სამართალი

"კავკასიის საქმე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომანია "კავკასიის" სტუდიაში შეჭრაში ბრალდებულების საქმეს თბილისის საქალაქო სასმართლო დღეს იხილვას.

საქალაქო სასამართლოს პრესცენტრის განცხადებით, პროცესი 12 საათზე დაიწყო.

საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმეს 7 მაისიდან განიხილავს. საქმის წარმოება მოწმეთა დაკითხვის სტადიაზეა.

დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დავით აქუბარდიას დაკითხავენ. მოწმის სტატუსით დაკითხავენ თეო ხატიაშვილს, რომელიც გადაცემის სტუმარი იყო.

"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" 7 წევრს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 2010 წლის 10 მაისს შეეფარდათ

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

„რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ინგა ზაბახიძე საჩხერელი ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას აპირებს.

წინა | შემდეგი
2012-02-01

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

2012-01-30

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

2012-02-01

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.

წინა | შემდეგი