ახალი ამბები
2010-03-25

“მწვანეთა მოძრაობა” ახალ სარკინიგზო პროექტს აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი, შემოვლითი სარკინიგზო პროექტი, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, არ არის კარგად დამუშავებული და კარგად არ არის დანახული ის რისკები, რაც გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.  

ორგანიზაცია " მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის რაიონების 20 000 მდე მოსახლე ხმაურის და ვიბრაციის ქვეშ იქნება. “რკინიგზა ზოგ ადგილას 20 მეტრში გადის დასახლებული პუნქტიდან, ხმაურის გავრცელების არეალი კი დაახლოებით კილომეტრამდე იქნება. ეს საკმაოდ ცუდად არის განხილული რა ზომები უნდა იქნეს მიღებული. თუმცა გვპირდებიან, რომ გააკეთებენ დამცავ ზონებს. იქნება დამცავი ფარები, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა რთული აღსაქმელი იქნება.”

"მწვანეების" თქმით ხმაურის თავიდან ასაცილებლად არ იქნება საკმარისი სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრების მეტალოპლასტმასში ჩასმა.

მეორე სერიოზულ საფრთხეს, ნინო ჩხობაძის აზრით, თბილისის ზღვის დაბინძურება წარმოადგენს. კერძოდ კი სარკინიგზო ხაზი ზღვას 900 მეტრით უახლოვდება. ნავთობის დაღვრის შემთხვევაში ზღვა დაბინძურდება და წყალი გარკვეული ხნის განმავლობაში უვარგისი იქნება.

 "როგორც ცნობილია თბილისის 70 000 მდე მოსახლე სასმელი წყლით ზღვიდან მარაგდება. აქ გვთავაზობენ აუზების გაკეთებას ტრანშით, რაც ვთვლით, რომ არის ძალიან საშიში. კიდევ ერთი საფრთხე კი უკავშირდება იმას, რომ გლდანის და ავჭალის მონაკვეთებში რკინიგზის ხაზი კვეთს დენის და წყლის მომარაგების სისტემებს”, – ამბობს ნინო ჩხობაძე - “ყველა ალტერნატივიდან, რომელიც განიხილებოდა ეს ალტერნატივა არის ყველაზე პრობლემატური გარემოს დაცვის კუთხით. დოკუმენტში წერია, რომ არჩევანი ალრერნატივებს შორის გაკეთებული იყო არა გარემოს დაცვის და სოციალური კუთხით, არამედ მისი ღირებულების მიხედვით.”

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით ავჭალაში ეს მაგისტრალი 9 სართულიან სახლებთან გაივლის, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლის მიწაყრილზე:- “ამ პროექტში არ არის აგრეთვე გათვალისწინებული იმ საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა, რითიც ისარგებლებს ამ უბანში ავჭალის მოსახლეობის ერთი ნაწილი. ავჭალაში არის აგრეთვე ბევრი ხევი და ნიაღვრის მოვარდნის შემთხვევაში იქმნება საშიშროება.”

შენიშვნები საქართველოს მთავრობას "მწვანე ალტერნატივამ" უკვე წარუდგინა.

 

 

 

კომენტარი

სათაური:
Gaga
ვისგან:
შიგთავსი:
aset idiotobas mxolod sakartveloshi tu gaaketeben. berlinshi sul axlaxans gaiyvanes axali rkinigza kalakis centrshi, aashenes axali centraluri sadguri. eseni ki ukve gaketebuls spoben gaumjobesebis nacvlad.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი