გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ სურამში რადიაციული საფრთხე არ არსებობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სურამში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურამში რადიაციული ფონი მომატებული იყო და ამან გავლენა იქონია დამსვენებელთა რაოდენობაზე.
გუშინ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალისტები დაბა სურამში ჩავიდნენ, რათა რადიაციული ფონი შეემოწმებინათ. მათი გამოთვლებით, რადიაციული ფონი დაბაში ნორმის ფარგლებშია.
![]() |
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე |
კომენტარი