ეკონომიკა
2010-07-26

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 13 ობიექტზე გაიყიდა

26 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა.  აქუციონზე სამინისტრომ 19 ობიექტის ლიცენზია გამოიტანა, საიდანაც 13 გაიყიდა.

ჯამში  ლიცენზიების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 306 957 ლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირად, სოფელ ნატახტარში "ნატახტარის" მტკნარი სასმელი წყლის საბადოს ლიცენზია  გაიყიდა. შპს “ნატახტარის წყლებმა” ის 161 506 ლარად შეიძინა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურენცია მხოლოდ ერთ ობიექტზე დაფიქსირდა. სხვა ობიექტებზე კი კომპანიებმა კონკურენციის გარეშე  შეიძინეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ ობიექტები გასაყიდ ფასად გაიყიდა.

კონკურენციის შედეგად ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის გამოვლინება 55 793 ლარად გაიყიდა. ობიექტის ლიცენზიის გასაყიდი ფასი 11 800 ლარი იყო.

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-07 | პოლიტიკა 

ბანკების პოლიტიზირების საფრთხე იზრდება

კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება დაემატათ. „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა.

2012-02-07

ინტერესთა გამოხატვა „ნამახვან ჰესების კასკადზე“

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანია სააქციო საზოგადოება  „ნამახვან ჰესების კასკადმა“ პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

წინა | შემდეგი