სამართალი

ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ცხოვრებოვმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მასზე თავდასხმის და კოკოითის განცხადებების მიუხედავად, ცხინვალში დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

 ცხინვალში გამომავალ გაზეთ ”XXI საუკუნის” რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს თავს 24 ივლისს დაესხნენ და სასტიკად   სცემეს. ჟურნალისტი, რომელმაც  უამრავი დაზიანება მიიღო, აცხადებდა, რომ   თავდამსხმელებში  დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო.  კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი  დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრენი არიან.  ჟურნალისტი ამბობს, რომ კაზიმირ პლიევი, ცემამდე ერთი დღით ადრე,   ტელეფონზე მას მოკვლით ემუქრებოდა. 

 მას შემდეგ, რაც ცხოვრებოვის ცემის ფაქტი გახმაურდა,  საერთაშორისო და რუსმა უფლებადამცველებმა განცხადებები გაავრცელეს და ცხინვალს თავდასხმის ფაქტის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.

 ფაქტი გამოძიებული დღემდე არ არის.

 ამ ინციდენტამდე ცხოვრებოვი ჰოლანდიაში გამართულ ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუში მონაწილეობდა. ფორუმის წარმომადგენლებმა  ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი   მიმართვა  გაავრცელეს და მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.

 სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ოსი წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა.

 ეს განცხადება კოკოითიმ ცოტა ხნის წინათ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სამოქალაქო ფორუმის შეფასება სთხოვა. განცხადება ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ჰომოფობიასთან დაკავშირებით პირველი საქმე სტრასბურგში საქართველოდან

სამართალდამცავთა მხრიდან ჰომოფობიასთან და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პირველი საქმე საქართველოდან.


ხათუნა კალმახელიძემ ომბუდსმენის ანგარიშს ბოლომდე არ მოუსმინა

პატიმრების ცემის ისტორიები ახალ ანგარიშში

"იმის გამო, რომ მსჯავრდებულის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, საქართველოს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა ის დასაჯეს – არ აძლევდნენ მედიკამენტებს და უზღუდავდნენ ტელეფონით,  გასეირნების და აბანოთი სარგებლობის უფლებას" - ეს არის მძიმე  ისტორია  პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშიდან, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და  იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა ბოლომდე არ მოუსმინა.

რუსი უფლებადამცველები სააკაშვილს ვახანიას გათავისუფლებას თხოვენ

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა უფლებადამცველებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილი გაუგზავნეს  საქართველოს პრეზიდენტს, რომელშიც თხოვენ, პირადად მიიღოს მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში.

წინა | შემდეგი

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

2012-01-21

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს არასამთავარობო ორგანიზციათა ნაწილის ბრალდებას პატიმართა არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ხათუნა კალმახელიძის უწყება დღეს, 21 იანვარს, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

წინა | შემდეგი