ახალი ამბები

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ცხივნალში გამომავალი გაზეთის, "21 საუკუნე" რედაქტორია.

ცხოვრებოვმა “ამნესტი ინტერნეიშენალს” აცნობა, რომ შაბათს ცხინვალის ცენტრში  მას ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. დანებითა და პისტოლეტით შეიარაღებულ მოქალაქეებში მან სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სამი წევრი ამოიცნო. ცხოვრებოვის თქმით, აგრესიის მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობა და სამოქალაქო აქტივობაა.

"დეფაქტო მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ მსგავსი ქმედებები დასაგმობია", - აცხადებს ნიკოლა დაქუორთი, “ამნესტი ინტერნეიშენალის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი.

თემურ ცხოვრებოვი დღემდე ჰოსპიტალში იმყოფება.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

მანჯგალაძე: ბაჩო ახალაია ამერიკელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შორის.

სააკაშვილი ობამასთან შეხვედრით კმაყოფილია

“უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აქამდეც გამიმართავს შეხვედრები, ყოველი მათგანი იყო კარგი, მაგრამ ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული ამ კაბინეტიდან არც ერთხელ არ გამოვსულვართ, თანაც იმ მომენტში, როდესაც საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ კოლეგა ობამასთან შეხვედრის შემდეგ.

ლავროვის ვიზიტამდე ქართულმა მხარემ ფიჯის 200 ნეტ–ბუქი გადასცა

ახალზელანდიური რადიოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ერთი დღით უსწრებს ფიჯიზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრის, სერგეი ლავროვის სტუმრობას.

წინა | შემდეგი

"თავისუფალი დემოკრატები" ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

2012-02-03

მარეგულირებელი ორგანო ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” საჩივარზე განმარტებას აკეთებს

”კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” აცხადებს, რომ ის არ არის უფლებამოსილი, ცვლილებები შეიტანოს მთავრობის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში, რომელიც ეხება ”112”–ის მომსახურების ტარიფის დაწესებას.

2012-02-03

საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების მონიტორინგის შედეგები

ყველაზე მკაცრი შეფასება 26 მაისისა და ვეტერანების აქციის დარბევამ მიიღო. აქციებზე პოლიციის ქმედება გაუმართლებლად შეფასდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს.

წინა | შემდეგი