საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ვაჭრობის კომისარ კარელ დე გუხტს და ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპის სახალხო პარტიის კრიტიული მოხსენებების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილის და მისი პარტიის ისეთივე ერთგულები არიან, როგორც გიორგი კანდელაკი საქართველოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე 17 მაისის მოვლენების განხილვისას განაცხადა, რომ „კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას“. აღნიშნულს უარყოფითი რეაქცია მოყვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პარლამენტს ამ საკითხის განხილვის თხოვნით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ პარლამენტი არ გაითვალისინებს სტუდენტების მოთხოვნებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაშინ ის მზადაა ამ კანონს ვეტო დაადოს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ექს–პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
საქართველოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იარაღის სამალავები შესაძლოა იმ საცავების ნაწილი იყოს, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და რომელიც გრიფით საიდუმლოთია დაცული.
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ვახტანგ კაპანაძის შვილი - ანა კაპანაძე ამავე უწყებაში მუშაობს. აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს და არის თუ არა აღნიშნული ფაქტი ინტერესთა შეუთავსებლობა?
ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 18 ივნისს შედგება, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კომისიის ერთ–ერთმა წევრმა, გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს პრაიმერის გზით შეარჩევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, დღეიდან ერთი კვირის ვადაში დარეგისტრირდება ყველა მსურველი, რომელიც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას.