საზოგადოება
2010-07-26 | ჯანდაცვა 

აბორტები, კონტრაცეფცია და სტატისტიკა

24 ათას 311 აბორტი დაფიქსირდა 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით.  ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანში აბორტების რეალური ციფრი დაახლოებით  7– ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

 2009 წლის აბორტების სტატისტიკა  ქვეყნის დაავადებების სტატისტიკური ანგარიშის წინასწარი მონაცემების ნაწილია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ანალიზისა და წარდგენის ცენტრის განყოფილების უფროსის, მარინა შახნაზაროვას თქმით,  2009 წლის აბორტების სტატისტიკა   წინა წლის მონაცემებისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. თუმცა არც ერთი მონაცემი რეალური არ არის.

„რეალური ციფრს გაგება ამ მონაცემებით მაინც შეუძლებელია, მანამდე  მაინც, სანამ ქვეყანაში კვლევა არ ჩატარდება“, –ამბობს შახნაზაროვა.

საქართველოში ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე კვლევა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. მორიგი კვლევა 2011 წელს უნდა ჩატარდეს.

 ასეთი კვლევა საქართველოში უკანასკნელად რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დაავადება კონტროლისა და პრევენციის აშშ–ს (DRH/CDC) ცენტრებმა, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს (UNFPA) და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2005 წელს ჩაატარა.

 კვლევაში  ქვეყნის მასშტაბით ექვსი ათასზე მეტი ქალი  მონაწილეობდა.  შედეგების მიხედვით,  2002–2005 წლებში საქართველოში  ყოველ 1000 ქალზე 104 აბორტი გაკეთდა. 2002–2004 წლებში  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, ეს რიცხვი 14.8–ს შეადგენდა.

 როგორც  მარინა შახნაზაროვა ამბობს, რეალურ და ოფიციალურ მაჩვენებლებს შორის ასეთი სხვაობა არარეგისტრირებული აბორტების დიდი რიცხვითაა განპირობებული.

 2005 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი  სხვაობა ოფიციალურ  და კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავკასიის ქვეყნებშია.    კვლევის მიხედვით, სხვაობა ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის კონტროლისა და შეფასების დაბალი ხარისხით, აბორტის პროცედურის არასწორი კლასიფიკაციით, დაფიქსირებითა და ანგარიშგებით არის გამოწვეული.  

 

„ოფიციალური მონაცემებით, კონტრაცეფციის გამოყენების  დაახლოებითი ციფრის გაგებაც შეუძლებელია“, –ამბობს შახნაზაროვა. მისი თქმით, ოფიციალური  მონაცემები  იმ ფაქტორის გამოც არ არის სრულყოფილი, რომ მონაცემთა ბაზაში პრეზერვატივები  ნახსენები საერთოდ არაა:  „მათი მოხმარება ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე ხდება, ისევე, როგორც აფთიაქში ნაყიდი ჰორმონალური კონტრაცეფციული საშუალებების“.

 ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წელს თბილისში კონტრაცეფციის მხოლოდ 1995 შემთხვევა დაფიქსირდა.

 უკანასკნელი (2005 წლის) კვლევის თანახმად, საქართველოში რეპროდუქციული ასაკის (15–44 წელი) თითქმის ყოველი მეორე ქალი სულ მცირე ერთ აბორტს იკეთებს. აბორტების ალბათობა კი ასაკთან ერთად იზრდება. აბორტების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (70 %) 35 წლის და უფროსი ასაკის ქალებზე მოდის. კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ოჯახის სასურველ სიდიდეს ახალგაზრდა ასაკში აღწევენ და შემდგომ წლებში არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევას აბორტების გზით ცდილობენ.

 ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე პირველი კვლევა საქართველოში 1999 წელს ჩატარდა. 1999  და 2005 წლის კვლევებს შორის ინტერვალში გვიანი აბორტების (ორსულობის 12 კვირის შემდეგ) მაჩვენებელი 10 %–დან 1%–მდე დაეცა. 7–12 კვირაზე ჩატარებული აბორტების რიცხვმა კი ქვეყანში მოიმატა.

 კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავკშირის ყველა ქვეყანაში, აბორტი შეზღუდვების გარეშე ორსულობის 12–14 კვირის ვადამდე შეიძლება. ვადების შემდეგ აბორტი მხოლოდ სამედიცინო ან გარკვეული სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლის შემთხვევაში არის დაშვებული (მაგალითად, თუკი ორსული უსახლკარო, ქვრივი ან დაბალი შემოსავლის მქონეა).

 1999 კვლევის თანახმად, მსოფლიოში აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა.   იმ დროისთვის საქართველოში აბორტების რიცხვი  ყოველ ათას ქალზე 125 იყო და ეს ციფრი ბევრად აღემატებოდა  აღმოსავლეთ ევროპისა  და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატისტიკას (რუსეთი–80, რუმინეთი–74, მოლდოვა– 43 , უკრაინა–55, სომხეთი–81, აზერბაიჯანი 116, საქართველო–125).

 მაშინდელი საქართველოს ჯანდაცვის სამინსტროს სტატისტიკის მიხედვითაც, ეს ციფრი ბევრად ნაკლები იყო– 1999 წელს ყოველ 1000 ქალზე  მხოლოდ 18 აბორტი ფიქსირდებოდა.

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა ამინდის ექსტრემალური ცვლილება და გვალვისა და ნალექიანობის სტრუქტურის შეცვლა, ჰაერის დაბინძურების საფრთხეს ზრდის. შესაბამისად, კლიმატური ცვლილებები ადამიანთა ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას. კლიმატური ცვლილებები მოქმედებს სურსათის უვნებლობაზე და კვების შედეგად მიღებული ინფექციების გავრცელების საფრთხეს ზრდის.


რა უშლის ხელს შიდსის მკურნალობას

საქართველოში აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებით ყველაზე დიდ პრობლემად სტიგმა სახელდება. საქართველოში პირველი რეგისტრაციიდან (1989 წელი)  – დღემდე, მთლიანობაში, 3080 აივ დადებითი დარეგისტრირდა. 680 მათგანი გარდაიცვალა. სტატისტიკა მზარდია, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნელ-ნელა იზრდება.

2011-11-28 | ჯანდაცვა 

ექიმთა რაოდენობა და ხარისხი

საქართველოში ჭარბი რაოდენობის დიპლომირებული ექიმების მიუხედავად, იმ სპეციალისტების დეფიციტია, რომლებიც თანამედროვე დასავლურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

წინა | შემდეგი

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის წიგნში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება და მას მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.

ბრძოლა განათლების უფლებისთვის

53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მშობელი სასამართლოში ჩივის და ბავშვის სკოლაში აღდგენას, ასევე, მისი შვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვს.

წინა | შემდეგი