სამართალი
2010-08-17

მიაყენეს თუ არა კაკაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა

ომბუდსმენმა ირაკლი კაკაბაძესთან დაკავშირებული მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, რადგან მიაჩნია, რომ არსებული მასალებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

თავის მხრივ, ირაკლი კაკაბაძეც აპირებს განცხადების შეტანას პროკურატურაში. კაკაბაძის თქმით, დაკავების შემდეგ მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკაბაძე შოთა დიღმელაშვილთან და ალექსი ჩიღვინაძესთან  ერთად სამართალდამცავებმა 14 აგვისტოს, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის დროს, დააკავეს.

კაკაბაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში განხორციელდა. ის ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული  უცნობი პირი მივიდა. კაკაბაძის ვარაუდით, ის მაღალჩინოსანი იყო. ”რეალურად, თავი მარტყმევინეს მანქანაზე”, – ამბობს კაკაბაძე.

”დავინახე, რომ კისერში უხეშად წაავლო ხელი ირაკლის და თავი მანქანის წინა სავარძლის ზურგზე დაადებინა. მერე ეს პირი ისე გადაეფარა მას, რომ ვეღარ ვხედავდი, რა ხდებოდა” - ამბობს შოთა დიღმელაშვილი, რომელიც კაკაბაძესთან ერთად დააკავეს და მისი თქმით, ამ მოვლენებს მეორე ავტომანქანიდან ადევნებდა თვალს.

ომბუდსმენის ოფისის დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: ”სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ 2010 წლის 14 აგვისტოს საქართველოს შსს ქ.თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ოქმის მიხედვით, ირაკლი კაკაბაძეს აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა მხრისა და მკლავის არეში”.

ამავე წყაროს ცნობით, დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმით.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილ ოქმში მითითებულია, რომ ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მიიღო.

მიიღო თუ არა კაკაბაძემ ეს დაზიანებები ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, პროკურატურამ უნდა დაადგინოს. თუკი ის ომბუდსმენის და თავად კაკაბაძის მიმართვას გაითვალისწინებს და გამოძიებას დაიწყებს.

ირაკლი კაკაბაძე აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად 14 აგვისტოს დააკავეს, როცა ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის, სასამართლომ სამივე დაკავებული 400-400 ლარით დააჯარიმა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-02

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა  თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

2012-02-02

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს ბრალს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებულის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და მან პოლიციელის დაშინება სცადა.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან.

წინა | შემდეგი