საზოგადოება

სიმონ ჯანაშია საერთაშორისო კვლევების შესახებ

"ავადმყოფობის აღიარებისა და მკურნალობის გზების განხილვის ნაცვლად იმ თერმომეტრს ვებრძვით, რომელიც შესაძლოა ზედაპირულ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი მდგომარეობის შესახებ."

კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2011 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

ერთი ეკლესიის ორი მრევლი [VIDEO]

ახალციხეში, ივლიტის ეკლესიაში, დილის ათ საათამდე კათოლიკე, ხოლო ათი საათის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი ლოცულობს.


"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" კვლევის შედეგები

რატომ კლავენ დედები შვილებს

დედამ მცირეწლოვანი შვილი მეორე სართულის აივნიდან იმის გამო გადააგდო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა. 26 წლის ქალბატონი ამჟამად შესაბამის სასჯელს იხდის.

2011-12-24
2011-12-25
2011-12-24

წამალზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

საერთაშორისო ფონდი "კურაციოს" კვლევამ აჩვენა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.

2011-12-23

უთხარით საყვარელ ადამიანებს, რომ წონის პრობლემა აქვთ

ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში ფიქრობენ, რომ შობა საუკეთესო პერიოდია, საყვარელ ადამიანებს უთხრათ, რომ წონის პრობლემა აქვთ.

2011-12-22 | რელიგია 
2011-12-21

ბეჭდური პრესის სიძულვილის ენა

რა აჩვენა კვლევამ ქართულ ბეჭდურ მედიაში სიძულვილის ენის გამოვლენასთან დაკავშირებით?

2011-12-22

რას ითვალისწინებს თანამემამულის მოწმობა

2012 წლის მარტიდან ყველა, ვისაც გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან და საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ საქართველოს აღიარებს, უფლებამოსილია მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი.


განათლების გაზრდილი ბიუჯეტი და მოსწავლეების დაბალი შედეგები

საქართველოში ზოგადი განათლების ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში, საქართველო 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.

რა საერთო აქვს მერაბიშვილის უწყებას საბჭოთა ეპოქასთან

ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შსს–ს მიერ მოზარდების იდეოლოგიზირება ხდება, რაც ქვეყანას საბჭოთა დროში აბრუნებს.

მანდატური კერძო სკოლაში

რატომ გადაწყვეტეს კერძო სკოლებმა მანდატურების სამსახურით სარგებლობა, მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, ამის საჭიროება არ ჰქონიათ?

2011-12-13

დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის შედეგები

დევნილებისთვის ნაყიდი წყლის გამწმენდი გამგებლის სახლში ინახება

მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც რამდენიმე სოფელში მცხოვრები დევნილებისთვის წყალმომარაგების სისტემის გამართვაზე იყო პასუხისმგებელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის საპასუხოდ ათდღიან ვადას ითხოვს.

2011-12-13 | ჯანდაცვა 

რამდენი იხარჯება წამალზე

საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებიდან მოქალაქეები ყველაზე ბევრს მედიკამენტებზე ხარჯავენ.

2011-12-09

სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები

"თეთრი ვარდები", "სიმღერა სამეგრელოზე", "აფხაზეთო ჩემო", "ბათუმს ქათქათას" - ამ და სხვა მსგავსი კლიპების დამზადებაზე ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. მარტო ორ კლიპზე - "სიმღერა სამეგრელოზე" და "თეთრი ვარდები", რომლებიც ქუთაისისა და სამეგრელოს რეკლამირებისთვისაა განკუთვნილი, 291 285 ლარი დაიხარჯა.


მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა(CPJ)“ რამდენიმე საათის წინ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა 2011 წელს მსოფლიო მასშტაბით ჟურნალისტთა  რეკორდული რაოდენობის დაპატიმრების შესახებ, თუმცა მათ შორის ნახსენები არ არიან ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველი ფოტორეპორტიორები.

წაიკითხეთ ყველა სტატია ამ განყოფილებაში

მერიის მანქანები და გადაადგილების ხარჯები

ბათუმის მერი ახალი ავტომანქანით გადაადგილდება, შავი ფერის ჯიპი _ `ტოიოტა ლენდკრუიზერ 100  მერიამ 35 ათას ლარად შეიძინა; რობერტ ჩხაიძის განკარგულებაშია ასევე ავტომანქანა `ტოიოტა კამრი~ (VMV 070); ამ ავტომანქანის შესაძენად ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტიდან 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხაიძე თვეში 850 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

უკანონო ტელევიზია

აჭარის ტელევიზია უკვე სამი წელია უკანონოდ მაუწყებლობს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით ამ ტელევიზიის რეორგანიზაცია 2007 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. საქართველოს პარლამენტში ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტი დღემდე არ შესულა. აჭარის ტელევიზია ამჟამად ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს.

2011-11-09

შემწეობის გაცემის გასაიდუმლოებული მეთოდი

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რიცხვი ხელოვნურად მცირდება. პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი მეთოდი ამოქმედდება. `ბათუმელების~ მიერ მოპოვებული დეკლარაციის ფორმის მიხედვით შეფასების კრიტერიუმები გამკაცრებულია, რის გამოც დახმარება შეიძლება იმ ოჯახებსაც შეუწყდეთ, რომლებიცდღეს შემწეობას იღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის განმარტებით, კრიტერიუმები კი არ მკაცრდება, არამედ _ ზუსტდება.

მასწავლებელთა სახლის პრივატიზაცია

"მაინც გავყიდით’’ მასწავლებელთა სახლის პრივატიზაცია

აჭარის მთავრობამ ბათუმის მასწავლებელთა სახლის ნაწილი, რომელშიც თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრიაგანთავსებული, აუქციონამდე 18 დღით ადრე შექმნილ კომპანიას მიყიდა. ამ ქონებაზე პედაგოგთა პროფკავშირები და ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტრო წელიწადზე მეტია სასამართლოში დავობენ. დავის პროცესში ბათუმის სასამართლომ პრივატიზებულიტერიტორია დააყადაღა. დავაში ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრი ჩაერთო, რომელმაც სადავო ქონებას მისამართი შეუცვალა. სწორედამის საფუძველზე მოახერხა მთავრობამ მიწის გაყიდვა.

ქართული ბიზნესის რვაფეხა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი "ბათუსი", რომელიც მოსკოვის მერის _ იური ლუჟკოვის მეუღლის საკუთრება იყო, ბათუმის მერიამ 2006 წლის 11 აგვისტოს აუქციონზე გაყიდა. უძრავი ქონების ერთადერთი მყიდველი შპს "აჭარინვესტი" აღმოჩნდა. "აჭარინვესტი" ამ აუქციონის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2006 წლის 20 ივლისს, დაარსდა.

ყაზახური ინვესტიციების ქართული წყარო

ხუთი დღის დაარსებულმა კომპანიამ _ Adjara Hirizonts Holding B.V-მ 2006 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, აჭარის ზღვისპირა ზოლში 21 სასტუმრო შეიძინა. "ბათუმელების" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში "ყაზახურინვესტიციად" წოდებულ პორტფელში ოთხი კომპანია ფიგურირებს, მაგრამ ოთხივეს, საერთო ჯამში, ერთი კომპანია მართავს, რომელსაც ერთადერთი _ ქართველი დამფუძნებელი ჰყავს. "შავისზღვისპირეთის ულტრათანამედროვე საკურორტო ზოლადგადაქცევას" კიდევ ცხრა წელიწადი დააგვიანდება. თუმცა ვადების დარღვევის გამო ამ კომპანიას სანქცია აღარ დაეკისრება.


საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო შემოსავლები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ როინ მალაყმაძის ორი წლის შემოსავალი, ხელფასის სახით, 83 ათას ლარს აღწევს. სხვა ხარჯები (ავტომანქანის საწვავისა და ტელეფონის), რაც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტიდან დაუფინანსეს, 16 300 ლარია. როინ მალაყმაძე სამი დაწესებულების ხელმძღვანელია და ხელფასს სამივე თანამდებობაზე იღებდა, რაც კანონის დარღვევაა.


"მიწის აღიარების" კომისიის გადაწყვეტილების შედეგად დასჯილი გლეხები

ბრძოლა მიწისთვის გრძელდება

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჭარაში მიწა 10ათასობით მოქალაქეს გადასცეს საკუთრებაში. არჩევნების შემდეგ კი ათასობით ოჯახს ეს მიწები ისევ ჩამოართვეს.


წინა | შემდეგი