ახალი ამბები

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, - ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

”საქართველო ევროკავშირის სამეზობლოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის დაცვის მიმართულებით”, - იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. პირველ ეტაპზე ევროკავშირში 18 სახეობის ქართულ ღვინის სახელწოდებას დაიცავენ, რაც შემდგომში სხვა პროდუქციის დაცვას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია. დოკუმენტის ოფიციალურ ხელმოწერამდე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“  წინასწარი ხელის მოწერა გაიმართება.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია მოაწერს ხელს, ევროკავშირის მხრიდან კი– ევროკომისიის  სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.

დღეისათვის ევროკავშირში დაახლოებით 3000 პროდუქტია რეგისტრირებული.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"თავისუფალი დემოკრატები" ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ

საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე საქართველო ევროინტეგრაციის კუთხით  ძალიან  დიდ გარღვევას ელის.  მართალია, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა “გარღვევაში”, თუმცა საქართველოს მოლოდინი გულისხმობს მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

წინა | შემდეგი
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი