ახალი ამბები

ქოქოლაძის წარმომადგენელთა განცხადება

”ელიტ ელექტრონიქსში  ყველა ინფორმაცია და ბიზნეს ხელშეკრულებები  გამჭვირვალე და კანონიერი იყო” - აცხადებენ  ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები და დარწმუნებულნი არიან, რომ  ყველა ინფორმაციის   სასამართლოში წარდგენის შემდეგ,   სასამართლო  სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ანზორ ქოქოლაძეს ეჭვმიტანილის სტატუსს მოუხსნის. 

”ელიტ ელეტქრონიქსის” დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების გამო ედება ბრალი.    ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ქოქოლაძემ  2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.

"თიბისი ბანკი" "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის დაკავებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.  "ინტერპრენიუსს" ბანკში განუცხადეს, რომ მათ არანაირი სარჩელით ან საჩივრით სასამართლოსთვის ან პროკურატურისთვის არ მიუმართავთ.

„საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა“ – ამ ნაბიჯით „თიბისი ბანკი" ცდილობს მის მიერ „ელიტ ელექტრონიქსის“  მითვისების ფაქტის  გადაფარვას” - ნათქვამია ქოქოლაძის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  ”თიბისი ბანკის”  ელიტ ელექტრონიქსის ახალმა მენეჯმენტმა ”ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელსა და ყოფილ მმართველს ანზორ ქოქოლაძეს ბრალი წაუყენა, თითქოს მან  "ელიტ ელექტრონიქსის" ქონება მიითვისა, რაც, რა თქმა უნდა, "თიბისი ბანკის" მხრიდან კიდევ ერთი უსაფუძვლო  ბრალდებაა”–აცხადებენ ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

"თავისუფალი დემოკრატები" ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცებს, ითვალისწინებს პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასაც.

წინა | შემდეგი
2012-02-05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

წინა | შემდეგი