კულტურა

გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს

გვაქვს თუ არა მოდერნიზმი საქართველოში, როგორ იცვლება შენობების იდეოლოგია მათი ფუნქციის ცვლილების დროს და რატომ გვავიწყდება არქიტექტორ გიორგი ჩახავას უტოპისტური ნაგებობის ფასი თანამედროვე არქიტექტურის კონტექსტში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროში ექნება, რომელიც ქართველი და უცხოელი კურატორების შემოქმედებითი ინსპირაციის საგანი გახდა და რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს პროექტს სახელწოდებით – ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”.

22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო ლორა პალმერის ფონდის, ჯეოეარ საქართველოსა და The Other Space Foundation-ის პროექტს უმასპინძლებს. ინტერდისციპლინარული პროექტის სახელწოდებაა ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”. სამი დღის მანძილზე დაგეგმილი საუბრები, დისკუსიები, პრეფორმანსები და კონცერტები ორი მთავარი თემის გარშემო ერთიანდება: უტოპიური აზროვნება არქიტექტურაში და მოდერნიზმი.

მონაწილე არტისტების, მუსიკოსების, თეორეტიკოსების, კრიტიკოსებისა და არქიტექტორებისათვის პროექტში სპეციალური ექსკურსიებიცაა გათვალისწინებული. ისინი თბილისში არსებულ უფუნქციოდ დარჩენილ, ე.წ. გაყინულ ნაგებობებთან ერთად გლდანის ნაგავსაყრელსაც მოინახულებენ. 70-იან წლებში სწორედ იქ გადაიტანეს ნაგავსაყრელი, რომელიც თავის დროზე საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის ადგილზე მდებარეობდა.

საავტომობილო გზების სამინისტრო 1975 წელს აშენდა იმდროინდელი მინისტრის, არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ. პროექტის ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს” ერთ-ერთი ორგანიზატორი და კურატორი ნინი ფალავანდიშვილი ამბობს, რომ  ასეთი ტიპის შენობა არა მარტო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ, საერთოდ, არქიტექტურულ სივრცეში ძალიან ცოტაა, - ”ეს შენობა პომპიდუს ცენტრის, ბერლინის ლუდვიგ მის ვან დერ როეს მიერ აშენებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, ოსკარ ნიმაიერის ბრაზილიის შენობების გვერდზე, მათთან ერთად არის მოხსენებული. ჩვენ კი ეს არ ვიცით”.

ყოფილი სამინისტროს შენობა არა მხოლოდ პროექტის მასპინძელი, არამედ მთავარი პერსონაჟიც იქნება. იგი იმ საკვლევი ტექსტის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც საკუთარ თავში ახალ ტექსტებს შექმნის და განავითარებს. არტისტები და თეორეტიკოსები შენობის ისტორიის, მდებარეობის, ირგვლივ არსებული მწვანე საფარის შესწავლის შედეგად, პერფორმანსებსა და მოხსენებებს სწორედ ჩახავას ნამუშევრის გარშემო ააგებენ.

”ჯეოეარი ნაკლებად ცდილობს მუზეუმების და გალერეების ინსტიტუციონალურ სივრცეებში დამკვიდრებას . გვინდა, სხვა შენობები გავაცოცხლოთ, გარეთ გავიდეთ და საზოგადოებრივ ადგილებში ვიტრიალოთ”, - ამბობს ნინი ფალავანდიშვილი. თუმცა, საგამოფენოდ ყოფილი სამინისტროს შერჩევის ინიციატივა ამჯერად პოლონელ კურატორს, ჯოანა ვარშას ეკუთვნის, რომელმაც შარშან თბილისში ”ბეთლემის პროექტი” განახორციელა - გამოფენებისა და წარმოდგენების ციკლი ქალაქის ძველი უბნის სხვადასხვა ადგილებში. პოლონური მხარე წლევანდელი პროექტის საორგანიზაციო ნაწილთან ერთად მის დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.

ყოფილი სამინისტროს დღევანდელი პატრონი საქართველოს ბანკია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, იქ ბანკის სათაო ოფისი დაიდებს ბინას. გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებულ ნაგებობას დღეს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოში ამ შენობას გვიანდელ მოდერნიზმს მიაკუთვნებენ. 70-იან წლებში, მშენებლობის პროცესში,  მოსკოვიდან მოულოდნელად მოსულმა ბრძანებამ პროექტი შეაჩერა. როგორც ნინი ფალავანდიშვილი ამბობს, არქიტექტორმა თავისი ნამუშევრის დაცვა მოახერხა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, - ”გიორგი ჩახავას იდეა აბსოლუტურად უტოპიური იყო. ქართული და საბჭოთა არქიტექტურის გარემოში ეს ნაგებობა არანაირად არ ეწერებოდა. ქართულ და რუსულ პრესაში მას გამოხმაურებაც არ მოჰყოლია. ვერ აღიქვეს, თუ რამდენად საინტერესო და ახლებური იყო არქიტექტორის აზროვნება. ჩახავას მთავარი იდეა ბუნებასთან ახლოს ყოფნაში მდგომარეობდა. მისი სურვილი არქიტექტურაში ბუნების მიერ ნაკარნახევი პირობების გამოყენება იყო, ამიტომაც მისცა შენობას ტერასული და ერთმანეთზე გადაკვეთილი კონსტრუქცია, ჩახავას უნდოდა, შეძლებისდაგვარად ნაკლები ადგილი დაეკავებინა მიწაზე და მშენებლობა  ჰორიზონტალურად, ჰაერში განევითარებინა. ამიტომ მისი აზროვნება, გარკვეული თვალსაზრისით, ძალიან ფუტურისტული და, ამავდროულად, უტიპიურიც არის - სადამდე უნდა გაზარდო, სადამდე უნდა ახვიდე ცაში ასეთი ნაგებობით?”.

იხილეთ პროგრამა

frozen moments.pdf (61kb)

კომენტარი

სათაური:
ნინო ძანძავა
ვისგან:
შიგთავსი:
ბოდიშვს ვუხდი მკითხველს ზევით მოწოდებული არასწორი ინფორმაციის გამო - გიორგი ჩახავა საგზაო მშენებლობის მინისტრი არ ყოფილა.
სათაური:
tasiko
ვისგან:
შიგთავსი:
yovelTvis Zalian momwonda es Senoba. marTla Zalian gamorCeulia da is faqti, rom 70-ian wlebSia aSenebuli, Zalian sagulisxmoa.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

აღმაშენებლის გამზირის ახალი სიცოცხლე

აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი ხელოვნებათმცოდნეების შენიშვნების გათვალისწინების გარეშე სრულდება.

2011-10-31 | გამოფენა 

თავისუფალი ვარდნა -არტისტერიუმი IV

წლევანდელი არტისტერიუმის თემაა "თავისუფალი ვარდნა". არტისტერიუმი წელს მეოთხედ ტარდება.

წინა | შემდეგი
2012-02-03

სულაკაურის გამომცემლობამ ახალი საბავშვო წიგნები გამოსცა

“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.

2012-02-02

კულტურის სამინისტრო აზუსტებს, რომ თურქეთთან სიტყვიერი შეთანხმება არ შეიცვლება

შეთანხმება შედგა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ახალციეში მეჩეთის რესტავრაციის შესახებ. დეტალები ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება.

2012-01-26

"სწრაფად წინ" - წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

წინა | შემდეგი