ახალი ამბები
2010-08-19

საქართველოში პრესცენტრები პრესასთან არ ურთიერთობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უკვე მეორე დღეა ზარებს არ პასუხობენ. ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ვალდებულებასაც პრესასთან ურთიერთობა წარმოადგენს, თავის ფუნქციას არ ასრულებს. სამმართველოს უფროსი ზურაბ გვენეტაძეა. შსს–ს ვებ–გვერდზე ორი სატელეფონო ნომერია მითითებული, რომელზეც ნეტგაზეთის ზარებს არასდროს პასუხობენ. პრესცენტრს კიდევ ორი ქალაქის ნომერი აქვს. ზარი ჩვეულ რეჟიმში იქაც გადის, მაგრამ ხაზის მეორე ბოლოში დუმილია. ზურაბ გვენეტაძე არც მობილურ ტელეფონზე გიპასუხებთ. ყურმილს ვებ–გვერდზე მითითებულ შსს–ს ბევრ სხვა განყოფილებებაშიც არ იღებენ.

დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ და ადგილზე არ იმყოფებიან. ყურმილს მხოლოდ სტაჟიორი ქალბატონი იღებს, რომელიც არც ერთ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არაა. 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-07

ლავროვი: "სირიაში ვიზიტი დროული და სასარგებლო იყო"

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით სირიაში ვიზიტი დროული და სასარგებლო იყო.

2012-02-07

გაჩეხილი ფიჭვნარის ადგილზე პოლიციის შენობა შენდება

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 4 თებერვალს გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე პოლიციის შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

2012-02-07

საია პარლამენტის მუშაობას აჯამებს და მეტი ღიაობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პარლამნეტმა გასულ წელს კანონთა გარკვეული ნაწილი რეგლამნეტის დარღვევით მიიღო, ხოლო ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი სრულიად დახურულია.

წინა | შემდეგი