საზოგადოება

დევნილების ახალი საცხოვრებელი პირობები

საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია. 

ქ.თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში ორი თვეა, რაც თვალჭრელიძის ქ.#2–ში მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ახალ საცხოვრებელში დევნილებს უნიტაზი პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში დახვდათ დამონტაჟებული. კერძო სარემონტო სამსახურის ზედმახედველი აკაკი მამფორია, რომელმაც თავისი კომპანიის სახელწოდება არ დაასახელა,  ამბობს, რომ ამ ფართის რეაბილიტაციისთვის მათხუთდღიანი ვადა მისცეს. რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებში საკანალიზაციო მილები შენობის გარედანაა გაყვანილი, გაკეთებულია ელექტრომომარაგების კაბელები და დამონტაჟებულია უნიტაზები. კედლები და იატაკი კი ისევ ძველ იერსახეს ინარჩუნებს.

საკანალიზაციო მილები

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი საყვირის ქუჩაზე პირველად 24 ივნისს იმყოფებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ "იმ დროისათვის შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო. კერძოდ, დაზიანებული იყო სახურავი, არ იყო დამონტაჟებული სველი წერტილები, არ იყო ჩასმული კარ-ფანჯარა. შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. ხელმეორედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შენობას 26 ივნისს მიაკითხეს:

"სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან უკვე  დაახლოებით 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება. ამასთან, დევნილთა განმარტებით, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია”.

სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, ამიტომ დევნილები თავად ზრუნავენ საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობაზე. ოთახში დამონტაჟებული უნიტაზები, ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ზოგმა საპირფარეშოსათვის განკუთვნილ ოთახში გადაიტანა, ზოგმაც კი იქვე შემოღობა ფიცრებით, მუყაოთი თუ ფარდებით.


აფხაზეთიდან დევნილი ირმა არღვლიანი ამბობს, რომ ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო შენობაში ათი წელი ცხოვრობდა, ამიტომ საკუთარი საცხოვრებელი ფართი სველი წერტილებით უზრუნველყოფილი ჰქონდა.   არღვლიანი იქვე პატარა სასურსათო მაღაზიასაც ფლობდა. „ვთხოვე, პატარა ფართი მოეცათ, სადაც  იმ სურსათის გაყიდვას შევძლებდი, რომელიც ძველ მაღაზიაში მქონდა, მაგრამ ვინ რა მოგცა. ის მაღაზიაც აღარ გამაჩნია და რითი უნდა ვიარსებო, არ ვიცი“,- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი. 

იმის შესახებ, რომ დევნილები ძველ საცხოვრებელ ფართებში უკვე კარგად იყვნენ მოწყობილი, აქ ყველა ლაპარაკობს. ,,ახლა კი ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ვალოდია გურჩიანი. ამჟამად საყვირის ქ. #2-ში მდებარე შენობაში  კიდევ ერთი სართულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

როგორც დევნილებმა, ვარდო გასვიანმა და ინგა მამფორიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადეს, დიღმის მასივში მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში ისინი უკვე 17 წელია ცხოვრობენ. დევნილები ამბობენ, რომ საავადმყოფოდან მათ აქ უპირებენ გადმოსახლებას. ,,გვითხრეს, რომ 31 აგვისტოს აქ გადმოვალთ საცხოვრებლად. მუშებმა უკვე საავადმყოფოს შენობის ნგრევა დაიწყეს”, - ამბობს გასვიანი. დევნილების თქმით, ახალ საცხოვრებელ სახლში ერთ სულ მოსახლეზე 12 კვადრატულ მეტრს გამოუყოფენ.  ერთ სულიან ოჯახს კი – 18 კვადრატულს. 

ამავე შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, რაც აქ ჩაასახლეს. მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო მოუწესრიგებელია. კარკასები, რომლებიც დახვდათ, თავად გადატიხრეს. ზოგიერთ ოთახში ჭერი ამ დრომდე არ არის, ამიტომ წვიმის დროს წყალი მუდმივად ჩამოდის. წყლის გაყვანილობაც დევნილებმა თავად გააკეთეს. საერთო ტუალეტით დაახლოებით 10 ოჯახი  სარგებლობს.  


სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნახსენებია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო–ეწერში გადასახლებული დევნილების მდგომარეობა.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ფოცხო-ეწერის დასახლებაში რეაბილიტირებულია 14 საცხოვრებელი კორპუსი (368 ბინა).  აგვისტოში კი სოფელში 16 ოჯახი  ჩაასახლეს.

,,შენობას მიეწოდება მუდმივი ელექტროენერგია, წყალი და ყველა პირობაა შექმნილი ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის”, - ვკითხულობთ ვებგვერდზე.

სამინისტროსაგან განსხვავებული ინფორმაციაა სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში.  სოფელი ფოცხო-ეწერი ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 17-18 აგვისტოს მოინახულეს. ანგარიშში კი წერენ: ,,დევნილთა საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ: დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში დაზიანებულია იატაკი”. 

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ დევნილები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.  ,,რამდენიმე დევნილს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ისინი მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. უახლოესი სამედიცინო პუნქტი კი დასახლებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს (კერძოდ, წალენჯიხის რაიონის სოფელ  ჯვარში)”.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები თბილისში, საყვირის ქ.#2–ში მდებარე შენობაში და ასევე ფოცხო–ეწერის დასახლებაში მცხოვრები დევნილებისათვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. 

ფოტოების ავტორი: ლიკა გიგინეიშვილი

კომენტარი

სათაური:
jack
ვისგან:
შიგთავსი:
Ltolvitada gansaxlebis ministrs rom kitxo ltolvilebis sakme titkmis mogvarebulia,ra gaxda am xalxis dakmakopileba isedac codvebi ararian am pirobebshi rom acxovrebt?nutu ar grcxvenia Subeliano?erti sheni col shvili acxovre aset pirobebshi da mere gaigeb gachirvebaa raa kopila.martla mecodeba es xalxi ra...
სათაური:
Zviadi
ვისგან:
შიგთავსი:
"Azerbaijani IDs receive 500 USD per month." Source: Euronews TV's editor-in-chief, Peter Barabas special report from Azerbaijan. 2010.
სათაური:
just_for_today
ვისგან:
შიგთავსი:
კი გამიკვირდა ხოიცი :)) მერავიცოდი თუ რამე წაშალეთ. მე მეგონა მოდერატორს ჰქვია დავითი. დამაბნიეთ! ვგმობ.
სათაური:
netgazeti.ge
ვისგან:
შიგთავსი:
JUST, ეს კომენტარი შენ არ გეხებოდა, ავიაკომპანიის რეკლამა იყო დავითის კომენტარში და წავშალეთ. ლინკი, რომელიც მოგვაწოდე, ძალიან საინტერესოა ყველასათვის. იხილე ჩვენი ლინკი ამ ტემაზე http://netgazeti.ge/GE/19/Life/2182/ დიდი მადლობა ჯასთ ..)
სათაური:
just_for_today
ვისგან:
შიგთავსი:
რეკლამა არ არის რაც დავწერე პირველ პოსტში... „Amnesty International" არაკომერციული ორგანიზაციაა და ის ლინკი რაც დავდე დევნილებთან დაკავშირებულ არსებულ ამ კონკრეტულ ვითარებას ეხება. იქვეა ჩამოსატვირთი ფაილიც რომელიც "ფონდ ღია საზოგადოება –საქართველოს" დახმარებით მოამზადა ხსენებულმა ორგანიზაციამ და ეხება დევნილების პირობებს. მე მეგონა საინტერესო იქნებოდა. და რეკლამის განთავსებას როცა გადავწყვეტ ხოლმე სახელის გრაფაში ვწერ ხოლმე ბლოგის მისამართს. რომ დაიწეროს დიდი ზომის ფონტით, ბოლდით და გამოკვეთილად. აი ეგ არის ხოლმე რეკლამა. ღია, შეუფარავი, "ქერა და ცისფერთვალება".
სათაური:
Hale
ვისგან:
შიგთავსი:
ho!
სათაური:
Daviti
ვისგან:
შიგთავსი:
მოდერატორი: ძალიან გთხოვთ, რეკლამებს აქ ნუ პოსტავთ. დაგვიკავშირდით და მოგაწვდით ფასებს :)))
სათაური:
just_for_today
ვისგან:
შიგთავსი:
სპეციალურად. და რატო? იმიტომ რო კიდევ ერთი შანსი გვარგუნა განგებამ რო ვიღაც გავლანძღოთ და მერე იმ ვიღაცის ფონზე ერთმანეთიც მივალანძღოთ. ამისთანა წმინდა მისიის ხელიდან გაშვება როგორ იქნება. ეს არის ალფა და ომეგა. და ეს საპატრიარქო თავისი კანტორის გამგიანად ბლეფი როა მაგათი ქრისტიანობა თავიდან ბოლომდე. რატომ არაფერს არ ამბობენ მაგ ადამიანებს რო მიერეკებიან ეგრე? იმიტომ რომ შეიძლება მერე საფრთხე დაემუქროს იმ 28 000 000 თუ რამდენია . აი მაგ პირობებში უნდა ჩაასახლო ორივე კანტორის გამგე და აცხოვრო. პატრიარქიც და პრეზიდენტიც.
სათაური:
Hale
ვისგან:
შიგთავსი:
ვინ კითხულობს, ქვეყანა გეი პარადზე ფიქრითაა მოცული
სათაური:
just_for_today
ვისგან:
შიგთავსი:
Halt forced evictions in Georgia http://takeaction.amnestyusa.org/c.jhKPIXPCIoE/b.6078503/k.2133/TakeAction/siteapps/advocacy/ActionItem.aspx?c=jhKPIXPCIoE&b=6078503&aid=14660 რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი არ ვიცი ვწეროთ და ვიკითხოთ. (
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2011 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი