებას აქციის დარბევა უწოდა.  ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო გენერალურ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. ასევე ჩხარტიშვილი  სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ჩიტაძესა და შალამბერიძეს   400–ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

შევა თუ არა საპატრიარქო „კრემლის პროექტების“ სახელისუფლებო ნუსხაში?

კრემლის და რუსეთის პროექტისა და ჯაშუშის კონტექსტში პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბარი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად იტაცებს ხოლმე სახელისუფლებო გუნდს, თუკი რომელიმე მათგანს (ოპონენტს) ერთხელ მაინც გადაუკვეთავს საზღვარი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით. თუმცა ასეთივე აღტაცებას  ნაკლებად გამოხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა საქმე ეხება პატრიარქს.

შოთა მალაშხია: რუსეთის ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოს დანამატი

"დღევანდელი რუსეთის პატრიარქი ხშირად ჩადიოდა სოხუმში დასასვენებლად და სტუმრობდა იმ ადამიანებთან სახლში, რომლებიც დღეს არიან დევნილები და ცხოვრობენ ახტალაში,“– განუცხადა „ნეტგაზეთს“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ილია მეორეს რუსეთში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას.

ეკა ხერხეულიძე: პატრიარქის რუსეთში ვიზიტი პერსპექტიული ვერ იქნება

"საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში პერსპექტიული ვერც ერთ შემთხვევში ვერ იქნება, რადგან სწორედ ამ დღეებში განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომ მან დაიწყო ომი საქართველოს მიმართ და მან  მოახდინა საქართველოს ინტერვენცია და ის არის ოკუპანტი“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ხერხეულიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

წინა | შემდეგი

მიხეილ სააკაშვილი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა

საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა.

წინა | შემდეგი