ახალი ამბები

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და "ქართული ფილმის" დირექტორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს  ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის პროკურატურის  თანამშრომლების მიერ გატარებული ერთობლივი კომპლექსური, ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი.

შსს–ს ინფორამციით,  ეცადაშვილმა  და მნაცაკანოვმა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მე-18, მე–19 საუკუნის წიგნები მიისაკუთრეს. წიგნები ბიბლიოთეკის შტამპით იყო აღნიშნული. დაკავებულები შტამპებს შლიდნენ და წიგნების რეალიზაციას საქართველოსა და უცხოეთში ეწეოდნენ.  

დაკავებულია სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი არჩილ გელოვანიც. ის დანაშაულებრივი გზით  მოპოვებული ნივთების შეძენაშია ეჭვმიტანილი. შსს–ს ცნობით, გელოვანი ბიბლიოთეკის დირექტორისა და რობერტ მნაცაკოვისგან გატაცებულ წიგნებს სისტემატურად ყიდულობდა.

დაკავებულთა ბინები უკვე გაჩხრეკილია. ზურაბ ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500–მდე წიგნი. რობერტ  მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას 52 აღმოაჩინეს, ხოლო გელოვანის ბინაში სამართალდამცავებმა 41 წიგნს მიაკვლიეს, რომლებიც შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული არქივის  ბიბლიოთეკას ეკუთვნის.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი  და თბილისის მთავარი სამმართველო წინასწარ გამოძიებას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ორგანიზებულ ქურდობას ეხება და  ექვსიდან ათ წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამავე კოდექსის 186-ე მუხლში კი საუბარი წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღებაზეა. ამ მუხლით ბრალდებული პირი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო თუკი პიროვნება იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობს, მას ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. 

კომენტარი

სათაური:
ნინო ძანძავა
ვისგან:
შიგთავსი:
იურიდიული პირის ლიკვიდაციაზეა საუბარი
სათაური:
s.j.
ვისგან:
შიგთავსი:
"ხოლო თუკი პიროვნება იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობს, მას ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. " ისე წერია თითქოს ადამიანის ლიკვიდაციაზეა საუბარი.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან დევნილთათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან გამოქცეული ადამიანები  ვერ შეძლებენ დევნილის სტატუსის მიღებას და, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ იმ სოციალური გარანტიებით, რომლებიც დევნილებზე ვრცელდება.


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პირველად ხვალ გაიმართება

ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, იწყება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელსაც 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს და გადაწყვეტს ბრალდებულის ბედს.

წინა | შემდეგი
2012-02-03

გოგა ხაჩიძე : ”მწვანე მორალზე ნუ დამელაპარაკებიან”

"მე შემიძლია გითხრათ ჩემი ხელფასი: 2011 წლის მონაცემებით, ჩემი დარიცხული ხელფასი არის 42 480 ლარი, დარიცხული პრემია - 36 340 ლარი, ჯამში, ეს არის დარიცხული 80 820 ლარი, საშემოსავლო დაქვითვის შემდეგ კი, ჯამში, ხელზე აღებული მაქვს ხელფასიც და პრემიაც - 64 656 ლარი და არა 144 ათასი ლარი," - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძე.

2012-02-03 | ჯანდაცვა 

თანდაყოლილი ანომალიები - მსოფლიო პრობლემა

გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

2012-02-03

ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

“ვენეციის კომისიის”  მდი­ვნ­ის, თო­მას მარ­კერ­ტის 26 იანვრის განცხადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ მედიაში. ერთი ნაწილის მტკიცებით, ვენეციის კომისიის მდივნის ფრაზა დაამახინჯეს და მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.

წინა | შემდეგი