კომენტარი

ნგიახოლისა-ანუ რატომ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა ბოდიში

„ნგიახოლისა“ ზულუს ენაზე ბოდიშს ნიშნავს. ზულუ ერთ–ერთი უძველესი და უმსხვილესი აფრიკული ტომია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში თეთრების აპარტეიდული მმართველობის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. თეთრკანიანთა მხრიდან შავკანიანებისადმი მიყენებულ დამცირებასა და ჩაგვრაში გუშინ თავისი წვლილი საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა.

გუშინდელი რასისტული გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილმა შავკანიანთა მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ თითქოს პრეზიდენტმა მხოლოდ ხალხში მოარული გამოთქმა გამოიყენა, ყოველივე რასობრივი ელფერის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის გამართლებად და შესამსუბუქებლად არ გამოდგება. ქართულ გამოთქმებში მართლაც  რომ ბევრია არაქართული ჯგუფების დამამცირებელი სახელები და გამოთქმები, ისევე, როგორც  ქალების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამომხატავი ფრაზეოლოგია. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იმთავითვე გულისხმობს ასეთი გამოთქმებისაგან, მითუმეტეს საჯაროდ,  თავის შეკავების უნარს. ქვეყნის პირველი პირისაგან ასეთი გამოთქმების გამეორება, განსაკუთრებით სატელევიზიო ეთერში, ხელს უწყობს მათ დამკვიდრებასა და გამყარებას, იმის მაგივრად, რომ გამოიწვიოს მათ მიმართ წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობა.

მიხეილ სააკაშვილისგან მორიგი, ამჯერად რასისტული გამოთქმა გასაკვირი არ ყოფილა. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ლექსიკონში, პოლიტიკური კრიზისის სხვადასხვა ეტაპზე, გამოჩნდებოდა ხოლმე სხვადასხვა ასეთი ჯგუფები, რომელთა გამოცალკევებითა და აბუჩად აგდებით იგი ცდილობდა  საკუთარი პოლიტიკის გამართლებას და ახსნას. ერთ–ერთ ეტაპზე ეს იყო “ჩარეცხილი” ოპოზიცია და ინტელიგენცია, შემდეგ  იყო ოქრუაშვილის მიერ დახატული ფეკალიების მსმელი რუსები,  ბესო ჯუღელის “მიკირტუმა”, დაბოლოს, მთავრობის სხდომაზე სააკაშვილის მიერ საკუთარი მთავრობისათვის განკუთვნილი მეტაფორები.

გუშინ სააკაშვილის  გამოთქმა– “ზანგები ხომ არ ვართ, ასე ველურებივით რომ ვიქცევით”– ერთ–ერთი ნაწილია შეურაცხყოფასა და დამცირებაზე აგებული სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკისა. თუ მანამდე გამოთქმების დროს შეურაცხყოფა ხდებოდა ასაკისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით, გასაკვირი არ არის, რომ ამჯერად ეს გამოთქმა რასისტული იყო. 

დადებითად გასაკვირი და სასიხარულო  იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს ყოფნოდა სიმამაცე და ამ სიტყვიერი გადაცდომისათვის, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაჩაგრული რასისათვის ბოდიში მოეხადა. მარტივად და დროზე წარმოთქმული „ნგიახოლისა“–თი იგი გამოისყიდდა არა მხოლოდ ამ გამოთქმით მიყენებულ შეურაცხყოფას, არამედ ასევე საძირკველს ჩაუყრიდა საზოგადოების ახლებურ დამოკიდებულებას განსხვავებული ჯგუფების მიმართ. საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, დამცირებასა და განსხვავებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მაგივრად, გამხდარიყო გაერთიანებასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკისაკენ შემობრუნების მოწმე.

 

ავტორის შესახებ

ანა დოლიძე გახლავთ იურისტი, კორნელის უნივესტიტეტის (აშშ) მკვლევარი. წლების განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

კომენტარი

სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
Vinc amas "rasizmad" tvlis.. unda DAPIKRDES sitkva - "KONTEXSTIS" mnishvnelobaze! /: Kretini halhi hart ra... kretini da tutuci. Mere vinme kide rom moprindeba tkven dasabombad nu gagikvirdebat da amas Saakas nu abralebt... es sakartvelos mteli istoriis mandzilze ase iko... imitom rom dzalian bevri @a am kvekanashi... da tan verc gaachumeb am halhs... unda ilaklakon... da kvelapershi cudi dainahon...
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
Daetie mand da ikidan chkuas nu gvarigeb. Ak aravis araprad schirdebodi(sheni ojahis garda) da daitske imis inscenireba gegoneba kovel dge gasapatiureblad dagdevdnen Saakashvilistebi... kargi ra, an shen an sheni bezdelniki, isterichka da @ kmari cota gonze modit... ram @evat ase... /: P.S. გუშინდელი რასისტული გამოთქმით - Ekimi gchirdeba an mamakaci.
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
ანა დოლიძე - Ana, daetie ra am Amerikashi. Hom miige sheni "tavshesapari"? Riti vegar gadzgi? Imis mtkicebis garda rom sakartveloshi "diktatura da tiraniaa" Shtatebshi meti riti har dakavebuli? Kvela vinc rusettan puls aketebs albat Leininivit "gamosadeg idiotad" gtvlis. (Ak sheuratskopas ar gakeneb.. es istoriuli kontextia dzvirpaso)
სათაური:
ლაშა დიდი ასოთი
ვისგან:
შიგთავსი:
და საერთოდ: დროა შევეჩვიოთ სამყაროს აღქმას კონტექსტებისგან დამოუკიდებლად. ალბათ, ეს არის და იყო ლიბერალური დემოკრატიზაციის გზა – განზრახვის კვდომა საქციელის წინაშე. იგივე ეხება პრეზიდენტსაც. ალბათ, ერთადერთი კონტექსტი, რომელიც შეიძლება შერჩეს სახელმწიფოს (ვიდრე იგი სახელმწიფოა), არის მოქალაქეობის ქონა–არქონა და, შესაძლოა, ამომრჩევლის ასაკი. ხოლო ყველა სიტყვაზე გამოკიდება თუ დავიწყეთ, აივსება ჩვენი ძვირფასი ფორუმები მარადიული საუბრებით ბიბლიის სექსიზმზე. ვისაც მოსწონს, ისაუბროს! მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დისკუსია აღარაა, არამედ სიტყვიერი გართობა. როგორც ლექსი... რომელსაც წერენ მაშინაც, თუ მთვარის შუქის პრობლემა გადაჭრილია და აღარც ისაა საიდუმლო, "ასე რატომ ცემს გული".
სათაური:
ლაშა დიდი ასოთი
ვისგან:
შიგთავსი:
მე პირადად სიტყვის თავისუფლების მომხრე ვარ, როცა – და ამ შემთხვევაში ეს ასეც არის... მგონი, – ეს არავის არავითარ პირდაპირ ზიანს არ აყენებს.
სათაური:
tasiko
ვისგან:
შიგთავსი:
"გუშინდელი რასისტული გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილმა შავკანიანთა მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა” ანუ იმას ამტკიცებთ, რომ პრეზიდენტი რასისტია? ეგ უკვე დემაგოგიაა
სათაური:
iskanderi
ვისგან:
შიგთავსი:
როგორც ვიცი, ცივილიზებული ადამიანი სიტყვა ზანგს შავკანიან რასასთან არ აიგივებს და ცუდი პირიქით, ასეთი გაიგივების მცდელობაა. პრეზიდენტს რომ ეთქვა: ”მართლა შავტრაკები” და ველურები ხომ არ ვართ . . .”, ეს კავკასიელი ხალხის შეურაცყოფა იქნებოდა?!:) ისე სწორია, იმდენი ნაძირალაა ჩასაფრებული, ლაღად და ბუნებრივად ალალად საქართველოში ვერასდროს ისაუბრებს საჯარო პირი.
სათაური:
iskanderi
ვისგან:
შიგთავსი:
როგორც ვიცი, ცივილიზებული ადამიანი სიტყვა ზანგს შავკანიან რასასთან არ აიგივებს და ცუდი პირიქით, ასეთი გაიგივების მცდელობაა. პრეზიდენტს რომ ეთქვა: ”მართლა შავტრაკები” და ველურები ხომ არ ვართ . . .”, ეს კავკასიელი ხალხის შეურაცყოფა იქნებოდა?!:) ისე სწორია, იმდენი ნაძირალაა ჩასაფრებული, ლაღად და ბუნებრივად ალალად საქართველოში ვერასდროს ისაუბრებს საჯარო პირი.
სათაური:
ninaka
ვისგან:
შიგთავსი:
მიუხედავად იმისა პრეზიდენტი ისახავდა თუ არ ისახავდა მიზნად ფერადკანიანთა შეურაცხყოფას ფაქტია რომ ეს გამონათქვამი რასისტული იყო. შეიძლება თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ გამონათქვამად ხმარობს მსგავს მეტაფორებს,მაგრამ ეს ალიბად არ გამოდგება. ტელევიზიით ადამიანი მსგავს ფრაზას რომ იტყვის მან პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს თავის სიტყვებზე და ბოდიშიც უნდა მოიხადოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტი იქნება თუ უბრალო მოქალაქე !!! ...
სათაური:
courage
ვისგან:
შიგთავსი:
რასისტი ნამდვილად არ არის, უბრალოდ წამოცდება ხოლმე. აი თქვენ კი, ნამდვილად თვალთმაქცი და ორპირი ხართ. თქვენს მეორე ნახევართან ერთად, რომელსაც არც ნიჭი აქვს, არც ნამუსი და უბრალოდ ტუტუცია. სიყვარულით თქვენი კურაჟი
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
რასისტული ნამდვილად არ არის, ამას უფრო ეკონომიური ელფერი აქვს - განსხვავება "დონისა" ევროპელ-ამერიკელების ანუ თეთრების, აფრიკის ანუ ზანგებს შორის. ხშირად გამიგია ასევე, "შე, პაპუასო" - ამით პაპუა-ახალი გვინეის ხალხს კი არ აყენებენ შეურაცყოფას ან დისკრიმინაციას არამედ დამკვიდრებული ძველი სტერეოტიპია, როდესაც პაპუასელებს ხალხს მჭამელად მიიჩნევდნენ. ასევე გვხვდება შიდა "ნაცისტური" გამოთქმები: სადაც კახელს წარმოსახავენ ხის თავად, სვანს - კეპრს და შეუგნებელს, რაჭველს - მძიმეს, ნელს, დუშელს - ქვების მსროლელს, და ასევე თბილისელბის შტოების - სვეტებს და გოიმებს ან სოფლიდან ჩამოთრეულებს:) ასეა თუ ისე, პრეზიდენტს არ ეკუთვნის ამგვარი შედარებების გაკეთება რა ხასიათსაც არ უნდა ატარებდეს ის...
სათაური:
მანუჩარ კაჭახიძე
ვისგან:
შიგთავსი:
პატარა ბავშვი ტირის, და ეკითხებიან ტირილის მიზეზს. ის კი პასუხობს, - "გამდის და მიტომ ვტირიო". გასდის ამ კაცს და დაანებეთ თავი. პირველად, ცხოვრებაში მინდოდა იმ გობეჯიშვილის შვილი ვყოფოლიყავი, რომელიც არაკანონიერად დატუქსა ამასწინეებზე, სამშობლო არ უყვარსო. აი, მაშინ ჩემი რკინის ქალამნებით დავანახებდი, ვის არ უყვარს სამშობლო. ანა, ძვირფასო, საზოგადოება იმას ღებულობს, რასაც იმსახურებს.
სათაური:
gela jvania
ვისგან:
შიგთავსი:
sajaro pirebma, samarthlebrivad asethi sheuracxmyofeli da rasistuli gancxadebebisgan thavi unda sheikavon. mith umetes, mashin roca samarthlebriv da demokratiul saxelmtsifos msheneblobaze gaqvs pretenzia. qveyni prezidents, romelsac emsaxureba mrcheveltha mtheli kasta, ar egebis asethi quchuri da damamcirebeli epithetebith sheamkos ama thu im saxelmtsifos aborigeni mosaxleoba. me rogorc saqarthvelos moqalaqes mrcxvenia aseth xelisufaltha vulgaruli gancxadebebis gamo...
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
წინა | შემდეგი

ბიძინა ივანიშვილის წერილი ბარაქ ობამას

გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ბარაქ ობამასადმი გაგზავნილ ღია წერილს, რომელიც "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა.

2012-01-29

შალვა ტაბატაძე შაშკინის #837 ბრძანების შესახებ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #837 ბრძანების შესახებ, რომელიც სამინისტროს ნებართვის გარეშე ტრენინგებს, სემინარებისა და ლექციების ჩატარებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრძალავს, ნეტგაზეთთან კომენტარს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე აკეთებს.

წინა | შემდეგი