ახალი ამბები

პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში

ვადაზე ადრე გათავისუფლების სახელმწიფო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. კომისიაში 300 განაცხადია შესული. კომისიის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, განხილვას 160 განაცხადი დაექვემდებარება.

განაცხადთა სიაში სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულები მოხვდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ. განხილვის კომისიის დასრულებისთანავე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რამდენ პატიმარს გაუწევს კომისია რეკომენდაციას სასამართლოზე გასათავისუფლებლად.

პატიმართა შეწყალება იგეგმება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე.

კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეა. მისი განცხადებით, მომზადებულია 400-მდე საქმე. კომისია იმ პატიმრების საქმეებს განიხილავს, რომელთაც სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი   და დადებითი დახასიათება აქვთ.

”საკმაოდ ბევრი მასალა შეგროვდა. 400-მდე საქმე ეხება იმ პატიმრებს, ვისაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი და ვისაც მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია. მათ შორი ექვსი არასრულწლოვნის საქმეა”, - ამბობს ელენე თევდორაძე. 

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცებს, ითვალისწინებს პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასაც.

სასამართლო ჟურნალისტების სარჩელზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილი გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტებმა შსს-ს წინააღმდგ შეიტანეს 26 მაისს აქციის დაშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

წინა | შემდეგი
2012-02-05

თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი" უზრუნველყოფს

”ყაზტრანსგაზ-თბილისმა"ვალდებულება აიღო თბილისის საჯარო სკოლები ბუნებრივი აირით უწყვეტად უზრუნველყოს.

2012-02-05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

წინა | შემდეგი