ახალი ამბები

კოკოითი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის  პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იგი ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.

როგორც ცნობილია, დეფაქტო მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრემიერმინისტრის ვადიმ ბროვცევის მიერაა დაკომპლექტებული და მასში რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შედიან. ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ჟმაილო და ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი ცხინვალში ბროვცევთან ერთად ჩავიდნენ და რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარების გაკონტროლება დაიწყეს, რაც კოკოითისთან დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ბროვცევის გუნდი გამოდიოდა. კრემლში ჩასულ კოკოითის მიანიშნეს, რომ ბროვცევი ჯერჯერობით შეუცვლელია. ამის შემდეგ  დეფაქტო პრეზიდენტმა ტაქტიკა შეცვალა, იგი ბროვცევს აღარ ახსენებს, მაგრამ ცდილობს, მისი გარემოცვა ხელისუფლებიდან გაუშვას. კოკოითი უკვე საჯარო განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ საკადრო ცვლილებებს მალე დაიწყებს.  იგი ცხინვალში მყოფი რუსი მოხელეების გარდა, კრემლის საშუალო დონის მოხელეებსაც აკრიტიკებს, რომლებიც დეფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციაზე უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი.

სპეციალურ ბრიფინგზე კოკოითის არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს. როგორც ცნობილია, ბროვცევს კრემლში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი მფარველობს, ამიტომ კოკოითი პანოვსაც ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ პრემიერმინისტრი ვადიმ ბროვცევი მაინც ხელშეუხებელია.  

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან დეფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და კოკოითის ხელისუფლებაც მხოლოდ ბუტფორიაა. ამიტომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებაც ადგილობრივი გაღიზიანებული მოსახლეობის  გულის მოსაოხებლად კეთდება.

მეორე წელია ცხინვალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზოგიერთი ცხინვალელი ისევ კარავში ცხოვრობს.  ომით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციისთვის რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, მაგრამ ხშირად  ფულის ნაწილი იკარგება და ადრესატამდე ვერ მიდის, ამიტომ კრემლის მიერ  ფინანსების კონტროლი პერიოდულად მკაცრდებოდა და ცხინვალში რევიზია რევიზიაზე ჩადიოდა. ამასობაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩერდებოდა.  კოკოითის დაპირისპირება რუს მოხელეებთან კი სწორედ ფინანსური რესურსის კონტროლის გამო დაიწყო. 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ქართული მხარე მღვდელმონაზონ იონას საკითხს გალის შეხვედრაზე დააყენებს

“ეს ვანდალური აქტია, რომელიც არის, ფაქტიურად, კრიმინალური გამოვლინება და იგი, ფაქტიურად, განპირობებულია სწორედ ამ რეგიონებისა და ამ ადგილის მიმდინარე სტატუსით, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც განუკითხაობა და უკანონობა ყოველდღიური ფაქტორია,” – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საგარეო უწყება ჯიოევას განცხადებებს გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ესკალაცია და სამოქალაქო ომი დამაფიქრებელი და უსიამოვნო იქნება.

უტიაშვილი: ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველები თავისუფლები არიან

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 22 იანვარს ცხინვალის რეგიონში “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოტივით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

წინა | შემდეგი
2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

2012-02-04

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე

ყოველი წლის 4 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიბოს ტვირთის შემსუბუქების გზების პოპულარიზაციაში მხარს უჭერს კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო გაერთიანებას.

წინა | შემდეგი