ახალი ამბები
2010-07-28

ვერა ქობალიას და აჭარის მთავრობაში მუშაობს

23 წლის ნინა ქობალია აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას დის სამუშაო კაბინეტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშია.


იგი აპარატის სპეციალური წარმომაგენელია ამავე დეპარტამენტში.მისი თანამდებობაა -საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ”რეალურად ჩემი ფუნქცია აჭარაში ტურიზმის „პრომოუშენი“ და რეკლამაა. „ივენთების“ დაგეგმვას ვხელმძღვანელობ. ინტერნეტში კი “არტიკლებს” ვწერ, რომ მოვიზიდოთ ტურისტები ბათუმში”.

მას სოციალურ ქსელ  ”ფეისბუქზე” ახალი გვერდი აქვს გახსნილი, რომელსაც  “ბათუმი ივენთი” ჰქვია.


ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ  დაიწყო ამ თანამდებობაზე მუშაობა, გვპასუხობს, რომ დაწერა განცხადება და წარადგინა საპროექტო წინადადებები, რის გაკეთებას აპირებდა. ამის შემდეგ კი მოეწონათ და აიყვანეს სამსახურში:  ”მარტში ვიყავი ჩამოსული კანადიდან და ძალიან მომეწონა ბათუმი, გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი და მაშინ  ვერ დავრჩი.”
რა წვლილი მიუძღვის მინისტრ დას ნინას კარიერაში.?  -ამბობს, რომ მისი და, ძირითადად, რჩევებით შემოიფარგლება: ”ხშირად მინდა ვნახო ჩემი და, მაგრამ დაკავებულია და ბათუმში ვერ ჩამოდის”


აჭარის მთავრობის ყველაზე ახალაგზარდა თანამშრომელს ვანკუვერის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. როგორც თავად ამბობს, ურთიერთობის სპეციალისტია.

მთავრობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი სპეციალისტი ამ ეტაპზე დიჯეი მაია ქეის კონცერტის ორგანიზებითაა  დაკავებული.  ამბობს,  რომ დატვირთული დღის გრაფიკი აქვს. დატვირთული დღის გრაფიკის ჩინოვნიკი ხელფასის რაოდენობას საიდუმლოდ ტოვებს.


ნინა ქობალია ბათუმში  ახალი ბულვარის განაპირას,  კობალაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბინა პატარაა, მაგრამ მას აკმაყოფილებს. აგვისტოსთვის კი მშობლებს ელოდება კანადიდან. ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მშობლები შვებულების გატარებას ბათუმსა და ზუგდიდში აპირებენ.


ვერა და ნინა ქობალიების მამას კანადაში პურის ბიზნესი აქვს. ნინა 9 წლის იყო, როცა ოჯახმა საქართველო დატოვა.

ნინა ქობალია

ნინა ქობალია

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
2012-02-05

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

წინა | შემდეგი