ახალი ამბები

კოკოითი და ბაღაფში ნიკარაგუაში

როგორც საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტაასი იუწყება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერები, კოკოითი და ბაღაფში ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუას და ვენესუელას სტუმრობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ნიკარაგუას პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მიმართ ღრმა პატივისცემის ნიშნად, გუშინ ბარაფში და კოკოითი მანაგუაში ნიკარაგუას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქვეყნის ხელისუფლებას მამაცობისთვის მადლობა გადაუხადეს.  

“რუსეთთან ერთად, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აჩვენა ყველას, რომ მსოფლიო ერთპოლარული არაა“, - განაცხადა კოკოითიმ და ხაზი გაუსვა, რომ ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება მნიშვნელოვანი იყო. რეგიონში ომის დროს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისთვის, მან მადლობა რუსეთის ფედერაციასაც გადაუხადა.

კოკოითსა და ბაღაფშს ოფიციალური შეხვედრები ქვეყნების მთავრობებთან  დღეს აქვთ დეგეგმილი.

რუსეთ–საქართველოს შორის  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.    

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

თინათინ ხიდაშელი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ტომ მელიას შეხვდა. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მათ ასევე ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემებზე, ბიძინა ივანიშვილის წინაამდეგ განხორციელებულ სახელისუფლებო შეტევაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები გამოცდებს ჩააბარებენ

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს არჩევნების წინ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და გამოცდების ჩატარების წესზე ისაუბრა

წინა | შემდეგი
2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

2012-02-04

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე

ყოველი წლის 4 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიბოს ტვირთის შემსუბუქების გზების პოპულარიზაციაში მხარს უჭერს კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო გაერთიანებას.

წინა | შემდეგი