კომენტარი

XXI საქართველოს ჟურნალისტური ქრონიკა

„კუდიანებზე ნადირობა“

საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს 2010 წლის ბოლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად (www.geostat.ge), ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი დანაშაულთან და ადიქტურ ქცევასთან მიმართებაში. ამ მონაცემების გარეშე, „შეუიარაღებელი თვალითაც“ ყველა ვხედავთ, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულმა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებამ, აზარტულმა თამაშებმა, რომელიც ხშირად მოზარდების თვითმკველობებით მთავრდება და, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აქტიურად აშუქებს საინფორმაციო საშუალებები, უკიდურეს წერტილს მიაღწია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტების მიერ შემუშავდა პრობლემის პრევენციაზე მიმართული საქველმოქმედო პროექტი: „ასოციალური/დევიაციური ქცევის მიმართ რისკის მქონე მოზარდების ფსიქო–ფიზიოლოგიური კვლევა და ქცევის კორექციაზე მიმართული დახმარება“; მოსახლეობის ინფორმირებისათვის გაკეთდა პროექტის სატელევიზიო ანონსი და ჩატარდა კველვა, რომლის ფარგლებში დაცული „არ ავნოს“–ს პრინციპი, ეთიკის ნორმები და ადამიანის უფლებები. კანონისა და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვას ადასტურებს, შესაბამისი ექსპერტების მიერ გაცემული ჩვენს ხელთ არსებული  წერილობითი დასკვნები.

 

კვლევის დასრულების შემდგომ, ნეტგაზეთში გამოქვეყნდა სტატია „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“, რომელიც პირადი შფოთვებისა და შიშების კლასიკურ დემონსტრაციას უფრო წარმოადგენს, ვიდრე არსებული რეალობის ობიექტურ ასახვას.  

სტატიის სათაურშივე „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ ნათლად ჩანს არაკომპეტენტურეობა, რომ არა ვთქვათ ქართული ენის ცოდნაზე. სავარაუდოდ, ეს აბსურდული სახელწოდება სკანდალური სათაურებისადმი ლტოლვის მორიგი  გამოვლინება უნდა იყოს.

გრამატიკულად გამართული ასეთი სათაური ფაშისტური გერმანიის მესამე რაიხის მეცნიერებისათვისაც კი სანატრელი იქნებოდა. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიოლოგიაში მხოლოდ ვირთხებისა და პრიმატების თავის ტვინზე თუ ტარდება ექსპერიმენტები, რომელიც გულისხმობს ტვინზე ოპერაციებსა და მანიპულაციებს და ისიც ნარკოზის ქვეშ. მათთვის ვინც შფოთავს კვლევაში მიმდინარე „ექსპერიმენტების“ (მრავლობითი რიცხვიც დრამატიზმის გამძაფრებისთვისაა, როგორც ჩანს ნახმარი) თაობაზე, მარტივად განვუმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია, აბსოლუტურად უვნებელ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში ყოველგვარი დაძაბვის გარეშე იტარებენ, როგორც მოზარდები, ასევე ზრდასრული ადამიანები.

სურათის ობიექტურად ასახვის  სურვილის მქონე ჟურნალისტი, იმით მაინც დაინტერესდებოდა არსებობენ თუ არა ექსპერტები, ადგილობრივი და/ან საერთაშორისო სამეცნიერო წრეებიდან, რომლებიც იცნობენ პროექტს და გააჩნიათ აზრი მასთან დაკავშირებით. წესით, მათი შეფასებები უნდა ყოფილიყო ყურადსაღები, მაგრამ  ამით არავინ დაინტერესებულა... სამაგიეროდ, სტატიაში გულმოდგინედ იყო წარმოდგენილი ეთიკიური პრინციპების ქომაგი, მაგრამ პროფესიულ და კოლეგიალურ ეთიკამივიწყებული რესპონდენტების კრიტიკული მოსაზრებები, რომელთაც საკმარისად მიიჩნიეს 17 წამიანი ანონსის ნახვა და არც კი ჩათვალეს საჭიროდ გაცნობოდნენ კოლეგების მიერ წამოწყებული კვლევის იმ საკითხებს, რომელიც აქციეს საჯარო განსჯის საგნად. აღარაფერს ვიტყვი,  სტატიის სულისკვეთების ლოგიკურ გაგრძელებაზე – „ნეტგაზეთის“ მკითხველთა მიერ მიწერილ  უხემსსა და უცენზურო კომენტარებზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტის მიერ გამოკითხული და ვიდეორგოლის  სახით თან დართული 20 მშობლის კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ ოცივე  ზუსტად ხედავს და აცნობიერებს ჩვენს მიერ შეთავაზებული სამსახურის სარგებელს; მშობლებს ესმით, რომ მნიშვნელოვანია პრობლემურ მოზარდთან იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მას განწყობებში ისეთი ტენდენციები, რომელიც  ასოციალური ქცევის რიკის ფაქტორებს წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებისათვის. პრევენცია კი გულისხმობს – მშობლების კონსულტაციებს/ტრენინგს და მოზარდთან ფსიქოლოგიურ მუშაობას პრობლემების დროულად თავიდან აცილების მიზნით.

სტატიაში „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ ჟურნალისტი წერს, რომ მის მიერ ჩაწერილი სპეციალისტებს „მსოფლიოში მსგავსი კველვების შესახებ არაფერი სმენიათ, არც წაუკითხავთ“ (ციტატის დასასრული).

ასეთ შემთხვევაში, პატივცემულ კოლეგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უნდა ვაუწყოთ, რომ ნებისმიერი სკოლის პედაგოგისათვის ცნობილი „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი“ ზუსტად, მსგავსი ფსიქო–ფიზიოლოგიური კველვების საფუძველზე იქნა შესწავლილი; ურიგო არ იქნებოდა,  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსი, ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი ჯერ გაცნობოდა მსოფლიოში უკვე დიდი ხნის აღიარების მქონე მსგავს შრომებს (მაგალითისთვის იხ. Hippocampus and amygdala morphology in attention-deficit/hyperactivity disorder Plessen KJ, Bansal R, Zhu H. et all. // Arch Gen Psychiatry. - 2006. - v. 63. - № 7. - P. 795-807) და შემდეგ ეკეთებინა საჯაროში განცხადებები: ”სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რამე მყარი კორელაცია ტვინში გამოვლენილ ცვლილებებსა და ქცევით აშლილობას შორის არ დგინდება” (ციტატის დასასრული). იგივე შიეძლება ითქვას სხვა რესპონდენტზეც;  როგორც სტატიაშია ნათქვამი: „თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ქცევებს შორის კავშირს გამორიცხავს ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძეც, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 40–წლიანი გამოცდილება აქვს“ (ციტატის დასასრული). სხვებს თუ არა, ბატონ აკასის, კი ნამდვილად მოეთხოვება იმის ცოდნა, რომ ასეთი ტიპის კვლევების ნიადაგზეა დაფუძნებული ალკოჰოლიზმის ერთ–ერთი ცნობილი ტიპოლოგია (Cloninger CR, Bohman M, Sigvardsson S. Childhood personality predicts alcohol abuse in young adults. Alcoholism: Clinical and Experimental Research 1988; 12:494-505), რომ არაფერიი ვთქვათ ცნობილი NIDA-ს ინსტიტუტის კვლევებზე.

თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კველვის პროცესზე ბ–ნი აკაკი ასე მსჯელობს: „წარმოიდგინეთ, რომ მოგათავსეს დახურულ სივრცეში და გარკვეული დროის განმავლობაში წევხართ გაუნძრევლად. ადამიანი, ვისაც იკვლევენ, ამაში არ მონაწილეობს, გაუნძრევლად წევს. ესეც  გარკვეული სტიგმაა ბავშვისთვის, რომელსაც უჩნდება განცდა, რომ ის გამოარჩიეს. ” (ციტატის დასასრული).

ბატონი აკაკი და სხვა რესპონდენტები, გაზეთისათვის საკუთარი შეფასებების მიცემამდე რომ დაინტერესებულიყვნენ, კვლევაში მონაწილე მოზარდებისა და მშობლების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, რა სახის დაცვითი მექანიზმები იქნა  კველვის პროცედურაში „არ ავნო“–ს პრინციპზე დაყრდნობით ჩადებული, დარწმუნებული ვარ, სხვა დასკვენბს გააკეთებდნენ. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდებისა და მათი მშობლების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ფსიქოლოგიური კველევის შედეგების შესახებ, თითოეულ მშობელს და მოზარდს ცალცალკე  დიდი სიფრთხილითა და ტაქტით, სიტყვიერად ემცნოთ, თურა სახის სუსტი მხარეები გამოვლინდა ტესტირების ფარგლებში“, რომელთა კორექციაზე მუშაობა და მშობლების ტრენინგი შეთავაზებული იყო ასევე უსასყიდლოდ შემოდგომიდან. როგორც თითოეულ მოზარდს, ასევე ცალკე მათ მშობლებს და იგივე პრინციპით რისკის არ მქონე 20 შემთხვევას (საკონტროლო ჯგუფს), შეთავაზების სახით მიეწოდათ ინფორმაცია, სურვილის შემთხვევაში, “ავერსის კილინიკაშიმაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. 

 

მაშინ, როდესაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მიღებული ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გამოკვლევის წინ ესაუბრებიან, შესაბამისად ამზადებენ და უქმნიან  შესატყვის პოზიტიურ განწყობას, ის მშიდად და აუღელვებლად ერთვება საქმეში.  ვინ მოთვლის, რამდენი ბავშვი, თუ მოზარდი გადის ყოველდღიურად მაგნიტურ–რეზონანსულ გამოკველვას მსოფლიოში? მათგან ნახევარი მაინც, რომ განიცდიდეს ბ–ნი აკაკი გამყრელიძის წარმოსახვით კოშმარებს, სტიგმატიზაციის რა გითხრათ, მაგრამ კლაუსტროფობიას ნამდვილად ვერ აცდებოდნენ.  

სამწუხაროდ, ჩემი ყოფილი მასწავლებელის, ქ–ნ მანანა გაბაშვილისთვისაც მიწევს საჯაროდ პასუხის გაცემა მის რეპლიკაზე:  ”მე, საერთოდ, ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებას იმის შესახებ, რომ ნახევარსაათიანი გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს,  აქვს თუ არა ბავშვს მიდრეკილება კრიმინალური აქტივობისადმი“ (ციტატის დასასრული). საერთოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქ–ნი მანანა გაუგებრობაში იქნა შეყვანილი. საკვირველია, რის საფუძველზე ასკვნის ჩემთვის სტუდენტობიდან საყვარელი და საპატივცემული ადამიანი იმას, რომ  გამოკველვა ნახევარსაათანია, მაშინ როდესაც ჯერ მარტო მოზარდის ფსიქოლოგიური ტესტირება 45 წუთი გრძელდება, ასევე ტარდება მშობლის ჩაღრმავებული ინერვიუ და ნეიროფიზიოლოგთან გასაუბრება–გამოკითხვა. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიცავს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლის თვითსტიგმატიზაციის გამომრიცხავ ინტერაქციულ საუბარს. ამიტომ, ჟურნალისტის დასკვნა: „სწორედ სტიგმატიზაციის საფრთხეს ხედავენ კვლევის ამ მეთოდოლოგიაში სპეციალისტები, გარდა იმისა, რომ, მათი განმარტებებიდან გამომდინარე, ამ მეთოდით შეუძლებელია ნარკომანიის პრევენცია“ (ციტატის დასასრული) – ელემენტარულად არასწორია და საკითხის არ ცოდნის გამოვლინებას წარმოადგენს.

 

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს შეიცავს ფსიქიატრ მარინა გეგელაშვილის კომენტარი: თავდაპირველად ის აღნიშნავს, რომ ”ცალსახა კორელაციის აღმოჩენა, მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტებისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით მიღებული შედეგების დაყრდნობით, არ შეიძლება.  ადიქტური მიდრეკილებები შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციის შედეგად არ გამოვლინდეს” (ციტატის დასასრული), ხოლო შემდეგ მისივე თქმით, „ქცევითი გადახრების (მათ შორის, ადიქტური) განვითარებაში მონაწილეობენ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები. გარდა ამისა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური პროცესები და სოციალური სტიმულები...“  ქ–ნ მარინას მიერ განვითარებული მსჯელობის მეორე ნაწილი, როგორც ჩანს თვით ავტორის მიერ გაუცნობიერებლად, პირდაპირ ცხადჰყოფს და ადასტურებს ფსიქო–ფიზიოლოგიური კვლევის აქტუალობასა და სამეცნიერო მნიშვნელობას. 

მათთვის, ვინც რეალური ვითარების ობიექტურად გარკვევაშია დაინტერესებული, მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კველვა მიზნად ისახავს ფსიქიკური  პროცესის თანმდევი ფიზიოლოგიური სურათის შესწავლას, რაც მსოფლიოში სამეცნიერო ინსტიტუტების ფარგლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს. განვითარებულ სახელმწიფოებში ფართოდაა დანერგილი ფსიქოლოგებისა და ფიზიოლოგების ერთობლივი კვლევები, რომელიც მიმართულია ფსიქიკური ფენომენების/ქცევითი გამოვლინებებისა და თავის ტვინში მიმდინარე პროცესების კორელანტების შესწავლაზე (National Institute of Drug Addiction, Institute of HeartMath; Research Institute for Psychology & Health - P&H, Institute for Psychological Research at Universidad del Salvador etc.).

ინგლისურენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული პრობელმა მოიხსენიება, როგორც Disposition to Deviancy/Deliquent Behavior;რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში _ склонность к девиантному поведению.

ჩვენს მიერ გამოყენებული ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდი არის სტანდარტიზირებული ტესტი (Фрейбургская анкета, Клейберг Ю.А., 2001; методики диагностики склонности к отклоняющемуся поведению. კითხვარი  სპეციალიზირებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ სკალათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს  მოზარდის დევიანტური ქცევის განხორციელებისადმი მიდრეკილების გაზომვას.

მოცემული  მეთოდიკა სხვადასხვა ქვეყნებში (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) 1992 წლიდან წარმატებით გამოიყენება. იგი უზრუნველჰყოფს რისკ–ჯგუფების დევიანტური ქცევის ფორმირების ადრეულ ეტაპებზე იდენტიფიკაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დროულ ინტერვენციას (ჩარევას) პიროვნული განწყობების ცვლილებისა და ოჯახური ურთიერთობების კორექციის მიმართულებით, გარდა ამისა შესაძლებელი ხდება მოზარდების ადაპტაციური რესურსების ზრდის ხელშეწყობა და ასოციალური ქცევის ფორმირების რისკების შემცირება.

აქვე დავძენ, ჩვენი ზემოთხესნებული ოპონენტების საყურადღებოდ, რომ ამ გამოკვლევაში ვინმეს სტიგმატიზაცია ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, კიდევ იმიტომ არის გამორიცხული, რომ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, როგორც რისკის ჯგუფს, ასევე რისკ ფაქტორთა არ მქონეებს (ე.წ. საკონტროლო ჯგუფს). ამიტომ მოზარდების განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევა კატეგორიულად არ მომხდარა.

შესაბამისად, ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის წუხილი ამ თემაზე, ასევე უსაფუძვლოა: ”ამდენ ბავშვს სტიგმა უნდა გაუჩნდეს, რომ არის მომავალი ნარკომანი. საშიში ისაა, რომ სტიგმა უჩნდება ოჯახსაც, მონაწილეების სახელები საზოგადოებისთვის ანონიმური რომც იყოს, ეს არ გამორიცხავს თვითსტიგმატიზაციის საფრთხეს“ (ციტატის დასასრული).

დევიაციური ქცევის მიმართ რისკის მქონე მოზარდების კველვა ჩატარდა APA-ს მიერ დადგენილი სტანდარტის დაცვით (www.apa.org); კველვის ეთიკურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც შემუშავებულ აქვთ ბრიტანეთისა და აშშ–ს ფსიქოლოგიურ საზოგადოებებს.

პროექტი საქველმოქმედოა და ტარდება ყოველგვარი დაფინანსების გარეშე –სამეცნიერო–პროფესიონალურ ენთუზიაზმზე. კვლევა დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. ფსიქო–ფიზიოლოგიური მაჩვენებლებზე  სამეცნიერო მსჯელობა წარიმართება აღწერით ანალიზის ფარგლებში. მონაცემები გაეგზავნებათ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, რომელთაც წარდგენილი აქვთ კვლევის სამეცნიერო–პრატიკული მნიშვნელობის  შეფასების წერილობითი რეცენზიები (www.puip.ge)  

შემოდგომაზე, როგორც რისკის მქონე, ასევე რისკის არ მოქნე მოზარდებისათვის, იგეგმება ქცევის კორექციაზე ორიენტირებული ფსიქოლოგიური საქველმოქმედო მუშაობა და ტრენინგები მშობელთათვის.

პროექტი ფსიქო–ფიზიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით იგი არ მიეკუთვნება ბიო–სამედიცინო კვლევათა რიცხვს, ჩვენ მიერ დაცულ იქნა ყველა ის ძირითადი პრინციპი და მოთხოვნა, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის კონვენცია “ადამინის უფლებები და ბიო–სამედიცინო კველვები” [ოვიედო (ესპანეთი), 1997 წ.], აღნიშნული კონვენციის მოთხოვნათა დაცვა აუცილებლად მივიჩნიეთ იმის გამო, რომ კვლევის ობიექტს ადამიანი წარმოადგენს.

კვლევაში მონაწილეთა ვინაობა მკაცრად კონფიდენციალურია. კველვის წინ თითოეული მშობლის/მეურვის და მოზარდისაგან მიღებულია წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ინტერვიუირება მიმდინარეობდა „პირისპირ“ რეჟიმში.  

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მკითხველისთვის მიგვინდია ისეთ აქტუალურ და გლობალურ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც ნეტგაზეთის ჟურნალისტის რესპონდენტებმა, თავიანტი კომენტარებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს:

თუ ბავშვს/მოზარდს აქვს პრობლემა და მიდის ფსიქოლოგთან, უკეთესი იქნება, რომ არ მივიდეს? სტიგმატიზაციაა მოზარდისა და მშობლების დახმარება და პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობა? პრობლემების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის უმჯობესია არსებულ პრობლემაში გარკვევა და დროული პრევენციული ზომების მიღება სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ – უფრო მეტად გამართლებულია დამალვა, რეალობაზე თვალის დახუჭვა და უმოქმედობა?    ფსიქოლოგიურ კვლევასთან ერთად, პრობლემის ფიზიოლოგიური ასპექტების შესწავლა; მშობლის, მოზარდის წინასწარი თანხმობითა და სათანადო  მომზადებით მიმდინარე გამოკვლევა პრობლემის მოგვარებას ემსახურება, თუ არა?

 სტატიის „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში“ წაკითხვის შედეგად იქმნება ასეთი სურათი: როგორც შუასაუკუნეების ინკვიზიციის პერიოდში ეშინოდათ მეცნიერული გამოკველვების, სამეცნიერო ინსტრუმენტების და მათ „ეშმაკის მსახურებას“ მიაწერდნენ, იგივე დამოკიდებულება აქვთ XXI საუკუნეში ზოგიერთს...

 იმ დროს, როდესაც მშობელი და მოზარდი ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე, ენთუზიაზმითა და მადლიერებით მონაწილეობს მათთვის სასიკეთო საქმეში.

 

 


ამავე თემაზე:

საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში

 

კომენტარი

სათაური:
NLO
ვისგან:
შიგთავსი:
გაგარინ მორიგ გაფრენამდე გოგოტიშვილს შეუარე ან გიშველის ან თან გამომგყვება.
სათაური:
იური გაგარინი
ვისგან:
შიგთავსი:
NLO,ისეთი ტვინის პატრონი ჩანხარ, რომ არც ფასიანი და არც უფასო მაგნიტები და რეზონანსები არ გიშველის. ტყუილად ნუ გაუნტერესებს!
სათაური:
NLO
ვისგან:
შიგთავსი:
შვილს ასეთ კვლევაში არ ჩავრთავდი. მომავლის მოდელირებები ექსტრასენსორიკის სფერო უფროა. კიდევ საინტერესოდ მეჩვენა შეთავაზება "სურვილის შემთხვევაში, “ავერსის კილინიკაში” მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ." ეს " სურვილის შემთხვევაც" ფინანსდება?
სათაური:
NLO
ვისგან:
შიგთავსი:
შვილს ასეთ კვლევაში არ ჩავრთავდი. მომავლის მოდელირებები ექსტრასენსორიკის სფერო უფროა. კიდევ საინტერესოდ მეჩვენა შეთავაზება "სურვილის შემთხვევაში, “ავერსის კილინიკაში” მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ." ეს " სურვილის შემთხვევაც" ფინანსდება?
სათაური:
Nino
ვისგან:
შიგთავსი:
მიხარია,რომ მოაზროვნე ადამიანებიც გამოეხმაურა ამ სტატიას. ფეისბუქზე დადება კარგი იდეა იყო. ალბათ სხვებიც შემოგვიერთდებიან. მე და ჩემი ვაჟი თვითონ ვმონაწილეობდით ამ გამოკვლევაში. ისე დაგვეხმარნენ, ალბათ ვერასდროს გადავუხდით. ამ კრიტიკოსებს, რომ ვუყურებ რა დღეში არიან, ვფიქრობ არ აწყენდათ თავად გამოეკვლიათ რა ალაპარაკებთ იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ. რა დღეში ვიყავით მთელი ოჯახი მას შემდეგ, რაც ბიჭს გარდატეხის ასაკი დაეწყო, ძნელი მოსათხრობია. რაც მე მშობელთა კრებებზე დღეს მაყრიდნენ... ჩაგვიტარეს ამ კეთილმა ადამიანებმა ტესტირება ორივეს, გაგვესაუბრნენ და ზუსტად ამიხსნეს, როგორ უნდა მივდგომოდით შვილს, რომ არსებული ასაკობრივი პრობლემები გამოგვესწორებინა. შეგვპირდნენ, რომ ტრენინგებსაც ჩაგვიტარებენ. მე არ ვიცი ვის იცავენ ეს მონადირეები, მაგრამ ჩემი შვილი ამბობს,იმედი გამიჩნდა, რომ სკოლაში საქმე უკეთ მექნებაო. ჩემს ირგვლივ ვინც მიაკითხა მაგ ხალხს, ყველა კმაყოფილია –უფროსიც და უმცროსიც. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში კარგ ინიციატივებს ასე ებრძვიან. ჩვენი ქვეყანა ამ დღეში იმიტომაა, რომ ვერაფერზე ვსწავლობთ ჭკუას, რომ ერთმანეთის "ჭამა" და ძირის თხრა სასიკეთოს ვერაფერს მოგვიტანს.
სათაური:
manana
ვისგან:
შიგთავსი:
qalbatono qeti,samwuxarod xachapuris cxoba ar vici,(kargad)samagierod atasobit bavshvs gauvlia chems xelshi da aseti eqsperimentebis dareshec shevdzelit jansagi taoba gagvezarda chveni samshoblostvis.me arc fsiqologias da arc fsiqologebs ar vaknineb da arc mati sawinaagmdego maqvs rame,magram aseti eqsperimentebit mozardi taobis tvinis da mati fsiqikis dangevas veravis movuwoneb,es chemi subieqturi azria,bolosdabolos chven janmrteli momavali gvchirdeba tu naeqsperimentali,wamlebze damokidebuli da darobotebuli adamianebi?!psiqologebi adamianebs unda exmarebodnen rata mat tavisi sheucnobeli sheicnon, uket shedzlon tavis warmochena qveynisa da eris winashe.
სათაური:
Keti
ვისგან:
შიგთავსი:
qalbatono manana, seriozuli gancaxdebaa. Bravo! ramdeni klasi iswavleT skolaSi? Tqven rom gisminoT, fsiqologiaa saerTod gasauqmebeli. kidev kargi TqvenisTanebs ar ekiThebian... AcxeT xachapurebi, albat es mainc uket gamogdit!
სათაური:
manana
ვისგან:
შიგთავსი:
qalbatono tea, tavi daanebet am saechvo eqsperiments da sapatriarqos saxelis shelaxvas,mogvecit sashualeba mshoblebs tavad vizrunot chvens shvilebze,yovelgvari eqsperimentebis gareshec iolas gavalt, vaswalvot kactmoyvareoba da gvtis satnod cxovreba,xolo visac samwuxarod patroni ar yavs, imas eklesia mixedavs!
სათაური:
ელენე
ვისგან:
შიგთავსი:
ქალბატონი ირკას ნააზრევს მინდა მცირე კომენტარი გავუკეთო, რადგან დანარჩენი კრიტიკოსების მოსაზრებებიდან დასკვნის გამოტანა ჭირს... ქალბატონი ირკა, როგორც ჩანს თვითონ არის ნარკომანიის პერველადი პრევენციის სფეროში "მაღალი პროფესიონალიზმის მქონე" და იმდენად კარგად იცნობს ამ კველვას, რომ თამამად შეუძლია სხვის პროფესიონალურ დონეზე მაღალი ტრიბუნიდან მსჯელობა.:)ისე გაარკვირვა ქ–ნი თეას მიერ მოყვანილმა არგუმენტაციამ,რომ გააფთრებულს უწოდებს, თითქოს თვითონ და მისი თანამოაზრეები არ იყვნენ ამ, მართლაც კუდიანებზე ნადირობის ინიციატორებიცა და ავტორებიც. ისე, ამ მიმოწერის შემყურეს კითსვა გამიჩნდა: პირადი რა მოტივები რჯით ქალბატონ ირკას და მის თანამოაზრეებს, მართლა ასეთი გააფთრებით, რომ ებრძვიან ამ ადამიანს?
სათაური:
irka
ვისგან:
შიგთავსი:
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი განცდა დამრჩა, თეა გოგოტიშვილი ძალიან გაბრაზებულია მისი "ბრწყინვალე" მიგნება რომ გააკრიტიკეს და ცდილობს დაასაბუთოს თავისი იდეის სისწორე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოიდ აგრესიული თავდაცვითი პოზიციით. ნარკომანიის პირველადი პრევენცია არის თემა, რომელიც მართლაც ძალზე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. "არ ავნოს" პრინციპის ასეთი ხშირი ხსენებაც ამ სტატიაში დაცვის მექანიზმის ნაწილი მგონია და თითქოს ბოლომდე არც არის გაცნობიერებული მისი არსი. ნებისმიერი სახის კვლევის პროცესში (განსაკუთრებით ასეთ ფაქიზ თემაზე) ყოველთვის გასათვალისწინებელია ნებისმიერი ხელისშემშლელი ან/და ზიანის მომტანი ფაქტორი,რაც გავლენას ახდენს კვლევის პროცესზე. მაგრამ ამგვარი გააფთრებული თავდაცვითი პოზიცია ადგილს აღარ უტოვებს საღ აზრს და კამათს, სადაც ჭეშმარიტება იბადება. რაც შეეხება კვლევის მთავარ იდეას, გამოვავლინოთ დევიციური ქცევისკენ ბავშვის მიდრეკილება, ეს მართლაც საშიში ტენდენციაა და უკვე ამ ქმედებითაც ვახდენთ სტიგმატიზაციას, ხოლო თუ ნარკომანიის პრევენციული ღონისძიებების გატარება გვინდა რა საჭიროა ბავშვების/მოზარდების გარკვეუკლ ჯგუფებად დაყოფა, მაშინ როდესაც რისკ ჯგუფი ზოგადად ბავშვები/მოზარდები წარმოადგენენ? ამ კომენტარის გაკეთება ერთადერთი მიზეზით გადავწყვიტე, რაც უფრო მეტად ჩართული ვიქნებით მთელი საზოგადოება ნარკომანიის პრევენციის საკითხებში, რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი ყურადღება ამ თემის მიმართ, მით ნაკლებად დაირღვევა "არ ავნოს" პრინციპი და მით უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან "პროფესიონალები" ამ საკითხებს. P.S. იმედი მაქვს, გრამატიკული შეცდომების მიღმა, ჩემს სათქმელსაც დაინახავთ.
სათაური:
Paco
ვისგან:
შიგთავსი:
სხვაგვარ პასუხს არც ველოდი. ისევ კონკრეტიკას მოკლებული საუბარი. ჩემი აზრით საჭიროა გაკეთდეს განცხადება და ცდის პირებისა და მათი მშობლების ინტერვიუირება რათა გადამოწმდეს მეთოდოლოგია, რომლითაც მათთან იხელმძღვანელეს. მაინც გაუგებარია, რატომ არ ხდება პროექტის გასაჯაროება და ყველა გამოყენებული ინსტრუმენტის გამოქვეყნება.
სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
getanxmebi alex kvelaze didi ubedureba isaa rom am 17 milioni bavshvidan yvela meotxe tvitmkvlelobit amtavrebs sicocxles antidepresantebidan gamomdinare.kidev erti mtavari mizani maseti experimentebis is aris rom sorosis programit dafinansebuli socialuri mushakebis didi armia yovel wels amtavrebs amerikis sxvadasxva universitetebs, romlis momzadebashic erti adamiani 100000 dolari ujdebat. scored soc-mushakebis kompetenciashi shedis sxvadasxva kvlevebis daskvnebit moaxvedron rac sheidzleba meti mozardi tu zrdasruli mosaxleoba fsikologebis da fsikiatrebis xelshi. ris shemdegac mati martva gacilebit advili ikneba.
სათაური:
tasiko
ვისგან:
შიგთავსი:
vaa, vin aris alexi? mgoni, Semiyvarda
სათაური:
Noki
ვისგან:
შიგთავსი:
Alex,ფილმები აქ არაფერ შუაშია. თუ თქვენ არ აღიარებთ ზოგადად ფსიქიატრიას, ეს სხვა საქმეა და აქ უადგილოა სრულიად.
სათაური:
მკითხველი
ვისგან:
შიგთავსი:
კარგი იქნება, რომ იმ სპეციალისტებმა, ვინც კვლევას აკრიტიკებდნენ, ახლა ქალბატონ თეას არგუმენტებს უპასუხონ...
სათაური:
alex
ვისგან:
შიგთავსი:
"კუდიანებზე ნადირობა" - ძალიან სასაცილო სახელდებაა. ტექსტის ავტორი იმ ბრალდებას აბრუნებს უკან, რაშიც უხეშად რომ ვთქვად, თავად ზემოთ აღნიშნული პროექტია დადანაშაულებული. მარტო ამერიკაში 17 მილიონ სკოლის მოსწავლეს აჩვევენ სტიმულატორებს და ანტიდეპრესანტებს. ადამიანებს მათი თანხმობის გარეშე "მკურნალობენ" და ფსიქიატრები ამაზე მილიონობით ფულს შოულობენ. მათ ვისაც მოცემულ საკითხზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, შეუძლიათ ამ ფილმით (ფსიქიატრია - სიკვდილის ინდუსტრია) დაიწყონ საკუთარი ინფორმაციული ბაზის შევსება. http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4211&order=1.1&search=%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90 ჩემი სათქმელისთვის სიმძაფრის მისანიჭებლად, წარმოიდგინეთ, რომ ამ "უვნებელ" მკურნალობას დაქვემდებარებოდნენ ის არტისტები, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, რომელთა გარეშე შეუძლებელია კულტურის, როგორც ცოცხალი ფორმის წარმოდგენა. წარმოიდგინეთ თუნდაც მოსე, რომელიც ამბობს, რომ ხმა ჩაესმის და ამბობს: "არა კაც კლა!" ამ დროს მოდიან თეთრხალათიანი ბიძიები, იჭერენ მოსეს და მას შიზოფრენიის დიაგნოზს უსვამენ. ჩვენ ხომ დღემდე ერთმანეთს დავხოცავდით.
სათაური:
alex
ვისგან:
შიგთავსი:
"ასოციალური/დევიაციური ქცევის მიმართ რისკის მქონე მოზარდების ფსიქო–ფიზიოლოგიური კვლევა და ქცევის კორექციაზე მიმართული დახმარების" მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ "შეზღუდოს" და მოათვინიეროს ინდივიდი, რომლის ქცევის ნორმები არ ჯდება არსებული სისტემის ჩარჩოებში, რადგან სახელმწიფოს, საპატრიარქოს აქვს პრეტენზია ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების, რეალობის რეგლამენტირება მოახდინოს. გარკვეულწილად ამაზეა საუბარი ჟილ დელეზის წიგნის "ანტი-ოიდიპოსში". შიზოფრენია იმარჯვებს კაპიტალიზმზე. პარანოია კი ფაშიზმსა და რეაქციაზე. რათქმაუნდა მესმის იმ ჟურნალისტის, ვინც 17 წამიანი ანონსის ნახვის შემდეგ დაწერა სტატია „საშიში ექსპერიმენტები მოზარდების თავის ტვინში", რადგან პირველი რაც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოგდის თავში - "მექანიკური ფორთოხალია". მაგრამ როგორც ჩანს "მექანიკური ფორთოხალი" მერცხალია, რომელმაც გაზაფხულის მოყვანა ვერ შეძლო.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ლობოტომია ქართულად

ლობოტომიის შედეგად გონებაგათიშული ადამიანი არა მარტო ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის გახდა  მიმზიდველი. მსოფლიო აღიარების შემდეგ ახალ მეთოდს ყურადღება „სხვებმაც“ მიაქციეს. განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმები დაინტერესდნენ. მაგრამ რამდენიმე მილიონი მოქალაქისთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, თანაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარ შესაძლებლობებს სცილდება, ამიტომაც სკალპელის ფუნქცია ავტორიტარულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებებმა იკისრეს.

წინა | შემდეგი
2012-02-04 | ჯანდაცვა 

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი "მისი სახელის ხსენებას"?

დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.

გია ნოდია: პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე

პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს ობამა–სააკაშვილის შეხვედრას, თუმცა ობამას მოწოდებაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ხედავს.

წინა | შემდეგი