სამართალი

ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ცხოვრებოვმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მასზე თავდასხმის და კოკოითის განცხადებების მიუხედავად, ცხინვალში დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

 ცხინვალში გამომავალ გაზეთ ”XXI საუკუნის” რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს თავს 24 ივლისს დაესხნენ და სასტიკად   სცემეს. ჟურნალისტი, რომელმაც  უამრავი დაზიანება მიიღო, აცხადებდა, რომ   თავდამსხმელებში  დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო.  კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი  დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრენი არიან.  ჟურნალისტი ამბობს, რომ კაზიმირ პლიევი, ცემამდე ერთი დღით ადრე,   ტელეფონზე მას მოკვლით ემუქრებოდა. 

 მას შემდეგ, რაც ცხოვრებოვის ცემის ფაქტი გახმაურდა,  საერთაშორისო და რუსმა უფლებადამცველებმა განცხადებები გაავრცელეს და ცხინვალს თავდასხმის ფაქტის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.

 ფაქტი გამოძიებული დღემდე არ არის.

 ამ ინციდენტამდე ცხოვრებოვი ჰოლანდიაში გამართულ ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუში მონაწილეობდა. ფორუმის წარმომადგენლებმა  ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი   მიმართვა  გაავრცელეს და მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.

 სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ოსი წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა.

 ეს განცხადება კოკოითიმ ცოტა ხნის წინათ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სამოქალაქო ფორუმის შეფასება სთხოვა. განცხადება ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის შეწყვეტის უკანონობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბრისთვის, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, გადაიდო.

რუსი უფლებადამცველები სააკაშვილს ვახანიას გათავისუფლებას თხოვენ

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა უფლებადამცველებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილი გაუგზავნეს  საქართველოს პრეზიდენტს, რომელშიც თხოვენ, პირადად მიიღოს მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში.

პატიმარი აცხადებს, რომ ცემეს

ცნობილი ხდება მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის განცხადება  მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ.  ამ თემაზე  რეაგირებისთვის ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს.

წინა | შემდეგი
2012-01-21

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს არასამთავარობო ორგანიზციათა ნაწილის ბრალდებას პატიმართა არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ხათუნა კალმახელიძის უწყება დღეს, 21 იანვარს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

2012-01-19

თბილისი ცენტრალიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

"თბილისი–ცენტრალის" შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის ცარიელია შენობის სამივე სართული. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია, რის შემდეგაც განხორციელდა ევაკუაცია.

2012-01-19

არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 19 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.

წინა | შემდეგი