საზოგადოება
2010-08-19 | ჯანდაცვა 

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და 20-მდე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭრით, 2009 წლის მარტში JSI-მ  პროექტი სახელწოდებით ,,გადარჩენა” წამოიწყო. პროექტის მთავარი მიზანი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მექანიზმების დანერგვა იყო. სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის, მისი ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდების შესახებ. მსგავსი სახელმძღვანელო საქართველოში არ არსებობდა. ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით გადამზადდა 366 ოჯახის ექიმი და 79 მეან-გინეკოლოგი.

ასევე პროექტი დაეხმარა თბილისსა და ქუთაისში არსებულ სკრინინგ ცენტრებს. მათ გადაეცათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.

პროექტის მენეჯერი ნინო კაკუბავა ამბობს, რომ პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის, რისთვისაც რამდენიმე კამპანია მოეწყო. ,,მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, რომელიც მიმართული იყო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ და ,,სიბრძნის მარგალიტის კამპანია” - საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ.

,,დაბალი იყო ინფორმირებულობა თვით ექიმებშიც, რასაც აჩვენებს ჩვენი ტრეინინგამდელი და ტრეინინგს შემდგომი ტესტები. საკმაოდ გაიზარდა მათი ინფორმირებულობა და  ცოდნა ამ დაავადებების შესახებ”, - განმარტავს კაკუბავა.

მარიოტში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მონაცემებიც წარადგინეს. მონაცემების მიხედვით, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის ივლისის ჩათვლით თბილისის სკრინინგ ცენტრში 18 459 ქალმა გაიარა მამოგრაფიული (ძუძუს) გამოკვლევა. აქედან 1,4 %–ს დაუფიქსირდა პათოლოგიური შედეგი ანუ აღმოაჩნდა ანომალური უჯრედები. ასეთი უჯრედების კიბოდ გადაგვარების პროცესი 10-15 წელი გრძელდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევა 20 853-მა ქალმა გაიარა. 12, 2 პროცენტს აღმოაჩნდა ატიპური (ანომალური) პაპტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევი შედეგი).

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის უფასო გამოკვლევები საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ინიციატივით დაიწყო. სკრინინგის პროგრამას ეროვნული სკრინინგის ცენტრი, თბილისის მუნიციპალიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახორციელებს.

სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს ორგანიზმში გადაგვარებული (ანომალური) უჯრედების არსებობა ადრეულ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელია მათი მოცილება და, შესაბამისად, კიბოს თავიდან აცილება. საქართველოში სკრინინგული გამოკვლევა რეკომენდებულია 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისათვის, თუმცა, რიგ შემთხვევებში, გამოკვლევამ შეიძლება ვერ აღმოაჩინოს არსებული პათოლოგიური უჯრედები. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება რეგულარულად, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-03 | ჯანდაცვა 

თანდაყოლილი ანომალიები - მსოფლიო პრობლემა

გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

2012-01-24 | ჯანდაცვა 

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და "არა" – სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

2011-12-13 | ჯანდაცვა 

რამდენი იხარჯება წამალზე

საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

წინა | შემდეგი
2012-02-06

დევნილების აქცია გლდანი–ნაძალადევის გამგეობასთან

როგორც დევნილები აცხადებენ, ამხანაგობის თავმჯდომარე სახელმწიფომ თვითნებურად დანიშნა და ის კორპუსს ყურადღებას არ აქცევს. დევნილები მას ფინანსურ მაქინაციებში და ფულის გახარჯვაშიც სდებენ ბრალს.

რესტავრირებულ მეჩეთს ახალციხეში მოოქროვილი გუმბათი ექნება

საქართველოსა და თურქეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების შედეგად, რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს ახალციხის მეჩეთს. მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში უკვე დაწყებულია, 1752 წელს აშენდა აზი ახმედ ფაშას მიერ.

2012-02-03

"არა წყლის უსამართლო გადასახადს"

მიმდინარე წლის იანვრის თვის წყლის გადასახადის ქვითარი თბილისის მოსახლეობის ნაწილმა გაზრდილი სულადობის მაჩვენებლით მიიღო. იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება, ელექტროენერგიის გათიშვის შიშით, აბონენტებს ხელოვნურად გაზრდილი წყლის გადასახადის გადახდა მოუხდათ.

წინა | შემდეგი