ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

დაცვის მხარის ადვოკატის, მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი დაიკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები თავდებით გაათავისუფლონ.

დაცვის მხარემ შუამდგომლობით გათავისუფლება ივნისში, პირველ სასამართლო პროცესზე მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მიზეზად ბრალდების მხარის მოწმეებზე ზეწოლა დაასახელა.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია და ეჭვმიტანილების გათავისუფლება მიცემულ ჩვენებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"გვაქვს პარლამენტარების დიმიტრი ლორთქიფანიძის, ჯონდი ბაღათურიასა და საპატრიარქოს შუამდგომლობა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოუშვან. ბრალდების ყველა მოწმე დაკითხულია და მათი ჩვენებები საქმეში დევს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება საჭირო არ არის,"- ამბობს მანანა კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, მოწმეების დაკითხვა დღეს დასრულდება. მომდევნო სასამართლო პროცესზე განსასჯელებს დაკითხავენ.

"განსასჯელების დაკითხვამდე ჩვენ ვითხოვთ ვიდეოფირების ნახვას, რომელიც საქმეში დევს. მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოფირები ჩვენთვის უცნობია."

წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვიდი პიროვნება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები არიან. მათ 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრა ედებათ ბრალად.

ეჭვმიტანილებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ანგარიში მთავრობის საჯაროობაზე

დღეს, 15 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანალიზი იმ ანგარიშებისა, რომლებიც საქართველოში არსებულმა 600–ზე მეტმა საჯარო უწყებამ 10 დეკემბერს გამოაქვეყნა, თუმცა შესრულების დაბალი ხარისხის გამო საიამ მხოლოდ 200–მდე ანგარიშის შესწავლა მოახერხა.

წინა | შემდეგი

მიხეილ სააკაშვილი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა

საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა.

2012-02-03 | კვება 

ფიზიოლოგები შაქარზე საგადასახადო რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი ფიზიოლოგები მიიჩნევენ, რომ შაქრის მოხმარებისთვის ქვეყნებმა ახალი საგადასახადო რეგულაციები უნდა დააწესონ, ვინაიდან ის იმავე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, რასაც თამბაქო და ალკოჰოლი.

2012-02-03

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელიწადი გავიდა

დღეს, 3 თებერვალს, 7 წელიწადი შესრულდა საქართველოს პრემიერ– მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან.  საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზდრული ჯგუფის წევრები მის გარდაცვალებასთან დაკავშრებით პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

წინა | შემდეგი