ახალი ამბები

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ.

მეორე აბზაცი არანაკლებ ინფორმაციულია: ”დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის კუთვნილებაა და იმ ადამიანთა ნამოღვაწარის შეფასება, ვინც ამ ტრაგიკულ სინამდვილეში ბოლომდე ასრულებდა ურთულეს მისიას. ალექსანდრე კლიმჩუკის და გიგა ჩიხლაძის ნამუშევართა გამოფენა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ისტორიას სჭირდება თანამოაზრეები”…

ჟურნალისტური საქმიანობის მესიანისტურ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ ამ პროფესიული მოვალეობის შესრულება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა. პროფესიის პატრიოტულ დისკურსში გადატანა და მისი იდეოლოგიზება კი საბჭოთა წარსულთან ან ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის მოწოდებებთან ასოცირდება, რომლის დროსაც ყველა სამსახური სამშობლოსთვის მსახურებას, სასიქადულო მამულიშვილობას ნიშნავს.

ალექსანდრე კლიმჩუკი ფრანგული Le Mond-ის, რუსული NewsWeek-ის, სააგენტოების Itar Tass, როიტერი, გაზეთების “კომსომილსკაია პრავდა”, “მოსკოვსკი კომსომოლეც” და სხვა გამოცემებისთვის მუშაობდა, იყო ფოტოსააგენტოს Caucasus Press Images ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორ და ჟურნალ "ნიუსვიქის" კორესპონდენტ გიგა ჩიხლაძესთან ერთად 2008 წლის აგვისტოში იგი კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას მოკლეს.  

2008 წლიდან მოყოლებული ალექსანდრე კლიმჩუკის გამოფენები გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში და გალერეაში ”აკადემია +”. აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, კლიმჩუკის მხატვრულ და დოკუმენტურ ფოტოებს, ასევე გიგა ჩიხლაძის კორესპონდენციას გაეცნოს.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ახალი გაზეთი: ქუთაისში "რუსთავი 2"-ის სტუდია იხსნება

ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებში "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის სტუდიები გაიხსნება.

პარტიების სატელევიზიო რეკლამა ბიუჯეტიდან დაფინანსდება

წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია.

სასამართლოში დღეს გადაწყდება”იგრიკას” დაყადაღების საკითხი

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 23 იანვარს, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააყადაღოს თუ არა ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის ქონება. მოსამართლე გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა, თამუნა ანდრიაძემ აცნობა.

წინა | შემდეგი
2012-02-04

ენერგოომბუდსმენი: მოქალაქეებს შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი წყლის გადასახადის დაბრუნება

ენერგოომბუდსმენის თქმით, იმ აბონენტებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ხარვეზის შესწორება და ელექტროენერგიის გათიშვის შიშით (კომუნალური გადასახადები ერთიანი ქვითრით იხდება) ზედმეტად დარიცხული წყლის გადასახადი გადაიხადეს, შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა, თუკი წარადგენენ შესაბამის ცნობას სამოქალაქო რეესტრიდან და წერილობითი განცხადებით მიმართავენ წყლის მიმწოდებელ კომპანიას.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

წინა | შემდეგი